Celsius–ს თაღლითური "პონცის სქემის" გამოყენებაში ადანაშაულებენ
ნუთუ Celsius მორიგი «პონცის სქემაა»? მოდით გავარკვიოთ.
Celsius კვლავ შარში გაეხვა. კომპანიას,რომელმაც გაკოტრების განაცხადი ჯერ კიდევ ივლისში გააკეთა, ახლა «პონცის სქემას» უწოდებენ.
შესაბამისი გამოძიება Celsius–ის გაკოტრების საქმეზე პასუხისმგებელი მოსამართლის მიერ 1 ნოემბერს იყო ინიცირებული. მას 9 სექტემბერს დანიშნული დამოუკიდებელი ექსპერტი და Celsius–ის კრედიტორთა ოფიციალური კომიტეტი აწარმოებენ.
ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც ზოგიერთმა მომხმარებელმა Celsius არსებული მომხმარებლებისთვის შემოსავლიანობის გადასახდელად და თანხების გასატანად ახალი მომხმარებლების აქტივების გამოყენებაში დაადანაშაულა. მსგავსი ქმედებები, დადასტურების შემთხვევაში, შეიძლება „პონცის სქემის“ განმარტებაში მოხვდეს.
აღსანიშნავია, რომ Celsius–ს წარსულშიც ადანაშაულებდნენ "პონცის სქემაში". DeFi–პროტოკოლმა KeyFi-მ მსგავსი ბრალდებები წაუყენა, როდესაც ივლისში Celsius–ის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა.
13 ივლისს, კომპანია Celsius–მა აშშ-ის კოდექსის მე-11 თავის მიხედვით შეიტანა განცხადება გაკოტრების შესახებ, და თავის გადაწყვეტილებას კრიპტოვალუტის ბაზრის ჩამოშლით ხსნიდა.
GNcrypto Celsius–ის ისტორიას დეტალურად აშუქებდა. ჯერ კიდევ სექტემბერში ვწერდით, რომ სასამართლომ მას ბიტკოინის მაინინგისა და გაყიდვის ნება დართო ვალების დასაფარად. პლატფორმას კრედიტორების 5 მილიარდი დოლარი მართებს.
ჩვენ ასევე ვწერდით კრიპტო საზოგადოების აღშფოთებაზე იმის გამო, რომ კომპანიამ განაგრძო ყოველკვირეული ჯილდოების გადახდა, მიუხედავად იმისა, რომ სახსრების გამოტანა შეჩერებული იყო.
ბოლო დროს Celsius ცუდი რეპუტაციით სარგებლობს. ჯერჯერობით უცნობია, გააგრძელებს თუ არა ეს პლატფორმა მომავალში რაიმე ფორმატში ფუნქციონირებას.