Blend: Blur-ის და OpenSea-ს კონკურენცია სულ უფრო აქტიური ხდება

icon NFT
icon FOR
ფოტო - Blend: Blur-ის და OpenSea-ს კონკურენცია სულ უფრო აქტიური ხდება
NFT-ს გაყიდვების მარკეტპლეისმა Blur-მა კლიენტების მოსაზიდად უპრეცედენტო ნაბიჯი გადადგა. მოედანმა უვადო დაკრედიტების პროტოკოლი Blend აამოქმედა.
Blend არის  დაკრედიტების ახალი პროტოკოლი, რომელიც მომხმარებლებს საშუალებას აძლევს ისესხონ ETH  NFT-ს გირაოთი ან NFT Blur სავაჭრო მოედანზე იყიდონ ETH-ის სესხით. პროტოკოლი იყენებს Peer-to-peer უვადო სესხის სისტემას, ბლოკჩეინის გარეთ ფასების შეფარდებით და გადახდებით Ethereum ქსელის მეშვეობით. მარტივად რომ ვთქვათ, ეს არის დაკრედიტება პრინციპით „იყიდე ახლა, გადაიხადე მოგვიანებით“.

Blend-ის დამახასიათებელი ნიშანია მისი აუქციონის მექანიზმი, რომელიც კრედიტორებს საშუალებას აძლევს ნებისმიერ დროს თავიანთი სესხების დასაფარად ჰოლანდიური აუქციონი წამოიწყონ.

ჰოლანდიური აუქციონის სისტემა ითვალისწინებს, რომ ჯერ უბდა დასახელდეს მაქსიმალური გასაყიდი თანხა, რომელიც შემდეგ მცირდება, თუ ლოტზე მყიდველი არ გამოჩნდა.

აუქციონის დაწყების შემდეგ მსესხებელს აქვს 30 საათი სესხის დასაფარად, ან ლოტი უკან იგზავნება აუქციონზე. აუქციონი იწყება 0% წლიური პროცენტული შემოსავლით (APY), რაც ნიშნავს, რომ კრედიტორები არ იღებენ პროცენტს თავიანთ სახსრებზე და მსესხებელი არ იხდის პროცენტს სესხზე.

აუქციონის მსვლელობისას კრედიტორებმა შეიძლება შესთავაზონ უფრო მაღალი APY-ები, რათა მიიპყრონ მსესხებლის ყურადღება და სხვა კრედიტორებს აჯობონ. მაქსიმალური APY, რომელზეც კრედიტორებს შეუძლიათ ფსონის დადება არის 1000%. ეს ნიშნავს, რომ თუ გამსესხებელი გამოაცხადებს 1000%-იან წლიურ შემოსავალს, ის გვთავაზობს პროცენტის 10-ჯერ მეტის მიღებას ერთი წლის განმავლობაში.

საკმაოდ რთულად ჟღერს. მაგრამ შევეცადოთ შევხედოთ ამ მდგომარეობას გამსესხებლის და მსესხებლის თვალით.

რა სარგებელი და საფრთხე არსებობს მსესხებლისთვის?

  1. სესხები ავტომატურად „გრძელდება“. ანუ მათი სესხების ვადის გასვლის თარიღების თვალყურის დევნა აუცილებელი არ არის, რათა თავიდან აიცილონ ლიკვიდაცია.

  2. რეფინანსირების სწრაფად მიღების შესაძლებლობა. თუმცა, შეგიძლიათ იპოვოთ კრედიტორი, რომელიც  დაბალ საპროცენტო განაკვეთებს გთავაზობთ. მაგრამ ამ შემთხვევაში შესაძლებელია საპირისპირო სიტუაციაც, როდესაც რეფინანსირება უფრო მაღალი პროცენტით მოგიწევთ.

