ალექს მაშინსკის საპასუხო დარტყმა

ფოტო - ალექს მაშინსკის საპასუხო დარტყმა
Celsius-ის ყოფილი CEO ალექს მაშინსკი მიიჩვევს, რომ ნიუ-იორკის გენერალური პროკურორი ლეტიცია ჯეიმსი მართალი არაა.
გასულ კვირას ალექს მაშინსკის ადვოკატებმა სასამართლოს შუამდგომლობით მიმართეს თაღლითობის ბრალდებების წინააღმდეგ, რომელსაც ისინი უსაფუძვლოდ უწოდებდნენ.

შუამდგომლობის
თანახმად, ისინი ინტერნეტში გავრცელებული დეზინფორმაციიდან მომდინარეობს.

შუამდგომლობა წარმოადგენს პასუხს ნიუ-იორკის გენერალური პროკურორის, ლეტიცია ჯეიმსის ბრალდებაზე, რომლის თანახმად მაშინსკიმ თავისი ინვესტორები მოატყუა და დააჯერა, რომ კომპანია ფინანსურად მდგრადი იყო.

საპირისპიროს ამტკიცებს მაშინსკი. მისი ადვოკატები აცხადებენ, რომ ბრალდებები დუბლირებს ინტერნეტში გავრცელებულ დეზინფორმაციას მაშინსკისა და Celsius Network, LLC-ის შესახებ,  იმეორებს სხვების დაუსაბუთებელ დასკვნებს და აჩვენებს Celsius-ის ბიზნესის ფუნდამენტურ გაუგებრობასა და მაშინსკის როლს მასში.

შუამდგომლობაში ასევე ხაზგასმულია, რომ Celsius-ის გაკოტრებაზე გასულ ივლისს კატასტროფულმა გარე მოვლენებმა მოახდინა გავლენა.

ამავდროულად, მოსამართლე ჯეიმსი ცინიკურად ირჩევს განცხადებებისა და გამონათქვამების ფრაგმენტებს YouTube-ის ვიდეოებიდან, რომლებიც ინვესტორების დასამშვიდებლად გაჟღერდა.

საჩივრის მიზან იმის მიღწევაა, რომ სასამართლომ სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარი თქვას. თუმცა, სასამართლოს თანხმობის ალბათობა მცირეა, თუ გავითვალისწინებთ დიდი რაოდენობით მტკიცებულებებს, რომლებიც მოწმობს, რომ მაშინსკიმ და სხვებმა კანონი დაარღვიეს. 

ცოტა ხნის წინ პოპულარულმა კომიკოსმა ჯონ ოლივერმა თავისი "Last week tonight-ის" ერთ-ერთი გამოშვება მაშინსკის ქმედებებს მიუძღვნა. კერძოდ, მან მაშინსკის საკმაოდ სულელურ საქციელზე მიუთითა. მიუხედავად მისი განცხადებისა "ბანკები თქვენი მეგობრები არ არიან", ეს არ ნიშნავს რომ მაშინსკი რაღაცით უკეთესია. სინამდვილეში, ის არის "თქვენი მტერი".

ადრე GNcrypto ალექს მაშინსკის ისტორიის შესახებ წერდა. უფრო ვრცლად აქ წაიკითხეთ.