CSPR — არის Casper Network-ის ბლოკჩეინის საკუთარი ტოკენი. ის ვალიდატორების გასამრჯელოდ გამოიყენება და საბაზრო კაპიტალიზაციის მიხედვით CoinGecko-ს რეიტინგში 109-ე ადგილს იკავებს.
პროექტის მისია
Casper Network არის ღია კოდის მქონე ბლოკჩეინის ქსელი, რომელიც Proof-of-Stake-ის კონსენსუსის ალგორითმზე მუშაობს. მას საფუძვლად უდევს CBC (Correct-by-Construction) Casper სპეციფიკაცია.
Casper Network-ის სატესტო და ძირითადი ქსელის შემქმნელი არის Casper Labs-ის გუნდი. მასში შედიან გამოცდილი ექსპერტები წამყვანი Web2 და Web3 კომპანიებიდან:
Mrinal Manohar - გენერალური დირექტორი, Microsoft-ის, Bain და Bain Capital-ის ყოფილი თანამშრომელი, Ethereum-ის ადრეული ინვესტორი, $1 მილიარდიანი კაპიტალის ჰეჯ-ფონდის მმართველი;
Medha Parlikar - კომპანიის CTO, წარსულში - Adobe-ის, Omniture-ის, MP3.com-ის სპეციალისტი;
კლიფ სარკინი - კომპანიის COO, DNA.Fund-ის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი;
დანიელ მარფურტი - კომპანიის ფინანსური დირექტორი, ფინანსებისა და მენეჯმენტის სპეციალისტი ფინტექ-სფეროში და Status.im-ის ყოფილი მმართველი.
წყარო: medium.com
პროექტის თავისებურებები და უპირატესობები
Casper Network განკუთვნილია დეველოპერებისა და საწარმოებისთვის. ის მასშტაბირების ტრილემის უნივერსალურ გადაწყვეტას გვთავაზობს, ხოლო მომხმარებლებს უსაფრთხოებას, კარგ გამტარუნარიანობას და დეცენტრალიზაციას ჰპირდება.
ქსელის უნიკალურ თვისებებს შორის არის:
- განახლებადი სმარტ-კონტრაქტები. ქსელი ამარტივებს მოწყვლადობის აღმოფხვრასა და მიგრაციის პროცესებს;
- განსაზღვრულია ქსელის მოსაკრებლები. შემქმნელები უზრუნველყოფენ გაზის ფასების პროგნოზირებადობას და გამჭვირვალობას პოტენციური ვოლატილობის გარეშე;
- მოქნილი კონფიდენციალურობა;
- ქსელური მართვა;
- ოპტიმალური ენები დეველოპერებისთვის. ქსელი უზრუნველყოფს იმ სპეციალისტების მხარდაჭერას, რომლებიც იყენებენ WebAssembly-ს.
რა უნდა ვიცოდეთ CSPR ტოკენის შესახებ
დანიშნულება
Casper Network-ის საკუთარი ბლოკჩეინის ტოკენი 2021 წლის 31 მარტს ამოქმედდა.
თავდაპირველად, CSPR კრიპტოვალუტის გამოშვება განხორციელდა პირველადი საჯარო გაყიდვის (IPO) მეშვეობით CoinList პლატფორმაზე. მოგვიანებით, ტოკენი ხელმისაწვდომი გახდა პოპულარული კრიპტობირჟების მომხმარებლებისთვის.
CSPR გამოიყენება ვალიდატორების შრომის ასანაზღაურებლად Proof-of-Stake კონსენსუსის მექანიზმში მონაწილეობისთვის. ქსელის მომხმარებლებს ასევე შეუძლიათ გამოიყენონ ტოკენები ქსელის საკომისიოს გადასახდელად. კერძოდ, ტოკენების გადარიცხვის ღირებულებაა 0.1 CSPR-ია და მონეტების ოდენობა მინიმუმ 2.5 CSPR უნდა შეადგენდეს.
ემისია, განაწილება
გაშვებისას, ძირითად ქსელში 10 მილიარდი ტოკენი იყო მიმოქცევაში. წლიური ინფლაციის მაჩვენებელი 8%-ია.
წყარო: Reddit
ტოკენები ნაწილდება შემდეგნაირად:
- არაკომერციული ორგანიზაცია Casper Association - 12,6%;
- R1 ვალიდატორების კერძო გაყიდვა – 19,9%;
- R2 ვალიდატორების კერძო გაყიდვა – 10,5%;
- დეველოპერების წახალისება - 16%;
- Casper Labs Holding AG - 10%;
- გუნდი - 8%;
- მრჩეველები - 6%;
- საჯარო გაყიდვა CoinList-ის მეშვეობით – 17%.
აქტუალური სიტუაცია ბაზარზე
Coingecko.com-ის მონაცემების მიხედვით, სტატიის წერის მომენტისთვის მიმოქცევაში არის 10,834,851,061 Casper Network (CSPR). მონეტის სავაჭრო ფასია 0,036 დოლარი. აქტივის საბაზრო კაპიტალიზაციაა $399,923,717, ყოველდღიური ვაჭრობის მოცულობა $6,047,424.