  3. თუ ახალ კრედიტორებს არ სურთ მონაწილეობა მიიღონ რეფინანსირებაში, მსესხებელი კარგავს თავის გირაოს NFT-ს სახით. თუ NFT უფრო ნაკლები ღირს, ვიდრე კრედიტის  დარჩენილი ნაწილი (და დარიცხული პროცენტები), მსესხებელი მოგებაში რჩება. თუ NFT უფრო მეტი ღირს, ის ზარალში რჩება.

რაშია ასეთი აუქციონის მიმზიდველობა კრედიტორებისთვის?

Blend პროტოკოლის მეშვეობით სესხების გაცემა კრედიტორებს მოქმედების ფართო  შესაძლაბლობას აძლევს. მათ შეუძლიათ გახსნან აუქციონი გამოქვეყნებულ გირაოზე, რათა საკუთრი ტანხები დააბრუნონ. და აქ არის მოვლენათა განვითარების შესაძლო ვარიანტები:

  1. მოვალე იხდის ძირს და პროცენტს, რათა არ დაკარგოს გირაო, რომელიც კრედიტზე მეტი ღირს.
  2. სხვა კრედიტორს შეუძლია სესხის რეფინანსირება და კრედიტორი მიიღებს მთელ ძირს და პროცენტს, რაც მას ეკუთვნის.
  3. აუქციონმა შესაძლოა ვაჭრობის სხვა მონაწილე ვერ მოძებნოს. ამ შემთხვევაში, კრედიტორი  გირაოზე საკუთრების უფლებას იღებს. გირაოს მიმდინარე ფასიდან გამომდინარე, ის მოგებას იღებს ან ზარალში რჩება.

შესაბამისდ, Blend აუქციონის მექანიზმი მსესხებლებისთვის და კრედიტორებისთვის როგორც შესაძლებლობებს, ასევე რისკებს ქმნის. პროტოკოლი  2023 წლის 1 მაისს ამოქმედდა და ჯერჯერობით მხარს უჭერს კრედიტებს მხოლოდ ოთხ NFT კოლექციაში (Azuki, Cryptopunks, Miladys და DeGods). Blur-ის პლატფორმაზე გაცემულმა დაუფარავმა კრედიტებმა 4 დღეში 9,6 მლნ აშშ დოლარს მიაღწია. 10 მაისის მდგომარეობით, გაცემული სესხების მოცულობა  35 მლნ აშშ დოლარს შეადგენდა. სტატიის წერის მომენტში სესხები მარკეტპლეისის დღიური სავაჭრო ბრუნვის 30-დან 40%-მდე შეადგენს.

მიიღოს თუ არა მონაწილეობა ასეთ ღონისძიებაში, თითოეული მომხმარებლის პირადი გადასაწყვეტია. მაგრამ მკაფიოდ უნდა გვესმოდეს, რომ აუქციონის ეს ფორმა კრედიტორებისთვის მაღალი რისკის ხარისხთან არის დაკავშირებული. ისინი ხომ არსებითად ფსონს დებენ უზრუნველყოფილი NFT-ის მომავალ ღირებულებაზე და მსესხებლის მიერ კრედიტის დაფარვის უნარზე. და მსესხებლები ძალიან ფრთხილად უნდა იყვნენ გირაოს სახით NFT-ების გამოყენებისას, რადგანაც ამ აქტივების ღირებულება არასტაბილური და არაპროგნოზირებადია.

თუ თქვენ ახალი ხართ NFT ვაჭრობაში და არ ხართ კარგად გათვითცნობიერებული მათი პოტენციური ღირებულების განსაზღვრაში, უმჯობესია Blend პროტოკოლში არსებულ აქტივობას გვერდიდან დააკვირდეთ. და აუცილებლად ყველაზე ცნობილი NFT კოლექციონერების აკაუნტების ხელმომწერები გახდით. იქ შეგიძლიათ მიიღოთ პრაქტიკული რჩევები ტოკენის წინასწარი შეფასების და მისი სავარაუდო ფასის შესახებ.