ვიტალიკ ბუტერინმა მონაწილეობა მიიღო კონფერენციაში Massari Mainnet 2022 და გამოთქვა თავისი მოსაზრებები Zcash-ისა და Dogecoin-ის, Proof-of-stake ალგორითმზე შესაძლო გადასვლის შესახებ, ასევე Ethereum-ის შემდგომი განვითარების გეგმებზე.
15 სექტემბრის მოვლენების შემდეგ, როდესაც Ethereum-მა წარმატებით გადაინაცვლა Proof-of-Work-დან Proof-of-Stake ქსელის ახალ პროტოკოლზე, კრიპტო ენთუზიასტთა უზარმაზარმა რაოდენობამ და იწყო ფიქრი, თუ რომელი პროექტები შეიცვლიან შემდეგ კონსენსუსის მოდელს.
Proof-of-Stake მოდელი ითვლება გაცილებით ნაკლებად ენერგოინტენსიურად ვიდრე Proof-of-Work, რაც, თავის მხრივ, გაცილებით ნაკლებ ზიანს აყენებს გარემოს. PoS კონსენსუსის შესახებ უფრო მეტის გაგებას ჩვენს სტატიაში შეძლებთ.
კონფერენცია Massari Mainnet 2022-ზე, Ethereum-ის შემქმნელმა ვიტალიკ ბუტერინმა გაიზიარა თავისი მოსაზრებები არსებული Proof-of-Stake ბლოკჩეინების შესახებ, და დასძინა, რომ მას Zcash-ისა და Dogecoin-ის კონსენსუსის ახალ მოდელზე სწრაფი გადასვლა სურს.
მე ვიტყოდი, რომ PoS-ის განვითარებასთან ერთად, ეს ალგორითმი ბაზარზე სულ უფრო მეტ აღიარებას ჰპოვებს. იმედი მაქვს, რომ Zcash და Dogecoin მალე გადავლენ PoS-ზეგანაცხადა ბუტერინმა.
ღონისძიებას ასევე ესწრებოდა Zcash-ის დამფუძნებელი ზუკო ვილკოქსი. გარდა ამისა, ეს არ იყო პირველი შემთხვევა, როდესაც ბუტერინი ზუკოსთან ერთად განიხილავდა Proof-of-Stake მოდელს და მათი პროექტების შესაძლო გადასვლას ამ კონსენსუსზე. ჯერ კიდევ 2018 წელს, ზუკო ვილკოქსმა უპასუხა, რომ სანამ Ethereum-ი არ იქნება ამ სფეროში პიონერი და ყველა შესაძლო შეცდომა არ იქნება გასაგები, Zcash Proof-of-Stake-ზე გადასვლის პროცესს არ დაიწყებს.
ველოდი Ethereum-ის გადასვლას Proof-of-Stake-ზე, რომ ვნახო თუ რა შეიძლება წარიმართოს არასწორად.ზუკოს ტვიტი.
ზუკომ ასევე გამოთქვა აღფრთოვანება შერწყმის შედეგებით (The Merge). როდესაც მან პირველად გაიგო ამ იდეის შესახებ, კონსენსუსის შეცვლის წარმატებაში დარწმუნებული არ იყო. მაგრამ მოგვიანებით, შერწყმის დასრულების შემდეგ, შედეგმა მის ყველა მოლოდინს გადააჭარბა. ზუკომ უთხრა ბუტერინსა და მის კოლეგებს, რომ მათ საკუთარი თავით, სიცოცხლის ბოლომდე უნდა იამაყონ.
ბუტერინმა ასევე განაცხადა, რომ ახლა, როდესაც მათი ბლოკჩეინი წარმატებით გადალახავს "The Merge"-ს, შემდეგი ეტაპი უკვე იქნება "The Surge", რომელიც შემდეგში რამდენიმე ეტაპად დაიშლება.
The Merge-ისგან განსხვავებით, The Surge-ი ბევრ მოვლენას მოიცავს. ეს ეტაპობრივად მოხდება.ამბობს ვიტალიკ ბუტერინი.
რაც შეეხება Dogecoin- ს, ამ წლის დასაწყისში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ვიტალიკი Dogecoin- ის გუნდთან მუშაობდა მათი პროექტის Proof-of-Work- დან Proof-of-Stake- ზე გადასვლის საკითხზე. თუმცა, გადასვლის ზუსტი თარიღი ჯერჯერობით უცნობია.
სხვა ბლოკჩეინებზე საუბრისას, ბუტერინმა გამოთქვა ეჭვი მათი წარმატებული გადასვლისა და კონსენსუსის შეცვლასთან დაკავშირებით. მისი აზრით, მხოლოდ რამდენიმე პროექტი შეძლებს ასეთი მნიშვნელოვანი ცვლილებების განხორციელებას.