მარეგულირებელი ნორმების გამკაცრება განვითარების ხელს არ შეუშლის

ფოტო - მარეგულირებელი ნორმების გამკაცრება განვითარების ხელს არ შეუშლის
ტექნოლოგიური კომპანია Circle, რომელიც კრიპტოგადახდებზეა სპეციალიზებული, კვლავ ბირჟაზე გასვლას ცდილობს. და ეს უმსხვილესი მოთამაშის, Coinbase-ის წინააღმდეგ SEC-ის ბოლოდროინდელი სარჩელის მიუხედავად. სასამართლო დავების პერსპექტივა Circle-ს არ აშინებს.
ჯერ კიდევ 2021 წელს, Circle-ის წარმომადგენლებმა გამოაცხადეს გეგმების შესახებ გახდნენ საჯარო კომპანია ეგრეთ წოდებულ SPAC-თან შერწყმის გზით (კომპანია, რომელიც სპეციალურად შერწყმისთვის არის შექმნილი). მაგრამ მთავარმა აღმასრულებელმა დირექტორმა ჯერემი ალერმა 2022 წლის დეკემბერში თავის ტვიტერში ოდნავ განსხვავებული სცენარი აღწერა. მისი თქმით, Circle--მა აშშ-ის ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟების კომისიაში (SEC) სერტიფიცირების პროცესის გავლა დროზე ვერ მოასწრო. ამ წარუმატებლობის მიუხედავად, Circle საჯარო კომპანიად გადაქცევის მცდელობებს განაგრძობს.

ამ წლის დასაწყისში, Circle-ის წარმომადგენელმა კიდევ ერთხელ დაადასტურა თავისი განზრახვა უახლოეს მომავალში IPO-ს ჩატარების თაობაზე, თუმცა ზუსტი ვადები უცნობია.

გარდა ამისა, არის საკადრო ცვლილებებიც. Circle-ს ახლახან კორპორაციული იურისკონსულის ვაკანსია გაუჩნდა.
შერჩეულ პრეტენდენტს მოეთხოვება SEC-ში რეგისტრაციის პროცესს დახმარება გაუწიოს , რათა ბირჟაზე გასვლა შესაძლებელი გახდეს.
გარდა ამისა, მის მოვალეობებში შედის საჯარო კომპანიის კორპორაციული პოლიტიკის, პრაქტიკისა და რეგულაციების შემუშავების მხარდაჭერა.

ეს საკადრო სხვლა სხვა არაფერია, თუ არა Circle-ის მცდელობა, დამოუკიდებლად მოერგოს
მარეგულირებლის მოთხოვნებს საჯარო კომპანიების მიმართ საფონდო ბაზარზე გასვლის დროს.

GC
GN Crypto
ავტორი