Zilliqa-მ მთავარ ქსელში EVM-თავსებადობა დააანონსა

ფოტო - Zilliqa-მ მთავარ ქსელში EVM-თავსებადობა დააანონსა
Zilliqa-მ 25 აპრილიდან მთავარ ქსელში EVM-თავსებადობა დააანონსა. ეს შესაძლებელს გახდის Ethereum-ის სმარტ კონტრაქტების ამოქმედებას, Zilliqa-ს ეკოსისტემაში ZIL ტოკენების გადარიცხვას და ამისთვის პოპულარული საფულეების გამოყენებას, მაგალითად, MetaMask-ის მეშვეობით.
EVM არის Ethereum-ის ვირტუალური მანქანა, სადაც დეველოპერებს Solidity-ზე (Ethereum-ის პროგრამირების ენა) დაწერილი სმარტ კონტრაქტების განლაგება და ამოქმედება შეუძლიათ. 
ეს არის ყველა API-სთან EVM თავსებადობის სრული, დამთავრებული რეალიზაცია. dApps-ების უმეტესობას რაიმე სახის ადაპტაცია საერთოდ აღარ დასჭირდება. ჩვენი რეალიზაცია ბევრ სხვა მეორე დონის ბლოკჩეინებზე გაცილებით უკეთესია, რადგან ჩვენ გადავწყვიტეთ EVM-ი Zilliqa-ს ეკოსისტემისთვის ნატიური გაგვეხადა
, - © Zilliqa-ს განაწილებული სისტემების დაპროექტების განყოფილების ხელმძღვანელი, ვალერი ზამარაევი.
გუნდი მიიჩნევს, რომ ნატიური თავსებადობა, გამონაკლისების გარდა, სრულად რეალიზებულია და სამომავლოდ გეგმავს მის თანდათან გაფართოებას Scilla-სა (Ziliqa-ს პროგრამირების ენა) და Solidity-ს სტანდარტებს შორის. ამის წყალობით შესაძლებელი იქნება სმარტ კონტრაქტების შესრულების მონაცვლეობა, ან მხოლოდ ერთის გამოყენება, რომელიც ერთი ტრანზაქციის ფარგლებში ორ ბლოკჩეინთან ურთიერთქმედებას შეძლებს. ამრიგად,  ორ პლატფორმას შორის ნებისმიერი ტოკენის შეუფერხებლად გადატანა იქნება  შესაძლებელი.
ეს მიდგომა საჭიროა ისეთი რაღაცების რეალიზაციისთვის, როგორიცაა, მაგალითად ERC-20 to ZRC-2 proxies, რათა თქვენ თქვენი ZRC-2 ტოკენების დანახვა ისე შეგეძლოთ, თითქოს ეს ERC-20 ტოკენები იყოს. ჩვენი მიზანია, შევმატოთ ERC-20-თან თავსებადობა ყველა ZRC-2 ტოკენს პლატფორმაზე, არსებულებსაც კი
, - © Zilliqa-ს განაწილებული სისტემების დაპროექტების განყოფილების ხელმძღვანელი, ვალერი ზამარაევი.
თუ დეველოპერები შესაბამის სმარტ კონტრაქტებს განათავსებენ, მაშინ ეს Zilliqa-ს ტოკენებს სხვადასხვა DeFi პროტოკოლისთვის ხელმისაწვდომს გახდის.

Zilliqa-ს პროგრამირების ენა

მიუხედავად იმისა, რომ სმარტ კონტრაქტებისთვის განკუთვნილი ეს ენა ძალიან უსაფრთხოა, ადრე, დაბალი პოპულარობისა და ფართო მიმღებლობის არარსებობის გამო, დეველოპერები Scilla-ზე უარს ამბობდნენ. ამ განახლების წყალობით, ისინი შეძლებენ, თავიანთ მიდგომას გადახედონ და ორი ბლოკჩეინის უპირატესობით ისარგებლონ.
ეს ქმნის შესაძლებლობას, რომელსაც ცოტა ბლოკჩეინი თუ სთავაზობს - შეგიძლიათ, გამოიყენოთ საჭირო ინსტრუმენტი საჭირო სამუშაოსთვის. Solidity ხსნის წვდომას Defi სამყაროსა და ყველაფერზე უკვე არსებულ პროგრამულ უზრუნველყოფაში, ასევე Scilla-ს გამოყენება შესაძლებელია ნებისმიერი ახალი პროექტისთვის, სადაც უსაფრთხოება მთავარი პრიორიტეტია
, - © Zilliqa-ს განაწილებული სისტემების დაპროექტების განყოფილების ხელმძღვანელი, ვალერი ზამარაევი.
გუნდი სთხოვს დეველოპერებს, ჩაატარონ თავიანთი აპლიკაციების ხარისხიანი და გრძელვადიანი ტესტირება, რათა გამოასწორონ შეცდომების უმეტესი ნაწილი, სანამ ისინი მთავარ ქსელში ჩაეშვება. ამისთვის სატესტო ქსელში უკვე დიდი ხანია დანერგილია EVM-თავსებადობა და ახალი ფუნქციები, პირველ რიგში, იქ იქნება ხელმისაწვდომი.

Zilliqa-ს მომავალი

Zilliqa-ს ეკოსისტემა თავისი შესაძლებლობების გაფართოებას EVM-თავსებადობის ამოქმედების შემდეგ მიიღებს. ეს მასთან ურთიერთობას გაუადვილებს როგორც დეველოპერებს, ასევე მომხმარებლებს. Zilliqa-ს საფულეების ყველა განახლების განხორციელება არ დასჭირდება, რადგან ეს ავტომატურად მოხდება.

გუნდი შეძლებს მეტი ფოკუსირება მოახდინოს თვითრეალიზაციასა და კრიპტოინდუსტრიის სხვა პროექტებთან თანამშრომლობაზე. წელს Zilliqa გეგმავს მსხვილ განახლებებს, რომელთა მეშვეობით უნდა მოხდეს ქსელის მნიშვნელოვანი აჩქარება და მასშტაბირება, მაგრამ პირველ რიგში, დაგროვდეს კარგი სამომხმარებლო გამოცდილება ქსელის მეტი წევრის მოსაზიდად.