Apple Crypto Event 2022 - მორიგი თაღლითობა
7 სექტემბერს Apple-ის დიდი ხნის მოსალოდნელი პრეზენტაცია გაიმართა. მაგრამ მაყურებლებმა მთლად ის ვერ ნახა, რასაც ელოდა. უფრო სწორედ, მათ ნახეს სრულიად განსხვავებული პრეზენტაცია - Apple Crypto, სადაც ვიღაცა კრიპტოვალუტის გაყიდვას ცდილობდა.
ტექნოლოგიურმა გიგანტმა თავისი ახალი პროდუქტების მორიგი პრეზენტაცია გამართა და, ტრადიციის მიხედვით, აუდიტორიის გასაფართოებლად, Apple-მა ღონისძიება YouTube-ის პირდპაირ ეთერში გაუშვა. უცნობმა კრიპტოთაღლითებმა ამ სიტუაციით ისარგებლეს და რამდენიმე ყალბი სტრიმი გაუშვეს.
ერთ-ერთმა ასეთმა ეთერმა 70000-ზე მეტი მაყურებელი შეაგროვა. Apple-ის ყალბი პრეზენტაცია Apple LIVE არხზე გაიმართა, რომელსაც კორპორაციასთან არავითარი კავშირი არ აქვს და მას საკმაოდ მიმზიდველი სახელი ჰქონდა - "Apple-ის გენერალური დირექტორი ტიმ კუკი: Apple და მეტასამყარო 2022 წელს". ბოროტმოქმედებმა ტიმ კუკის 2018 წელს ჩაწერილი ინტერვიუ გადასცეს.
პრეზენტაცია ტოპში მოხვდა კრიპტოვალუტებთან და Apple-თან დაკავშირებული საკვანძო სიტყვების დიდი რაოდენობის გამო. CNN არხის ლოგოტიპი, რომელმაც ეს ინტერვიუ ჩაწერა, დაფარული იყო ფრაზით "Apple Crypto Event 2022". იყო ასევე BTC და ETH ლოგოები. ვიდეოს აღწერაში განთავსებული იყო ბმული, რომლითაც კრიპტოვალუტურ საეჭვო საიტზე გადადიოდით.
კიდევ ერთმა არხმა, Apple Inc. დააანონსა ილონ მასკისა და ტიმ კუკის საუბარი მეტასამყაროს შესახებ. 10000-ზე მეტმა მაყურებელმა მასკის ძველი ინტერვიუ ნახა ბიტკოინის შესახებ და ბმულით კვლავ თაღლითურ საიტზე გადასვლა იყო შესაძლაბალი.
ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც Apple თაღლითების სამიზნე ხდება. გასულ წელს, 165,000 მაყურებელმა ყალბ სტრიმს უყურა, სადაც საუბარი იყო იმაზე, რომ Apple 100,000 BTC-ს ყიდულობს.