Sui-ის გადაწყვეტილებამ, რომლის მიხედვით, ადრეული ტესტერებისთვის განკუთვნილ რეტროდროპს ცენტრალიზებულ ბირჟებზე (კერძოდ OKX, Bybit და Kucoin) ტოკენის გაყიდვა ჩაანაცვლებდა, ამ პროექტის ბევრი თაყვანისმცემელი აღაშფოთა. მაგრამ, რაც არის, ეგ არის.
დეველოპერების ჯგუფმა გაყიდვები ორ ტიპად დაყო: General Sale (ტოკენის ფასი $0.1) და Recognition Sale (ტოკენის ფასი $0.03). მეორე ვარიანტი მხოლოდ თეთრ სიაში მყოფი მომხმარებლებისთვის არის ხელმისაწვდომი. ამისთვის საჭირო იყო Discord საზოგადოებაში 2023 წლის 1 თებერვლამდე გაწევრიანება, ასევე სპეციალური ფორმის შევსება.
გარდა ამისა, Sui-ში განაცხადეს, რომ ზოგიერთ ქვეყანას ლაუნჩპადში მონაწილეობა სანქციებისა და სხვა მიზეზების გამო ეკრძალებოდა. რაოდენ უცნაურიც არ უნდა იყოს, ამ სიაში მოხვდა უკრაინა, რაც Sui-ის საზოგადოების ჩატებში ნეგატივის მიზეზი გახდა. სისტემის გვერდის ავლა შეუძლებელი აღმოჩნდა, რადგან თითოეულ მონაწილეს პიროვნების სრულყოფილი ვერიფიკაცია (KYC) უნდა გაევლო.
თუმცა, უკრაინელებს მცირეოდენი იმედი მაინც მიეცათ. ამის შესახებ ოდნავ მოგვიანებით ვისაუბრებთ.
ახალი მნიშვნელოვანი ინფორმაცია
პირველ რიგში, ცნობილი გახდა ძირითადი ქსელის ამოქმედების შესახებ, რომელიც 3 მაისს შედგება. მეორეც, გამოჩნდა თეთრ სიაში შერჩევის დეტალებიც. ასევე გუნდმა დააანონსა Recognition Sale-ის გადავადება (ზუსტი თარიღი არ იყო მითითებული) და გამოეხმაურა უკრაინელების შეზღუდვასთან დაკავშირებულ ვითარებას.
შეტყობინება განყოფილებაში announcements წყარო: Discord Sui
Recognition Sale-ის მონაწილეთა შერჩევა
Recognition Sale-ზე წვდომის მიღების მსურველთა ყველა განაცხადს შორის გაიცხრილა ბოტები და ხელმეორე რეგისტრაციები. მონაწილეთა საერთო რაოდენობამ დაახლოებით 180 ათასი ადამიანი შეადგინა. თუმცა SUI ტოკენების სპეციალურ ფასად (0,03$) შეძენის შესაძლებლობა ყველას როდი ექნება. წვდომას მიიღებს მხოლოდ 96 ათასი იღბლიანი ადამიანი, რომლებსაც შემთხვევითობის პრინციპით სერვის Drand-ის მეშვეობით აირჩევენ (სავარაუდოდ, იმ დროს, როდესაც თქვენ ამას წაიკითხავთ, ისინი უკვე არჩეულები იქნებიან). გამოდის, რომ ჩვენი შანსი ~50%-ს უდრის. გამარჯვებულთა სია გადაეცემა ბირჟებს, ხოლო შერჩევის მეთოდოლოგია გამოქვეყნდება Discord-ში.
საინტერესოა, რომ SUI-ის გაყიდვა თეთრი სიის მიხედვით დროში შეზღუდული არ იქნება: თუ თავის ალოკაციას ყველა არ გამოიყენებს, მაშინ დანარჩენ მსურველებს ტოკენების შეძენის უფლებას სიის განახლების შემდეგ მისცემენ. 21 აპრილს თეთრი სიის მონაწილეებმა ელექტრონულ ფოსტაზე უნდა მიიღონ შეტყობინება, თუ რომელ ბირჟაზე შეძლებენ ისინი ტოკენების ყიდვას. დეველოპერები სიფრთხილისკენ მოგვიწოდებენ, ვინაიდან წერილების გაგზავნა თაღლითებსაც შეუძლიათ. წერილის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ეჭვის შემთხვევაში, რეკომენდებულია Discord-ში პროექტის #support განყოფილებასთან დაკავშირება.
უკრაინელებს სეილზე წვდომა მაინც ექნებათ?
როგორც ზემოთ ავღნიშნეთ, Sui-ს გუნდი ზოგიერთი ქვეყნის შეზღუდვასთან დაკავშირებულ ვითარებას გამოეხმაურა. ცხადია, საუბარია სწორედ უკრაინასა და მის ოკუპირებულ ტერიტორიებზე.
ჩვენ წავაწყდით გარკვეულ ოპერაციულ პრობლემებს, რომლებიც დაკავშირებულია სანქცირებული რეგიონების შემცველ გარკვეულ ქვეყნებთან, რომლებიც ამ სანქციების ქვეშ სრულად არ ექცევიან. ამ პრობლემების გადასაჭრელად შესაფერისი გზების მოსაძებნად შესაბამის ზომებს ვიღებთ. ამ პროცესის ფარგლებში, თეთრი სიის მონაწილეებთან მიმართებაში შეიძლება გადაიდგას დამატებითი ნაბიჯები. Sui-ის ფონდი ამ დამატებითი ნაბიჯების შესახებ ინფორმაციას მათი დამტკიცებისთანავე მოგაწვდით
ამიტომ, უკრაინელებს, სავარაუდოდ, ჯერ კიდევ მოუწევთ დამატებითი ინფორმაციის წარდგენა მათი საცხოვრებელი ადგილის შესახებ. დიდი ალბათობით, არ დაიშვებიან ყირიმისა და სხვა დროებით ოკუპირებული ტერიტორიების მაცხოვრებლები. მაგრამ ეს ჯერ მხოლოდ ვარაუდია.