ბიტკოინის ჰალვინგი 2024 წელს. რა არის ეს და რას უნდა ველოდოთ?

icon BTC
ფოტო - ბიტკოინის ჰალვინგი 2024 წელს. რა არის ეს და რას უნდა ველოდოთ?
ჰალვინგი პროცესია, რომლის დროსაც ახალი ბლოკის გენერირებისთვის მიღებული ჯილდო ნახევრდება. ეს, დაახლოებით, ოთხ წელიწადში ერთხელ ხდება.
Bitcoin-ის ბლოკჩეინის არსებობის პირველ წლებში, ერთი ბლოკის აღმოჩენისთვის მაინერი 50 BTC-ს იღებდა. დღეისათვის მაინერები თითო ბლოკზე 6.25 ბიტკოინს იღებენ. ეს იმიტომ ხდება, რომ ყოველ ოთხ წელიწადში ერთხელ მაინერების ჯილდოები ნახევრდება. ამ მოვლენას ჰალვინგი ეწოდება.

2012 წელს ბლოკის ჯილდო 50-დან 25-მდე შემცირდა. 2016 წელს - 25-დან 12,5-მდე. ბოლო, 2020 წლის ჰალვინგმა მაინერის ჯილდოები 12.5 BTC-დან 6.25 BTC-მდე შეამცირა. ბიტკოინის 2024 წლის ჰალვინგი ამ თანხას კვლავ გაანახევრებს და ის ბლოკზე 3.125 BTC-ს შეადგენს. 

ეს მექანიზმი იმუშავებს მანამ, სანამ მიწოდების ლიმიტი, 21 მილიონი არ იქნება მიღწეული. ეს 2140 წლისთვის არის მოსალოდნელი. ამასთან, ყველა ბიტკოინის 97%-ზე მეტი 2030 წლის ბოლომდე იქნება მოპოვებული. 

ჰალვინგი ბლოკის მიერ გენერირებული ახალი ბიტკოინების რაოდენობას ამცირებს, რითაც ბაზარზე მის მიწოდებას აპატარავებს. ტრადიციულ ბაზრებზე დაბალი მიწოდებისა და მაღალი მოთხოვნის მქონე პროდუქტის ფასი, როგორც წესი, იზრდება, ამიტომ ჰალვინგი ხარული რბოლის ერთ-ერთ მთავარ კატალიზატორად ითვლება.

ისტორიულად, ყოველი ჰალვინგიდან ერთი წლის განმავლობაში, ბიტკოინის  ფასი ახალ, აბსოლუტურ მაქსიმუმს ამყარებდა. პირველი ჰალვინგი 2012 წლის 28 ნოემბერს, ნომერ 210,000-ე ბლოკზე მოხდა. მაშინ ბიტკოინი დაახლოებით 4 დოლარად ივაჭრებოდა. 2013 წლის ბოლოსთვის BTC-ის ფასმა მაქსიმუმი $420-ის ნიშნულთან დააფიქსირა. 

კიდევ 210,000 ბლოკის შემდეგ, 2016 წლის 9 ივლისს, მეორე ჰალვინგი მოხდა, რამაც ბლოკისთვის ჯილდო 25 BTC-დან 12.5 BTC-მდე შეამცირა. 2017 წელს ბიტკოინმა ახალი ისტორიული მაქსიმუმი დაამყარა, რომელიც, დაახლოებით, $20,000-ს შეადგენდა.
ჰალვინგი ბიტკოინის გრაფიკზე. წყარო: Tradingview

ჰალვინგი ბიტკოინის გრაფიკზე. წყარო: Tradingview

ბიტკოინის ჰალვინგის განრიგი არა დღეების, არამედ ბლოკების მიხედვით არის შედგენილი. Bitcoin-ის ქსელში ერთი ბლოკის აღმოჩენას საშუალოდ 10 წუთი სჭირდება. ჰალვინგი ყოველ 210,000 ბლოკში ერთხელ ხდება. ბიტკოინის 2024 წლის ჰალვინგი ნომერზე 840,000 ბლოკზე იქნება. ეს დაახლოებით 2024 წლის გაზაფხულზე მოხდება. 
შემდეგი ჰალვინგი დაახლოებით 490 დღეში მოხდება. წყარო: Coingecko

შემდეგი ჰალვინგი დაახლოებით 490 დღეში მოხდება. წყარო: Coingecko

რას უნდა ველოდოთ ბიტკოინის 2024 წლის ჰალვინგისგან?

მიუხედავად იმისა, რომ ფასის პოტენციური ზრდა ინვესტორებისთვის, უდავოდ, კარგი ამბავია, კრიპტოსაზოგადოების ზოგიერთი წევრისთვის ეს სასიხარულო მოვლენა სულაც არ არის.

მაინერებისთვის ჰალვინგი ჯილდოს განახევრებას ნიშნავს. ASIC-ების მუშაობის მხარდაჭერის მაღალი ხარჯების გათვალისწინებით, მაინერები, რომლებიც პლუსში ვერ გადიან, იძულებულები იქნებიან, თავიანთი ფერმები დახურონ. ამან შეიძლება, ჰეშრეიტის ვარდნა და ქსელის შენელება გამოიწვიოს.

თუმცა, იმ შემთხვევაში, თუ BTC-ის ფასი გაიზრდება და მაინინგი კვლავ მომგებიანი გახდება, მაინერების უმეტესობა თავის ASIC-ებს კვლავ ჩართავს და ქსელის მხარდაჭერას გააგრძელებს.

რა მოხდება, როდესაც ყველა ბიტკოინი მოპოვებული იქნება?

საკმაოდ გავრცელებული მითი: მას შემდეგ, რაც 21-ვე მილიონი BTC იქნება მოპოვებული, მის მაინინგს არავინ დაიწყებს, რადგან ეს მომგებიანი არ იქნება.

ვინაიდან ჯილდო მოპოვებული ბლოკისთვის მუდმივად მცირდება, თეორიულად, ეს სიტუაცია შეიძლება, ყველა ბიტკოინის ემიტირებამდეც კი მოხდეს. გარკვეულ მომენტში მაინინგის ხარჯი ბლოკის გენერირებისთვის მიღებულ ჯილდოს გადააჭარბებს (თუ ბიტკოინის ფასი სირთულის ზრდის პროპორციულად არ გაიზრდება).

ამავდროულად, მაინერები ტრანზაქციისთვის საკომისიოს მიღებას კვლავ გააგრძელებენ და რაც უფრო მეტი ადამიანი გამოიყენებს Bitcoin-ის ბლოკჩეინს, მით უფრო მეტს გამოიმუშავებს საკომისიოებიდან.