სასამართლომ დო კვონის თანაშემწის დაკავების ორდერი უარო

ფოტო - სასამართლომ დო კვონის თანაშემწის დაკავების ორდერი უარო
სეულის სასამართლომ არ გაიზიარა Terraform Labs-ის ხელმძღვანელის, დო კვონის თანაშემწის დაკავების ორდერი. მოსამართლე ჰონგ ჯინ-პიოს თქმით, ეჭვმიტანილი ბ-ნ იოს დაკითხვისას, თავისუფლების აღკვეთის მიზეზი ვერ მოიძებნა. უფრო მეტიც, სასამართლო მის წინააღმდეგ წაყენებულ ზოგიერთ ბრალდებას საკამათოდ მიიჩნევს.
სამხრეთ კორეის პროკურატურის იმედის მიუხედავად, 6 ოქტომბერს სეულის სასამართლოს სხდომა დო კვონის თანაშმწის დაპატიმრების ორდერის უარყოფით დასრულდა. ფინანსური და ფასიანი ქაღალდების დანაშაულის განყოფილებამ ბ-ნი იუ დაადანაშაულა კაპიტალის ბაზრის კანონის დარღვევაში, თაღლითობასა და ნდობის ბოროტად გამოყენებაში.

სამხრეთ კორეის პროკურატურის ვერსიით, Terraform Labs-ის ერთ-ერთი მთავარი თანამშრომელი აქტიურად მუშაობდა ისეთ მიმართულებით, როგორიცაა ბაზრის ხელოვნური ფორმირება. ის ფასების ხელოვნურად გასაბერად სპეციალიზებულ პროგრამა-ბოტებს იყენებდა, ინვესტორების მაღალი აქტივობისა და დიდი რაოდენობის ტრანზაქციის იმიტირებისთვის.

განაჩენის გამოტანისას, სეულის სასამართლომ გაითვალისწინა იუ-ს მიერ პროგრამის მენეჯმენტის დადასტურება და მისი ნებაყოფლობითი დაბრუნება კორეაში დაპატიმრების ორდერის გაცემის შემდეგ. ასევე, საქმის შედეგზე გავლენა იქონია იმან, რომ ბრალდებულს აქვს  მუდმივი საცხოვრებელი ადგილი, ოჯახი და ქვეყნიდან გასვლის ოფიციალური აკრძალვა.

დო კვონის თანაშემწისადმი სხვა ბრალდებებთან დაკავშირებით პროკურორსა და მოსამართლეს შორის უთანხმოება იყო. ისინი ეხება არა მხოლოდ იუ-ს, როგორც Terraform Labs-ის აღმასრულებელი დირექტორის თანამონაწილის პასუხისმგებლობის ხარისხს, არამედ LUNA ტოკენის მახასიათებლებს:

„როგორც ჩანს, ადგილი აქვს სამართლებრივ დავას იმის თაობაზე, არის თუ არა მონეტა LUNA საინვესტიციო კონტრაქტის გარანტია კაპიტალის ბაზრის აქტის მიხედვით“.

სასამართლო სხდომის შეჯამებისას, მოსამართლე ჰუნმა ყურადღება გაამახვილა დანაშაულის სიმძიმეზე, რამაც სერიოზული ზიანი მიაყენა მრავალ ინვესტორს. თუმცა, მან დაამატა, რომ "ზოგიერთი ბრალდება დაზუსტებულია".

პროკურატურა გეგმავს ბ-ნი იუ-ს დაკავების ორდერისთვის სასამართლოს  ხელახლა მიმართოს, მას შემდეგ რაც დეტალურად განიხილავს უარის თქმის მიზეზებს. ეს დიდწილად ნაკარნახევია თავად დო კვონის წინააღმდეგ გამოძიების ჩაშლის შიშით, რომელმაც თანაშემწის გამამართლებელი განაჩენის შემდეგ, შესაძლოა, ასევე სასჯელს თავი აარიდოს.