ქვეყნები,სადაც კრიპტო უკვე მუშაობს

ფოტო - ქვეყნები,სადაც კრიპტო უკვე მუშაობს
დრო, როდესაც კრიპტოვალუტები განიხილებოდა ნიშურ ტექნოლოგიად და საზოგადოების მიერ არასერიოზულად იყო მიჩნეული, უკვე წარსულშია. დღეს ციფრული ვალუტები უკვე მტკიცედ არის გამაგრებული ბევრ ქვეყანაში, როგორც რეალური ინსტრუმენტი..
კრიპტოვალუტები წარმოუდგენლად პოპულარულია მთელ მსოფლიოში. მაგრამ ზოგიერთი მთავრობა განსაკუთრებით კეთილგანწყობილია  მზარდი დარგის მიმართ  და მათი დანერგვის ხელშემწყობ  კანონებს იღებს. განვიხილოთ ამ მიმართულებით საკვანძო  ლიდერები.

სალვადორი

ქვეყანა, რომელმაც პირველმა მიიღო BTC  გადახდის ლეგიტიმურ საშუალებად. სალვადორი დაკავებულია ციფრული ეკონომიკის ტრანსფორმაციით,  კრიპტოვალუტის უცხოელი ბიზნესმენებისა  და ინვესტორების მოზიდვით, რომლებსაც  შეუძლიათ  ციფრულ ვალუტაში შემოსავალზე გადასახადები არ გადაიხადონ. ამიტომ სახელმწიფო თავშესაფარია იმ ადამიანებისთვის, ვისაც ფულის დაზოგვა სურს.

სალვადორის პრეზიდენტი ნაიბ ბუკელე თავის ქვეყანას კრიპტოვალუტის სფეროში ყოველმხრივ პოპულარიზაციას უწევს. ცოტა ხნის წინ მან განაცხადა, რომ  დღეში ერთ ბიტკოინს შეიძენს, მიუხედავად მისი ღირებულებისა. სახელმწიფოში კრიპტოვალუტას 4 მილიონზე მეტი ადამიანი ფლობს, ეს არის მოსახლეობის 60%!
ბიტკოინი და სალვადორის დროშა. წყარო — Minfin.ua

ბიტკოინი და სალვადორის დროშა. წყარო — Minfin.ua

შვეიცარია

შვეიცარიული ბანკები ერთ–ერთი  პირველები იყვნენ, ვინც დაიწყო  ბიზნეს–ანგარიშების შეთავაზება  კრიპტო ფირმებისთვის.  დღეს ამ ქვეყანაში კრიპტოვალუტები აქტივებად ითვლება, ზოგან  ბიტკოინით  ლეგალურად გადახდაც შეიძლება.

ამ სახელმწიფოს მთავრობამ გადადგა ნაბიჯი კრიპტოვალუტის ბირჟების რეგულირებისკენ, რომლებიც  შვეიცარიაში ლეგალურია (ფინანსური ბაზრების ფედერალური სამეთვალყურეო ორგანოს (FINMA) შესაბამისი ლიცენზიით). თუმცა, კრიპტოვალუტის შემოსავალი  შვეიცარიაში იბეგრება.

ქვეყანაში არის კრიპტოველი — მასშტაბური მსოფლიო ბლოკჩეინ–ცენტრი ქალაქ ცუგში. 2021 წლის მდგომარეობით, იქ  კრიპტოვალუტის 50 მსხვილი კომპანია ირიცხებოდა, რომელთა ჯამური ღირებულება   611,8 მილიარდ დოლარადაა შეფასებული.
შვეიცარიის მთიდან ბიტკოინი იყურება. წყარო — Kraken

შვეიცარიის მთიდან ბიტკოინი იყურება. წყარო — Kraken

ჰონგ–კონგი

მიუხედავად იმისა, რომ ჰონგ–კონგი არის ჩინეთის სპეციალური ადმინისტრაციული რეგიონი და არა ცალკეული ქვეყანა, კრიპტოვალუტის ინდუსტრიის განვითარებისთვის აქ უფრო მეგობრული პირობები შეიქმნა, ვიდრე ჩინეთში. ადგილობრივი ხელისუფლება მხარს უჭერს ციფრულ ვალუტებს, რეგიონი სავსეა კრიპტო სტარტაპებით, მეგაპოლისის ქუჩებში უამრავი  ბიტკოინის ბანკომატია, საგადასახადო სისტემა კი სამართლიანია კრიპტოვალუტის სექტორთან მიმართებაში.

Forex Suggest–ის  კვლევის მიხედვით, ჰონგ–კონგის კრიპტოგრაფიის  ფართოდ დანერგვისთვის  მზადყოფნის მაჩვენებელი  არის 8.8. ასევე, კრიპტოვალუტების მიღებას ამ ქვეყანაში მოწმობს ცენტრალური ბანკის კომპლექსური  ციფრული ვალუტის პროტოტიპის გამოჩენა.

