პროექტ Balancer-ის მიმოხილვა. ნაკლოვანებები და პერსპექტივები

icon ETH
icon BAL
ფოტო - პროექტ Balancer-ის მიმოხილვა. ნაკლოვანებები და პერსპექტივები
Balancer არის Ethereum-ის ბლოკჩეინსა და კიდევ სხვა რამდენიმე EVM ქსელზე დაფუძნებული DeFi პლატფორმა, რომელიც ორიენტირებულია ლიკვიდობის ფარმინგსა და აქტივების პორტფელის ავტომატურ მართვაზე.
პროექტი Balancer მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, შექმნან საკუთარი პორტფელი ნებისმიერი კრიპტოვალუტებით, რომელიც პლატფორმაზეა მხარდაჭერილი და პორტფელში არსებული აქტივების შეწონადება მოახდინონ. ასევე  პლატფორმა წარმოადგენს ადგილს აქტივების დეცენტრალიზებული გაცვლისთვის, სადაც შესაძლებელია სხვადასხვა ტოკენის სტეიკინგი და ფარმინგი.

ჩვენ მოვამზადეთ პროექტის დეტალური მიმოხილვა და განვიხილეთ მისი გამოყენება DeFi სექტორში.

შექმნის ისტორია

Balancer დააარსა ორმა დეველოპერმა, ფერნანდო მარტინესმა და მაიკლ შულმა. მათ ჰქონდათ კრიპტოვალუტური პროექტებისა და ფინანსური პროდუქტების შექმნის მდიდარი გამოცდილება, რამაც მათ საშუალება მისცა, აემოქმედებინათ ინოვაციური პლატფორმა  პორტფელის ავტომატური დაბალანსების უნიკალური ალგორითმით.

Balancer იყენებს "ხაზოვანი შეწონილი პულების“ ტექნოლოგიას (ინგლისურად "weighted linear pools"), რომელიც მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, ავტომატურად დააბალანსონ თავიანთი პორტფელი, მოახდინონ რისკებისა და შემოსავლის ოპტიმიზაცია. თავად ალგორითმი სპეციალურად კრიპტოვალუტური  პროდუქტებისთვის შეიქმნა.

Balancer-ის პლატფორმის ოფიციალური რელიზი 2020 წლის ივნისში შედგა.

პლატფორმის დაფინანსება

2019 წლის მაისში Balancer Labs-მა მიიღო $3 მილიონის ოდენობის  დაფინანსება ისეთი ინვესტორებისგან, როგორიცაა Placeholder, Accomplice, CoinFund და Inflection. 2020 წლის ოქტომბერში დაიხურა $5 მილიონიანი დამატებითი საინვესტიციო რაუნდი Blockchain Capital-ისა და GSR Ventures-ისგან.

ასევე 2021 წლის თებერვალში, Balancer Labs-მა მიიღო $24,25 მილიონი სერია A დაფინანსების რაუნდში, რომელშიც მონაწილეობდნენ: Accomplice, Placeholder, Blockchain Capital, Fenbushi Capital, LongHash Ventures, Gauntlet Networks, Kain Warwick და FTX.

ანალიტიკური რესურსის, Crunchbase-ის ინფორმაციით, Balancer-ის პლატფორმაზე ინვესტიციების ჯამური მოცულობა $32.3 მილიონს შეადგენს.
Balancer Labs-ის საინვესტიციო საქმიანობის დეტალები (Crunchbase)

Balancer Labs-ის საინვესტიციო საქმიანობის დეტალები (Crunchbase)

გამოყენების გზამკვლევი. განყოფილება "Pool"

საწყისი გვერდი შეიცავს ინფორმაციას სხვადასხვა პულებში არსებული კრიპტოვალუტების მოცულობის შესახებ, ასევე ამ მონეტების ინვესტიციიდან მიღებული სავარაუდო შემოსავლის შესახებ. სახსრების ჩადება შესაძლებელია არა მხოლოდ 50/50 თანაფარდობით, რადგან Balancer-ის ლიკვიდობის პულები მოქნილია და დაბალანსება ჩაშენებული ალგორითმის მეშვეობით შეუძლიათ.

პლატფორმა 4 ქსელში ფუნქციონორებს- Ethereum, Gnosis Chain, Polygon и Arbitrum. Balancer-თან მუშაობისთვის უმჯობესია  Metamask-ის საფულე გამოიყენოთ.
პლატფორმის საწყისი გვერდი

პლატფორმის საწყისი გვერდი

ნებისმიერ სავაჭრო წყვილზე დაწკაპუნების შემდეგ, ჩნდება შესაძლებლობა, ჩადოთ თქვენი ლიკვიდობა პულში და მიიღოთ პასიური შემოსავალი. ამ გვერდზე ასევე გამოჩნდება სავაჭრო წყვილის სტატისტიკა, ვაჭრობის მოცულობა და დაბლოკილი ლიკვიდობის დინამიკა (TVL - Total Value Locked).

