Web3-პროექტები: კრიზისი ხელს არ უშლის?

ფოტო - Web3-პროექტები: კრიზისი ხელს არ უშლის?
Alchemy-მ წარადგინა 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიში Web3-პროექტების შესახებ, რომელიც ფინანსური კრიზისის და მაღალი ვოლატილურობის პირობებში ოპტიმისტურ შედეგებს აჩვენებს.
Alchemy არის კომპანია, რომელიც  197 ქვეყნის მილიონობით მომხმარებელს უზრუნველყოფს ინსტრუმენტებით სხვადასხვა ბლოკჩეინზე დეცენტრალიზებული აპლიკაციების შესაქმნელად. მან გააანალიზა ისეთი მნიშვნელოვანი ინდიკატორები, როგორიცაა ბიბლიოთეკების დაყენება და Ethereum-ზე სმარტ-კონტრაქტების გაშვება. ეს მიმართულებები Web3 დეველოპერებისთვის კვლავ ძირითადია. მათი რიცხვი მუდმივად იზრდება.
Web3-დეველოპერების რაოდენობა და  ETH-ის ფასი. წყარო: Alchemy-ის ოფიციალური ანგარიში

Web3-დეველოპერების რაოდენობა და ETH-ის ფასი. წყარო: Alchemy-ის ოფიციალური ანგარიში

Ethereum SDK ჯერ კიდე აქტუალურია?

მაღალი საკომისიო გადასახადების მიუხედავად, Ethereum აგრძელებს ლიდერობას დეცენტრალიზებული აპლიკაციების ბლოკჩეინებს შორის, ხოლო დეველოპერები მასიურად იყენებენ მის SDK-ს (ინსტრუმენტების ნაკრები ბლოკჩეინ-პროექტების შესაქმნელად). ყოველკვირეული ინსტალაციები სამ თვეში 8%-ით გაიზარდა, ხოლო 2022 წლის პირველ კვარტლის (Q1) ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 46%-ით.
Ethereum SDK ინსტალაციების რაოდენობა. წყარო: Alchemy-ის ოფიციალური ანგარიში.

Ethereum SDK ინსტალაციების რაოდენობა. წყარო: Alchemy-ის ოფიციალური ანგარიში.

Wallet SDK-ის ინსტალაციებმა ყველა რეკორდი მოხსნა

არანაკლებ მნიშვნელოვანია Wallet SDK, რომელიც გამოიყენება ნებისმიერ ბლოკჩეინ-აპლიკაციაში შესაბამისი საფულის მხარდაჭერის შესაქმნელად. ყოველკვირეული ინსტალაციების რაოდენობამ აჩვენა კვარტალური ზრდა 33%-ით (438,500 ჩამოტვირთვა) და 4-ჯერ მეტი ზრდა წელიწადში. სტატისტიკაში გათვალისწინებული იყო შემდეგი SDK-ები: Coinbase, Rainbow, Web3 Onboard, Web3 Modal. MetaMask-ის, როგორც ყველაზე პოპულარული საფულის მონაცემები, ცალკე განიხილებოდა, SDK-სთან ურთიერთქმედება კვარტალში 325%-ით გაიზარდა და მარტში პიკს მიაღწია (6,309 ინსტალაცია).
Wallet SDK-ს ინსტალაციების რაოდენობა. წყარო: Alchemy-ის ოფიციალური საიტი.

Wallet SDK-ს ინსტალაციების რაოდენობა. წყარო: Alchemy-ის ოფიციალური საიტი.

Ethereum-ის სატესტო ქსელები: Goerli თუ Sepolia?

თუ Wallet SDK გვანიშნებს იმ აპლიკაციების რაოდენობის ზრდაზე, რომლებიც   პოპულარული საფულეების მხარდაჭერის დამატებას ცდილობენ, მაშინ ტესტ-ქსელები - პროექტის განვითარების შემდეგი ეტაპია. მიუხედავად იმისა, რომ Goerli-მ 2022 წლის პირველი კვარტლის შემდეგ ამოქმედებული სმარტ-კონტრაქტების 577%-იანი ზრდა აჩვენა, გასული კვარტლის განმავლობაში ის მნიშვნელოვნად, (46%-ით) შემცირდა.

დაცემის მთავარი მიზეზი მომხმარებელთა რაოდენობის ზრდა და, შედეგად, სატესტო ETH-ის არასაკმარისი რაოდენობა და მისი ფასის ზრდაა. ამ ყველაფერმა განაპირობა ის, რომ ბევრმა პროექტმა დაიწყო გადასვლა Sepolia-ზე, სადაც ტოკენებს აქვთ შეუზღუდავი მიწოდება. თუმცა, მსხვილი მოთამაშეები ჯერჯერობით Goerli-ის გამოყენებას განაგრძობენ.
Goerli ონკანის ვიზიტორების რაოდენობა და Goerli ETH-ის ფასი. წყარო: Alchemy-ის ოფიციალური ანგარიში.

