Binance და Bitcoin-ტრეიდინგი: არის თუ არა მოცულობები ყალბი?

icon BTC
ფოტო - Binance და Bitcoin-ტრეიდინგი: არის თუ არა მოცულობები ყალბი?
Forbes-ის ახალი ანგარიშის მიხედვით, ბირჟების მიერ მითითებული ბიტკოინის ყოველდღიური ვაჭრობის მოცულობის 51% შეიძლება იყოს არასანდო, კერძოდ Binance-ზე, MEXC Global-ზე და Bybit-ზე.
მისი ავტორების თქმით, კრიპტობირჟის საიტებს ყოველთვიურად 573 მილიონი ადამიანი სტუმრობს, ხოლო ბიტკოინი, რომელსაც ისინი „დიდ ბაბუას“ და „მსუბუქ კრიპტონარკოტიკს“ უწოდებენ, მიმოქცევაში არსებული კრიპტო აქტივების 1 ტრილიონი დოლარის 40%-ს შეადგენს. 

157 ბირჟის გაანალიზების შედეგად, გუნდმა აღნიშნა, რომ 21 კრიპტო ბირჟა 1 მილიარდის და მეტის ყოველდღიურ სავაჭრო აქტივობას უზრუნველყოფს. ამავდროულად, ვაჭრობის მოცულობა დაანრჩენ 33 ბირჟაზე 200 მილიონი აშშ დოლარიდან 999 მილიონ დოლარამდე მერყეობს ყველა სახის კონტრაქტში - სპოტში, ფიუჩერსში და უვადოში.

გუნდმა ასევე დაადგინა, რომ ყველა ხსენებული სავაჭრო მოცულობის ნახევარზე მეტი "სავარაუდოდ არის ყალბი ან არაეკონომიკური".  მტკიცებულების სახით, მათ მოიტანეს დასკვნა.  რომ 14 ივნისს, ბიტკოინის გლობალური დღიური მოცულობა 128 მილიარდი დოლარი იყო, რაც „51%-ით ნაკლებია 262 მილიარდ დოლარზე, რომელსაც მივიღებდით, თუ დავაჯამებდით სხვადასხვა წყაროდან დამოუკიდებლად დეკლარირებული მოცულობებს“.
ყალბი მოცულობების თვალსაზრისით ყველაზე პრობლემური კომპანიები არიან ისეთები, რომლებიც აცხადებენ მაღალ მოცულობებს, მაგრამ მუშაობენ სუსტი ზედამხედველობის პირობებში ან საერთოდ არ აქვთ მარეგულირებელი ზედამხედველობა, რომლის გავლენით მათი მაჩვენებლები უფრო სანდო იქნებოდა. Ეს ეხება Binance, MEXC Global და Bybit-ს. საერთო ჯამში, ნაკლებად რეგულირებული ბირჟების რეალური მოცულობა ჩვენს კვლევაში დაახლოებით 89 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს, მაშინ როდეაც ისინი 217 მილიარდი აშშ დოლარის მოცულობის შესახებ აცხადებენ
წერია ანგარიშში
სხვა დასკვნები მიუთითებს იმაზე, რომ სტეიბლკოინი Tether კრიპტოტრეიდინგის სფეროში  დომინირებას განაგრძობს, განსაკუთრებით ეს ეხება ვაჭრობის მოცულობას ბიტკოინთან შედარებით, და რომ ბიტკოინი ასევე აქტიურად ივაჭრება სხვა ფიატ ვალუტებთან შედარებით, აშშ დოლარისა და ბრიტანული ფუნტი სტერლინგის გარდა.

„დასავლეთის სამყაროში და განსაკუთრებით შეერთებულ შტატებში მაღალია ცდუნება  იფიქრონ, რომ ბიტკოინით ვაჭრობა ხდება მხოლოდ აშშ დოლართან ან ევროსთან და ბრიტანულ ფუნტთან მიმართებაში. თუმცა, უმსხვილესი სავაჭრო წყვილების აქტივობა შეინიშნება ისეთი ფიატური ვალუტების მიმართ, როგორიცაა იაპონური იენი და კორეული ვონი, ისევე როგორც ძირითადი სტაბილური მონეტების მიმართ, როგორიცაა Binance USD და USD coin,” - აღნიშნავენ ავტორები და დასძენენ, რომ ისინი იმედოვნებენ, რომ უახლესი ანგარიში გახდება დამატებითი ინფორმაცია თაღლითობის გამოსავლენად წინა მცდელობების გათვალისწინებით. კერძოდ, მათ  Bitwise-ის 2019 წლის ანგარიში მოჰყავთ, რომლის მიხედვით CoinMarketCap-ზე ბიტკოინის ვაჭრობის მოცულობის 95% ყალბი და/ან არაეკონომიკური იყო.

GNcrypto ადრე იუწყებოდა, რომ ბ-ნი ჩჟაო Binance-დან აპირებს სასამართლოში დაამტკიცოს, რომ ბირჟა  პონცის სქემას არ იყენებს.