CertiK-მა Harvest Keeper-ი კრიპტოვალუტის ქურდობაში დაადანაშაულა

icon PEOPLE
icon JST
ფოტო - CertiK-მა Harvest Keeper-ი კრიპტოვალუტის ქურდობაში დაადანაშაულა
კომპანია CertiK-მა, რომელიც სმარტ კონტრაქტების უსაფრთხოებითაა დაკავებული, DeFi პროექტი Harvest Keeper დაადანაშაულა მომხმარებელთა დაახლოებით 1 მილიონი დოლარის ღირებულების კრიპტოვალუტის მოპარვაში Rug Pull - გავრცელებული დეცენტრალიზებული ფინანსური თაღლითობის მეშვეობით.
ყველაზე ხშირად, Rug Pull ხდება პროექტებში, სადაც  ერთდროულად რამდენიმე პოპულარული თემაა გაერთიანებული (მაგალითად, მაღალი მომგებიანობა, სავაჭრო ბოტები და AI).

Harvest Keeper ერთ-ერთი მათგანია. გუნდი აცხადებდა, რომ მათი სავაჭრო ბოტი მუშაობს ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით, ინვესტიციები დაზღვეულია, ყველა თანხა კი მომხმარებლის მიერ კონტროლდება. პროექტი თითოეულ მონაწილეს 4.81%-იან დღიურ შემოსავალსა და რეფერალური გამოწერიდან დამატებით მოგებას ჰპირდებოდა. 

CertiK-მა Harvest Keeper-ის ერთმნიშვნელოვანი თაღლითობის შესახებ განაცხადა. გუნდმა თანხები ვებგვერდის ამოქმედებიდან ერთი თვის შემდეგ მოიპარა.

პრივილეგირებული „getAmount“ ფუნქციის გამოყენებით, Harvest Keeper-ის დეველოპერებმა გაიტანეს $709 000 და გადარიცხეს თავის მისამართზე, ხოლო დარჩენილი $219 000 მოიპარეს BSC, Ethereum და Polygon-ის მეშვეობით „გაყინული ფიშინგის“ გამოყენებით (ნებართვა საფულეში, რომელიც გარე პირებს სხვა ადამიანების ტოკენების დახარჯვის საშუალებას აძლევს. 

CertiK-ის სპეციალისტებმა პროექტისთვის მინიჭებული ყველა ნებართვის გაწვევისა და მის ვებგვერდთან ურთიერთქმედების შეწყვეტისკენ მოუწოდეს. ამ დროისთვის Harvest Keeper აგრძელებს თავის საქმიანობას სოციალურ ქსელებში, თითქოს არაფერი მომხდარა. Twitter-ში კომენტარები გამორთულია და პოსტიც კი გამოჩნდა სმარტ კონტრაქტების განახლების შემდეგ  საპროცენტო გადახდების გაზრდის შესახებ. სამწუხაროდ, თანხის დაბრუნების ალბათობა თითქმის ნულს უტოლდება ისევე, როგორც ნებისმიერ თაღლითობაში.

ახლა ბაზარზე უამრავი თაღლითური AI-ტოკენი ჩნდება, რომელიც ChatGPT-ის პოპულარობასთან არის დაკავშირებული, მაგრამ, არ ღირს ბრმად მოგების ადვილი შესაძლებლობების დადევნება. თუკი თქვენ გაინტერესებთ ხელოვნური ინტელექტთან დაკავშირებული ტოკენები, მაშინ უნდა ჩაატაროთ საკუთარი ანალიზი და მხოლოდ ამის შემდეგ ჩადოთ ინვესტიცია ნაკლებად ცნობილ პროექტებში.