კრიპტოვალუტა კი არ ემუქრება საბანკო სისტემას, უფრო პირიქით
სამი ბანკის - Silvergate-ის, SVB-ისა და Signature Bank-ის კრახმა კრიპტოკომპანიებს ახალი პრობლემები შეუქმნა. მათ შორის Circle-ს, სტეიბლკოინ USDC-ს ემიტენტს.
World on the Block-თან ინტერვიუში, Circle-ის მთავარმა სტრატეგმა და გლობალური პოლიტიკის განყოფილების ხელმძღვანელმა, დანტე დისპარტემ ისაუბრა იმ პრობლემებზე, რომლებიც ბოლოდროინდელი მოვლენების ფონზე ტრადიციულ საბანკო სექტორში წარმოიშვა.
მან ხაზი გაუსვა, რომ გაკოტრებული ბანკები კრიპტოინდუსტრიის ძირითადი კრედიტორები არიან და მათი კრახი მიანიშნებს იმ რისკებზე, რომლებსაც ტრადიციული ფინანსური ინსტიტუტები კრიპტოეკოსისტემას უქმნიან.
"აშშ-ში ბანკების კრახმა აჩვენა, რომ სწორედ ბანკები უქმნიან რისკებს კრიპტოინდუსტრიას და არა პირიქით, როგორც ეს მარეგულირებელთა უმეტესობას მიაჩნია“, - განაცხადა დისპარტემ და დასძინა, რომ საფრთხეში აღმოჩნდა $3,3 მილიარდი რეზერვებიდან, რომელსაც Circle SVB ბანკში ინახავდა.
მან ასევე დასძინა, რომ კრიპტოვალუტებს ხშირად წარმოაჩენენ, როგორც ინოვაციას, რომელიც ბანკებს გაანადგურებს და უოლ სტრიტზე არ იქნება დამოკიდებული, მაგრამ პრაქტიკაში, ეს ორი სამყარო უნდა თანაარსებობდეს და ურთიერთქმედებდეს.
თუ რეგულირებად კომპანიას, როგორიცაა Circle, არ შეუძლია ანდოს ბანკებს ისეთი მარტივი საქმე, როგორიცაა USDC სტეიბლკოინის უზრუნველყოფის მინიმალური ნაწილის შენახვა, ან დეპოზიტების მიღება, მაშინ აშშ-ის ეკონომიკისადმი რაიმე ნდობაზე საუბარი საერთოდ შეუძლებელია.
დისპარტემ ასევე აღნიშნა, რომ USDC სტეიბლკოინების რეზერვები წარმოდგენილია ნაღდი ფულით და მოკლევადიანი სახაზინო ბონდებით და Circle მზად არის, დააკმაყოფილოს გამოსყიდვის ნებისმიერი მოთხოვნა.
მან ასევე ხაზი გაუსვა ახალი USDC-ის გამოშვების აუცილებლობას, რათა ეკონომიკური რისკებისგან დასაცავად, ინვესტორები დოლარის ციფრული ფორმით უზრუნველყოს.
”ყველა ეს რისკი გროვდება და ეს მოითხოვს სასწრაფო მოქმედებას კანონმდებლების, პოლიტიკოსებისა და მარეგულირებლების მხრიდან, რომლებმაც მომხმარებლები მთავრობის დონეზე უნდა დაიცვან, ნაცვლად იმისა, რომ ამ დარგის აშშ-ს დაქსაქსულ მარეგულირებელ სისტემას დაეყრდნონ,” - აღნიშნა დისპარტმა.
კომპანია Circle არის USDC-ის ემიტენტი. ესაა სტეიბლკოინი, რომელიც სრულად უზრუნველყოფილია დოლარით. გასულ შაბათ-კვირას მან აშშ დოლარზე ბმა დაკარგა, მაგრამ ორშაბათს უკვე აღადგინა.
მანამდე GNcrypto წერდა, რომ Web3-ისთვის Mastercard გადახდებს USDC-ში ხსნის.