2023 წელს  ჰონგ–კონგი უმასპინძლებს  Web3 Summit–ს,  რომელიც განკუთვნილია ინვესტორებისთვის, მეწარმეებისთვის, სტარტაპებისთვის, NFT–მხატვრებისთვის და კრიპტოგრაფიის სხვა მომხრეებისთვის. 
კრიპტოვალუტის ბანკომატები ჰონგ–კონგში. წყარო — Thestandard

კრიპტოვალუტის ბანკომატები ჰონგ–კონგში. წყარო — Thestandard

სინგაპური

სინგაპური მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი ფინანსური ცენტრია, რომელიც მხარს უჭერს კრიპტოვალუტების დანერგვას და ქმნის ამისთვის შესაბამის პირობებს.

ქვეყნის მთავრობა, ფულად–საკრედიტო სამმართველოსთან  (MAS) ერთად, დაკავებულია ეკონომიკის ტოკენიზაციისა და მოქალაქეების კრიპტოვალუტაში ინვესტირების საფუძვლების შესწავლით. სინგაპური არეგულირებს კრიპტოვალუტის ინდუსტრიას, რაც უზრუნველყოფს ინვესტორების ინტერესების დაცვას.

შტატში არ არსებობს კაპიტალის მოგების გადასახადი, ამიტომ აქ ხალხი არ იხდის მოსაკრებელს კრიპტოვალუტით ვაჭრობიდან მიღებული მოგებისთვის. გარდა ამისა, ციფრული აქტივებით გარიგებები აქ ბარტერად ითვლება და არ ექვემდებარება საკომისიოს. თუმცა, ქვეყანას აქვს საშემოსავლო გადასახადი იმ რეზიდენტებისთვის, რომლებიც ფულს კრიპტოვალუტაში გამოიმუშავებენ.
კრიპტოვალუტის ბანკომატები სინგაპურში. წყარო — Reuters

კრიპტოვალუტის ბანკომატები სინგაპურში. წყარო — Reuters

უკრაინა

2021 წელს უკრაინა მე-4 ადგილზე იყო ერთ სულ მოსახლეზე. 2022 წლის მარტში უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერა კანონს „ვირტუალური აქტივების შესახებ“, რომელმაც ისინი ლეგალური და რეგულირებადი გახადა. ნაწილობრივ, გადაწყვეტილება  რუსეთის სამხედრო აგრესიის ფონზე იქნა მიღებული, რათა სახელმწიფოს ეკონომიკური აქტივობა ყოველმხრივ წახალისებულიყო.

ამის შემდეგ უკრაინა  ევროპის ბლოკჩეინ–პარტნიორობას შეუერთდა, რომელიც ევროკავშირის 27 წევრი სახელმწიფოსგან შედგება. ქვეყნის მთავრობა დაინტერესებულია ბლოკჩეინზე დაფუძნებული ტრანსსასაზღვრო სერვისების ტესტირებით.

უკრაინაში ასევე არის ასოციაცია Blockchain4Ukraine, რომელიც უკრაინელი დეპუტატების ჯგუფისგან შედგება, რომლებიც კრიპტოვალუტების პოპულარიზაციას ეწევიან, და ორგანიზაცია „უკრაინის ვირტუალური აქტივები“ (VAU). 2022 წლის ნოემბერში მათ Web3-ის მიმართულებით  ერთობლივი საგზაო რუკა გამოაქვეყნეს. დოკუმენტში არის პუნქტი, რომელიც აღწერს ბლოკჩეინის დანერგვის შესაძლებლობებს ჯანდაცვასა და განათლებაში.

Merchant Machine-ის კვლევის მიხედვით, 2022 წელს უკრაინა დიდ ბრიტანეთთან და აშშ-თან ერთად კრიპტოვალუტების გამოყენების ლიდერთა სამეულში შევიდა.
Web3–ის დანერგვის საგზაო რუკის ილუსტრაცია. წყარო — Blockchain4Ukraine

Web3–ის დანერგვის საგზაო რუკის ილუსტრაცია. წყარო — Blockchain4Ukraine

სლოვენია

კრიპტოვალუტის ნავსაყუდელი, სადაც  კრიპტო ვაჭრობა არ იბეგრება და სადაც ასევე არ არის მაინინგზე დღგ. ვინაიდან სლოვენიის ხელისუფლება საჯაროდ უჭერს მხარს სახელმწიფო პროცესებში ბლოკჩეინის დანერგვას, ციფრულ ვალუტების მიმართ ქვეყანა შეიძლება ჩაითვალოს  ერთ-ერთ ყველაზე მეგობრულად განწყობილ  ქვეყანად ევროპაში.

კრიპტოვალუტის სტარტაპები საკმაოდ პოპულარული ფენომენია ამ ქვეყანაში. ერთ სულ მოსახლეზე ბლოკჩეინ–პროექტების საბაზრო კაპიტალიზაცია ერთ-ერთი ყველაზე მაღალია. სლოვენიის დედაქალაქში ასობით ვაჭარია, რომლებიც  გადახდებს კრიპტოვალუტაში იღებს. ასევე ლუბლიანაში არის BTC City, ევროპაში ყველაზე დიდი სავაჭრო და გასართობი ცენტრი, სადაც ანგარიშსწორება ციფრულ ვალუტებში  ხდება.

