Celsius-ის მონაცემები გასაჯაროებულია

ფოტო - Celsius-ის მონაცემები გასაჯაროებულია
იმის გამო, რომ Celsius განაგრძობს საკუთრი გაკოტრების შედეგებში გარკვევას, ნიუ-იორკის სამხრეთ ოლქის გაკოტრების სასამართლომ გამოაქვეყნა მონაცემები, რომლებიც მის ათასობით კლიენტს ეხება, მათ შორის პლატფორმაზე ტრანზაქციების სახელები, რაოდენობა, ტიპები, აღწერილობები და ვადები.
ახევე მითითებული იყო თანხები აშშ დოლარებში და გამოყენებული კრიპტოვალუტის ტიპი.

ამ ქმედების საპასუხოდ, კრიპტო საზოგადოების ზოგიერთმა მოღვაწემ უმალვე დაწერა Twitter-ზე, რათა გამოეხატა შეშფოთება სასამართლოს ქმედებებთან დაკავშირებით. მაგალითად, სტარტაპ Web3 Penumbra Labs-ის დამფუძნებელმა, ჰენრი დე ვალანსმა, დაწერა, რომ ახლა ნებისმიერს შეუძლია Celsius-ის ნებისმიერი მომხმარებლის „ჩეინზე ნებისმეირი აქტივობის დოქსინგი“, თარიღებისა და თანხების შედარებით ბლოკჩეინზე ტრანზაქციის შესაბამის მონაცემებთან.

მან დაამატა, რომ ეს შემთხვევა არის კიდევ ერთი მიზეზი იმისა, თუ რატომ უნდა დარჩეს ბლოკჩეინი კერძო საკუთრებაში.

ოფიციალური დოკუმენტების თანახმად, პლატფორმის ხელმძღვანელებმა  ასევე მოხსნეს ანგარიშებიდან 17 მილიონ დოლარზე მეტი ღირებულების კრიპტოვალუტა, ვიდრე თანხების გამოტანის შესაძლებლობას გაყინავდნენ.

ყოფილმა აღმასრულებელმა დირექტორმა და თანადამფუძნებელმა ალექს მაშინსკიმ მაისში დაახლოებით 10 მილიონი დოლარი მიიღო. თანადამფუძნებელმა და სტრატეგიის ყოფილმა მთავარმა ოფიცერმა დანიელ ლეონმა გამოიტანა დაახლოებით 7 მილიონი დოლარი, ხოლო მოქმედმა ტექნიკურმა დირექტორმა ნუკ გოლდშტეინმა მიიღო დაახლოებით $550,000.

ივნისში Celsius-მა  თავისი 1.7 მილიონი კლიენტისთვის თანხის გაცემა შეაჩერა. მოგვიანებით ის უცნაურ საქციელში დაადანაშაულეს, რადგანაც კრიპტოვალუტაში ჯილდოს იხდიდა, ხოლო კლიენტებს თანხის გატანის უფლებას არ აძლევდა.

ჯერ კიდევ ივლისში, Celsius-ის გენერალ;ურმამა დირექტორმა ალექს მაშინსკიმ განაცხადა, რომ გაკოტრების შესახებ განცხადების შეტანა სწორი გადაწყვეტილებაა, რადგანაც ეს ბიზნესს სტაბილურობას მოუტანს მისი სტრუქტურის სრული ტრანსფორმაციის შედეგად. იმ დროისთვის კომპანიის ბალანსზე უკვე 2,85 მილიარდი დოლარის გარღვევა დაფიქსირდა.

აგვისტოს ბოლოს სასამართლომ Celsius Network-ს კრიპტოვალუტის მაინინგისა  და ბიტკოინების გაყიდვის უფლება მისცა.