Ethereum–ის გადასვლა PoS ალოგორითმზე: რა შეიცვლება?

ფოტო - Ethereum–ის გადასვლა  PoS ალოგორითმზე: რა შეიცვლება?
Ethereum-ის გადასვლა Proof-of-Stake (PoS) მოდელზე, Beacon Chain-ის, Merge–ისა და Shard Chains–ის მრავალეტაპიანი განახლებით, მთელი მსოფლიოს მასშტაბით ახალი ამბების ჰედლაინებში მოხვდა. და სწორი მიზეზებითაც. გარკვეული გარემოებებიდან გამომდინარე, გადასვლის მოლოდინი რამდენიმე წელი არსებობდა. თუ რა გარემოებებზეა საუბარი, ჩვენ ამ სტატიაში მოგიყვებით.

Proof-of-Work: დასკვნები

Proof-of-Work ან «გაწეული სამუშაოს მტკიცებულება» (PoW) — ეს არის კრიპტოგრაფიული მტკიცებულების ფორმა, რომლითაც ერთი მხარე სხვებს უმტკიცებს, რომ გამომთვლითი სიმძლავრის (ძალისხმევის)  გარკვეული ოდენობა იყო გახარჯული.  PoW–ში ეგრედ წოდებული „მაინერები“ ხსნიან რთულ ალგორითმებს და ამოწმებენ ბლოკებს. წლების განმავლობაში ალგორითმული ამოხსნის სირთულე გაიზარდა, რამაც ასევე ენერგოტევადობის ზრდა გამოიწვია, რაც სისტემას ფაქტობრივად  არამდგრადს ხდის.  

 ტოკენების უმეტესობა PoW სისტემაზე მუშაობს, მათ შორის ბიტკოინიც– ბლოკჩენისა და, პრინციპში, კრიპტოვალუტების ტექნოლოგიების ერთგვარი  „ფუძემდებელი“. თუმცა, ამ სისტემის პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ ის ძალიან ბევრ ენერგიას მოიხმარს. 

როგორც 2021 წელს New York Times იუწყებოდა, Bitcoin-ი ბევრ ქვეყანაზე უფრო ენერგოხარჯიანია, რაც, რბილად რომ ვთქვათ, არც ისე კარგია გარემოსთვის. სწორედ ამიტომ გამოიწვია მან უამრავი კრიტიკა, თუმცა კონტრარგუმენტებიც არც ისე ცოტაა.

Proof-of-Stake სისტემაზე გადასვლა

ამ პრობლემის მოსაგვარებლად შემოღებულ იქნა მონაცემთა უტყუარობის შემოწმების ალტერნატიული მეთოდი სახელწოდებით PoS.

 მიუხედავად იმის, რომ ეს მეთოდი PoW–ს  ჰგავს, ვინაიდან ისიც მოითხოვს ტრანზაქციების შემოწმებას, მაგრამ სხვაობა „ვალიდატორების“ არსებობაში მდგომარეობს – ადამიანების, რომლებიც კრიპროვალუტის გარკვეულ ოდენობას დებენ ქსელში, რათა შემდეგ ჯილდო მიიღონ. ეს ადამიანები ფაქტობრივად პასუხს აგებენ იმ ქსელში  ჩატარებული ტრანზაქციების შემოწმებაზე, რომლებშიც ისინი მონაწილეობენ. პლატფორმასთან შეერთების სტიმულად კი შესრულებული ამოცანებისთვის მიღებული ჯილდოებია.   

 «როდესაც ბლოკჩეინის მონაწილეები ადასტურებენ ტრანზაქციის კანონიერებას და ამატებენ მას ბლოკჩეინში, ჩვენ მიგვაჩნია, რომ მონაწილეებმა კონსენსუსს მიაღწიეს» — ხსნის მარიუს სმიტი, ციფრული აქტივების შენახვის პლატფორმის Finoa  ბიზნესის განვითარების განყოფილების ხელმძღვანელი.

 ეს კონცეპცია შეესაბამება დეცენტრალიზაციას, რომელიც საკვანძოა Ethereum–ის პროექტისთვის. სწორედ ამიტომ ETH–ის თანადამფუძნებელი ვიტალიკ ბუტერინი დაინტერესდა მისით.

და მაინც, რატომ გადავიდა Ethereum მასზე?

არსებობს სამი ძირითადი მიზეზი:

პირველ რიგში, PoS  ნამდვილად უფრო მდგრადია ენერგომოხმარების თვალსაზრისით, რაც გაცილებით უფრო უკეთესია გარემოსთვის.

მეორეც, Ethereum ცდილობს მასშტაბირების გაუმჯობესებას, ანუ წამში ტრანზაქციების რაოდენობას, რომელთა შესრულებაც მას შეუძლია. მრავალი წლის განმავლობაში  პერიოდულად ჩნდებოდა მასშტაბირების კითხვა და განახლებებისა და პროგრესის მიუხედავად,  Ethereum–ის ბლოკჩეინს კიდევ დიდი გზის გავლა მოუწევს, რათა სერიოზულ მასშტაბირებად პლატფორმად იქცეს.  

 და მესამე,  PoW სისტემისგან განსხვავებით,  PoS არ მოითხოვს მაინინგისთვის ძვირადღირებული აღჭურვილობის შეძენას, რაც ნიშნავს, რომ არ იქნება გიჟური გადასახადები ელექტროენერგიაზე, რაც უფრო ხელმისწვდომს ხდის მას ჩვეულებრივი ადამიანებისთვის.
 ამ გადასვლის პლიუსებსა და მინუსებზე მეტი რომ გაიგოთ, წაიკითხეთ ეს სტატია.

Ethereum ერთადერთი კრიპტოვალუტაა PoS ბაზაზე?

მოკლე პასუხი– არა. სხვა პროექტები, ისეთები როგორებიცაა  Solana и Cardano, ასევე  PoS–ზე არიან დაფუძნებული. ავად სახსენებელი  Terra, რომელიც მაისში სრულად ჩამოიშალა, მაგრამ ცოტა ხნის წინ აღდგა, ასევე  PoS–ზე იყო დაფუძნებული. კრიპტოვალუტის  Terra 2.0  ბლოკჩეინიც PoS კონსენსუსის ტიპიურ მექანიზმს იყენებს.

დარჩით ჩვენთან, ჩვენ მოგიყვებით Ethereum–ის განახლებაზე. მიიღეთ მეტი ინფორმაცია ამ თემაზე  ჩვენს წინა სტატიაში.