Goerli ონკანის ვიზიტორების რაოდენობა და Goerli ETH-ის ფასი. წყარო: Alchemy-ის ოფიციალური ანგარიში.

Ethereum-ის ძირითადი ქსელი: საქმე არც ისე ცუდადაა, როგორც ჩანს

ყველა შეცდომისა და ხარვეზის გამოსწორების შემდეგ, დეველოპერები ათავსებენ სმარტ-კონტრაქტს მთავარ ქსელში შემდგომი აუდიტით. ეს მაჩვენებელი კვარტალში თითქმის Goerli-ის იდენტურად დაეცა (53%-ით), წლიურ დინამიკაში კი 48%-ით გაიზარდა. მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ სტატისტიკა ხშირად გროვდება Cointool Xen Batcher აკაუნტის ხარჯზე, რომელიც სმარტ-კონტრაქტს მასთან ყოველი ურთიერთქმედებისას ქმნის. თუ მას გამოთვლებიდან ამოვიღებთ, მაშინ ვარდნა მხოლოდ 19%-ს შეადგენს.
Ethereum-ის ძირითად ქსელში განთავსებული სმარტ-კონტრაქტების რაოდენობა. წყარო: Alchemy -ის ოფიციალური ანგარიში.

Ethereum-ის ძირითად ქსელში განთავსებული სმარტ-კონტრაქტების რაოდენობა. წყარო: Alchemy -ის ოფიციალური ანგარიში.

L2-გადაწყვეტილებები დომინირებს

მათ შორის წამყვანებმა (Arbitrum, Optimism, Polygon) განთავსებული სმარტ-კონტრაქტების 160%-იანი წლიური ზრდა აჩვენეს, მაგრამ  30%-იანი დაცემა 2022 წლის მეოთხე კვარტალთან შედარებით. მიუხედავად ამისა, დაბალი საკომისიო გადასახადი და სწრაფი ტრანზაქციები მიმზიდველი რჩება როგორც დეველოპერებისთვის, ასევე მომხმარებლებისთვის. იმის მიუხედავად, რომ მათ შორის ბევრი რეტროდროპზე მონადირეა, ხალხს მასიურად გადააქვს ტოკენები ხიდების მეშვეობით მეორე დონეზე, და ახალ რეკორდებს ამყარებენ (635,000 საფულე). ეს 44%-ით მეტია წინა კვარტალთან შედარებით და 518%-ით მეტი წელიწადზე გადათვლით. ამიტომ, ახალი აპლიკაციების გაშვების ლოკალური  შემცირების მიუხედავად, ეს მიმართულება კვლავ ძალიან პოპულარულია.

პროექტები Alchemy-ზე

Alchemy-ზე მუშაობისას პროექტის შემქმნელები  სხვადასხვა დამატებით ბლოკჩეინს იყენებენ, მაგრამ მათ შორის შეიძლება გამოიყოს Arbitrum და Optimism, რადგანაც ისინი სხვა გადაწყვეტილებებთან შედარებით მნიშვნელოვნად გაიზარდა. წლის განმავლობაში Arbitrum აქტიური გუნდები 2779%-ით, ხოლო Optimism-ის 1499%-ით გაიზარდა. ციფრები არ იტყუება: L2 პროექტები ახალი დეველოპერების მოზიდვას განაგრძობენ, რაც მეორე დონის ეკოსისტემის შექმნის  დადებით ტრენდს აყალიბებს.   

დასკვნა

საერთო ჯამში Alchemy Web3-ის ბაზარს პოზიტიურად უყურებს და განაგრძობს ინვესტირებას DeFi-ის განვითარებასა და დამატებითი ინსტრუმენტების შექმნაში. ასევე აღნიშნავს, რომ ნებისმიერ სექტორს  გარკვეული პოტენციალი გააჩნია. მიუხედავად იმისა, რომ ანგარიში არ ითვალისწინებს ინფორმაციას სხვა ბლოკჩეინების შესახებ (BNB Chain, Tron, Avalanche და ა.შ.), მონაცემები Ethereum-ის და მისი ზოგიერთი L2 გადაწყვეტილებს შესახებ საშუალებას გვაძლევს შევაფასოთ გრძელვადიანი ტენდენცია Web3-ის შემუშავების სფეროში. ის პოზიტიური და გლობალურად მდგრადია, თუმცა ხანდახან ლოკალურ ვარდნას განიცდის.