სტატიის მომზადების მომენტში, Balancer-ის პლატფორმაზე ყველაზე დიდი თანხები დაბლოკილია wstETH/WETH-ის მონეტების წყვილში. ამ პულის TVL 300 მილიონ დოლარს აჭარბებს.
ლიკვიდობის ჩადება და სავაჭრო წყვილის სტატისტიკა

ლიკვიდობის ჩადება და სავაჭრო წყვილის სტატისტიკა

განყოფილება "Swap"

ბევრი DeFi პროექტის მსგავსად, Balancer-ს აქვს საკუთარი დეცენტრალიზებული ტოკენის გაცვლის ბლოკი. მომხმარებლებს სავაჭრო ოპერაციების განხორციელება შეუძლიათ ETH-ით, BTC-ით, USDT-ით, USDC-ითა და ა.შ.
ტოკენის გაცვლის განყოფილება Balancer-ზე

ტოკენის გაცვლის განყოფილება Balancer-ზე

პორტფოლიოს მართვა

საკუთარი საინვესტიციო პორტფელის მართვისა და დაბალანსების ინსტრუმენტები გამოჩნდება ბლოკში "Portfolio" მას შემდეგ, რაც მომხმარებელი ლიკვიდობას ნებისმიერ სავაჭრო წყვილში ჩადებს. ამ მენიუში შეგიძლიათ, შეცვალოთ დაბანდებული აქტივების რაოდენობა, განახორციელოთ გადარიცხვები პულებს შორის და ჩადოთ დამატებითი ლიკვიდობა.

პლატფორმისგან ჯილდოების მისაღებად, Balancer-ზე არსებობს ბლოკი "Claim". აქ შეგიძლიათ, მოითხოვოთ ლიკვიდობის მიწოდებით მიღებული მოგება, ან ტოკენ BAL-ის სტეიკინგით მიღებული შემოსავალი.
განყოფილება "Claim" Balancer-ისგან ჯილდოების მისაღებად

განყოფილება "Claim" Balancer-ისგან ჯილდოების მისაღებად

ტოკენი BAL

BAL არის Balancer-ის პლატფორმის ნატიური ტოკენი, რომელიც მის ეკოსისტემაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს. ტოკენ BAL-ის ძირითადი ფუნქციები შემდეგია:

  • ხმის მიცემა. ტოკენ BAL-ების ფლობა საშუალებას გაძლევთ, ხმა მისცეთ პროტოკოლის ცვლილებებსა და პლატფორმის განვითარებასთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს;

  • საკომისიოების განაწილება. პლატფორმაზე ტრანზაქციის საკომისიოს ნაწილის გადახდა ხდება ტოკენ BAL-ებით, რაც უზრუნველყოფს ტოკენზე მოთხოვნასა და მის გამოყენებას სისტემაში;

  • ჯილდო სტეიკინგისთვის. მომხმარებლებს შეუძლიათ,  განათავსონ თავიანთი BAL-ები Balancer-ში და ამისთვის ჯილდო მიიღონ;

  • ტოკენების დარიგება. Balancer ასევე იყენებს BAL ტოკენებს სხვა კრიპტოპროექტებისთვის ტოკენების დასარიგებლად, ტოკენის გამოშვების პროგრამის ფარგლებში. 

რაც შეეხება მონეტა BAL-ის საბაზრო მონაცემებს, ისინი შემდეგია:

■ საბაზრო კაპიტალიზაცია - $278 მილიონი;
■ მაქსიმალური ემისია - 96,15 მილიონი მონეტა;
■ სულ მიმოქცევაში - 40,5 მილიონი მონეტა;
■ ვაჭრობის საშუალო დღიური მოცულობა — $4 მილიონი;
■ მაქსიმალური ფასი - $67,73;
■ მინიმალური ფასი - $0.05.

უმეტეს აქტივობებში მონაწილეობის მისაღებად, მომხმარებლებმა, შესაბამის განყოფილებაში, მონეტა BAL-ი veBAL-ში უნდა დააკონვერტირონ. ამრიგად, პლატფორმა აფიქსირებს მიმოქცევაში არსებული მონეტების რაოდენობას სხვადასხვა ოპერაციისთვის და კონვერტაციის პროცესში მყოფ ტოკენებს ჩვეულებრივი მიმოქცევისთვის გამოუსადეგარს ხდის.

BAL-ის შეძენა შესაძლებელია ისეთ კრიპტოვალუტურ ბირჟებზე, როგორიცაა WhiteBIT, KuCoin, GATE, Mexc და სხვა მრავალი პლატფორმა. ცენტრალიზებული და დეცენტრალიზებული ბირჟების სრული სია შეგიძლიათ იხილოთ CoinGecko-სა და CoinMarketCap-ის ვებგვერდებზე განყოფილებაში "ბაზრები".
ტოკენ BAL-ის ფასის დინამიკა (CoinMarketCap)

ტოკენ BAL-ის ფასის დინამიკა (CoinMarketCap)

Balancer-ის უპირატესობები და ნაკლოვანებები

Balancer-ის უპირატესობები:

  • დეცენტრალიზაცია პლატფორმის DAO-ს მეშვეობით მართვის შედეგად;
  • პორტფელების ავტომატიზებული ფორმირება;
  • მოქნილობა ლიკვიდობის პულების შექმნისას;
  • ტრანზაქციების მაღალი სიჩქარე.

ამასთან, პლატფორმას აქვს მთელი რიგი უარყოფითი მხარეები:

  • მაღალი საკომისიო ქსელის გადატვირთულობის დროს;
  • უსაფრთხოების რისკები პლატფორმის დიდი და რთული სმარტ კონტრაქტის გამო;
  • მარეგულირებელი დაცვის ნაკლებობა;
  • დამწყებთათვის გამოყენების სირთულე.

AI Crypto Expert