Coinbase-ის CEO აშშ-ის ბაზართან დამშვიდობებას არ ჩქარობს
ცოტა ხნის წინ, კვარტალურ კონფერენციაზე, Coinbase-ის CEO-მ, ბრაიან არმსტრონგმა სცადა მკაფიოდ განემარტა, რომ ბუნდოვანი მარეგულირებელი ლანდშაფტის მიუხედავად, კრიპტობირჟა აშშ-ის ბაზრის მიმართ აბსოლუტურად ერთგულია.
არმსტრონგი იმედოვნებს, რომ კონგრესი მალე მიიღებს მკაფიო კრიპტონორმებს, ვინაიდან ძლიერი ორპარტიული მხარდაჭერა ამ სფეროში ახალ ტენდენციად იქცა.
"ნება მომეცით, ვიყო გულწრფელი: ჩვენ აშშ-ის ერთგულები 100%-ით ვართ. მე დავაარსე ეს კომპანია შეერთებულ შტატებში, რადგან აქ კანონის უზენაესობა დავინახე. ეს ძალიან მნიშვნელოვანია და მე ნამდვილად ვიმედოვნებ, რომ აშშ ყველაფერს სწორად გააკეთებს“, - განუცხადა არმსტრონგმა ინვესტორებს.
თუმცა, ის შეშფოთებულია SEC-ის არაპროგნოზირებადი ქმედებებით - მარტში Coinbase-მა კომისიისგან ოფიციალური გაფრთხილება მიიღო.
ვინ იტყვის უარს მძაფრ შეგრძნებებზე?
მაგრამ არმსტრონგ სჯერა, რომ დაბრკოლებების მიუხედავად, აშშ-ის კრიპტობაზარს აქვს მომავალი.
”როდესაც მე კოლუმბიის ოლქს ვსტუმრობ, ვხედავ ძლიერ ორპარტიულ მხარდაჭერას, ამიტომ დროა, კონგრესმა შეიმუშაოს ახალი კანონმდებლობა და დანერგოს მკაფიო წესები აშშ-ში. მიმაჩნია, რომ ყველაფრის სწორად გაკეთება ამერიკისთვის ძალიან მნიშვნელოვანია“, - დასძინა არმსტრონგმა.
მიუხედავად ოპტიმიზმისა, SEC-ს მხრიდან სიცხადის ნაკლებობა შემაშფოთებელია. არმსტრონგმა განაცხადა: ”კომისიასთან ჩვენი მუდმივი თანამშრომლობის მიუხედავად, მათ ვერ შეძლეს, მკაფიოდ აეხსნათ ჩვენთვის, კონკრეტულად რას უწუნებენ Coinbase-ს, ამიტომ სჯობს თავი შევიკავო ზედმეტი ვარაუდებისგან".
ამავდროულად, არმსტრონგის რწმენა აშშ-ის ბაზრის მიმართ ურყევი რჩება.