გამოძიება Binance-ის საქმეზე ახალ მიმართულებას იძენს

ფოტო - გამოძიება Binance-ის საქმეზე ახალ მიმართულებას იძენს
Binance-ის საქმეზე გამოძიება გძელდება – გავრცელებული ინფორმაციით, რამდენიმე ამერიკული კომპანია, ბირჟასთან ურთიერთობის გახსნის მოთხოვნით, სასამართლოში დაიბარეს.
აშშ-ის ვაშინგტონის დასავლეთ ოლქის პროკურატურამ სიეტლში ამერიკულ საინვესტიციო კომპანიებს უბრძანა, ბირჟის ბუნდოვანი ბიზნესპრაქტიკის გამო, Binance-თან მათი ურთიერთობის შესახებ ჩანაწერები გადმოეცათ.

ორმა წყარომ, რომელმაც ანონიმურად დარჩენა ისურვა, Washington Post-ს განუცხადა, რომ სასამართლოს უწყება ნახა.

უწყებები Binance-თან დაკავშირებული გამოძიების ნაწილია, რომელიც FTX-ის კრახის შემდეგ აღიძრა.

მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლებას ბრალი ჯერ არ წაუყენებია და Binance-თან ვითარების დარეგულირების შესაძლო გზებს განიხილავს, ზოგიერთი ექსპერტი ვარაუდობს, რომ პროკურორები იკვლევენ, ხომ არ დაარღვია ბირჟამ კანონი საბანკო საიდუმლოების შესახებ. ამ კანონის თანახმად, ფინანსურმა დაწესებულებებმა თავიანთი კლიენტების ვინაობა უნდა დაადასტურონ და შეატყობინონ სათანადო ორგანოებს საეჭვო აქტივობის შესახებ, რომელიც, შესაძლოა, ფულის გათეთრებაზე, გადასახადებისგან თავის არიდებაზე, ან სხვა დანაშაულებზე მიანიშნებდეს.

Მარეგულირებლებს ასევე აშფოთებთ Binance-ის კავშირები ჩავარდნილ კრიპტოპლატფორმებთან. კომპანიამ Celsius, რომელიც ივლისში გაკოტრდა, FTX-ის შვილობილ კომპანიას, Alameda Research-ს მსხვილი კრედიტი მისცა. ამასთან, Binance-ის დამფუძნებელი ჩანგპენ ჩჟაო FTX-ში ადრეული ინვესტორი იყო. GNcrypto ამ "არასასიყვარულო ისტორიას" აშუქებდა. 

კრიტიკის მიუხედავად, Binance-ის მთავარმა სტრატეგიულმა დირექტორმა, პატრიკ ჰილმანმა აღიარა, რომ თავდაპირველად Binance-ს მარეგულირებლების მოთხოვნების შესრულებისადმი არასრულფასოვანი მიდგომა ჰქონდა. მაგრამ შემდეგ კომპანიამ ეს პრაქტიკა შეწყვიტა, კომპლაენსის პროგრამაში დიდი ინვესტიცია ჩადო, მჭიდროდ თანამშრომლობდა სამართალდამცავ ორგანოებთან და ავითარებდა ტექნოლოგიას, რომელიც პლატფორმაზე კრიმინალების დაჭერას უწყობდა ხელს.

ბირჟის წარმომადგენლებმა ასევე განაცხადეს, რომ ისინი აშშ-ის ყველა კანონს იცავენ და სამართალდამცავებს გამოძიებაში ეხმარებიან. თუმცა, Binance.com, კომპანიის მთავარი ოფშორული ბირჟა, აშშ-ის ფინანსთა სამინისტროსთან არსებული, ფინანსურ დანაშაულთან ბრძოლის დეპარტამენტის ქსელში (FinCen) რეგისტრირებული ჯერ კიდევ არ არის.

მანამდე GNcrypto-ზე ბირჟა Binance-ზე მომხდარი „სკანდალური პამპი“ გააანალიზეს.