 2018 წელს სლოვენიის ქალაქ კრანში ბიტკოინს მსოფლიოში პირველი ძეგლი დაუდგეს.  
ბიტკოინის ძეგლი სლოვენიაში. წყარო — Andrej Trcek.

ბიტკოინის ძეგლი სლოვენიაში. წყარო — Andrej Trcek.

საქართველო

ქვეყანაში კრიპტოვაჭრობის საკანონმდებლო  შეზღუდვები  არ არსებობს. ციფრულ აქტივებთან დაკავშირებული საქმიანობა არ საჭიროებს ლიცენზიას. საქართველოს  რეზიდენტებს არ მოეთხოვებათ კრიპტო ვაჭრობიდან მიღებული მოგებიდან  საშემოსავლო გადასახადის   გადახდა.  ციფრული აქტივების სხვა ვალუტაზე გადაცვლაზე დღგ არ ირიცხება.

2018 წელს საქართველო კრიპტოვალუტის მაინინგში ჩინეთის შემდეგ მეორე ადგილს იკავებდა: ნაყოფიერი ალაზნის ველი მეღვინეობის ცენტრიდან  კრიპტოვალუტის მაინინგისთვის  მონაცემთა დამუშავების რეგიონად გადაიქცა. 2022 წლის მდგომარეობით, მაინინგის მსხვილი დატა–ცენტრები განლაგებულია ბათუმთან, სვანეთში, თბილისთან ახლოს.

2022 წელს საქართველოს მთავრობამ განაცხადა, რომ სურს  კრიპტოვალუტის სივრცეში ფულის გათეთრების წინააღმდეგ საბრძოლველად ევროპული სტანდარტები დანერგოს. გარდა ამისა, ევროპის ერთ-ერთი უმსხვილესი ბირჟა WhiteBIT  ამ ქვეყანაში თავისი საქმიანობის დაწყებას გეგმავს. 
საქართველოში ამერიკული კომპანიის Bitfury–ის კრიპტოვალუტის მომპოვებელი სადგური. წყარო — ენდრიუ ნორტი.

საქართველოში ამერიკული კომპანიის Bitfury–ის კრიპტოვალუტის მომპოვებელი სადგური. წყარო — ენდრიუ ნორტი.

დიდი ბრიტანეთი

ევროპის წამყვანი კრიპტოცენტრის ტიტულისთვის დიდი ბრიტანეთიც იბრძვის. ქვეყანაში  აქტიურად არიან დაკავებულნი  ბლოკჩეინისა და კრიპტოვალუტებისთვის ნორმატიულ–სამართლებრივი ბაზის დანერგვით, ამიტომ ბრიტანული ბირჟა CoinFLEX გახდა პირველი რეგულირებადი სავაჭრო პლატფორმა კრიპტოვალუტის შესაქმნელი ინსტრუმენტებისთვის.  ამავდროულად, ინგლისის ბანკი მხარს უჭერს  ვირტუალური აქტივების სექტორის მკაცრ რეგულირებას. 

დიდი ბრიტანეთი  პირველი ქვეყანაა, სადაც შესაძლებელია ბუკინგემის უნივერსიტეტში ბლოკჩეინ–ტექნოლოგიების მიმართულებით ხარისხის მიღება. ასევე, ახალი პრემიერ– მინისტრი რიში სუნაკი ცნობილია ქვეყნის უდიდეს კრიპტო–ჰაბად  გადაქცევის გეგმებით

გერმანია

გერმანიის კანონმდებლობით, ადამიანები არ იხდიან გადასახადს კრიპტოვალუტებიდან შემოსავალზე, რომელთა  შენაცვაც ერთ წელზე მეტი ხნის განმავლობაში ხდებოდა. ციფრული აქტივები რეგულირდება ფედერალური ფინანსური ზედამხედველობის ორგანოს (BaFin) მიერ. ვირტუალური ვალუტებისთვის  წესები იგივეა, რაც კლასიკური საბანკო ოპერაციებისთვის. გარდა ამისა, გერმანია მკაცრად იცავს  ფულის გათეთრების საწინააღმდეგო პოლიტიკას, რაც მას ერთ-ერთ ყველაზე უსაფრთხო რეზიდენციად აქცევს კრიპტოვაჭრობისთვის.

ამ ქვეყნების გარდა, არსებობს მრავალი სხვა სახელმწიფოც, რომლებიც გავლენას ახდენენ კრიპტოვალუტის სექტორის განვითარებაზე. მაგალითად, აშშ, კანადა, პორტუგალია, ლუქსემბურგი, ესტონეთი, ნიდერლანდები. დღესდღეობით პრაქტიკულად არ დარჩა ისეთი ქვეყნები, რომლებიც კრიპტოვალუტების მიმართულებით არ მოძრაობენ.  ტექნოლოგიების მნიშვნელობას  სულ უფრო მეტი სახელისუფლებო ორგანო აცნობიერებს, თუმცა ციფრული აქტივების დანერგვის მოწინააღმდეგეებიც  ჯერ კიდევ საკმარისად არიან.