Credit Suisse, Pictet და Vontobel პროდუქციის ტოკენიზაციას ახდენენ

icon ETH
ფოტო - Credit Suisse, Pictet და Vontobel პროდუქციის ტოკენიზაციას ახდენენ
შვეიცარიულმა ბანკებმა Credit Suisse, Pictet და Vontobe ბლოკჩეინ Ethereum-ის სატესტო ქსელში ტოკენიზირებული ფინანსური ინსტრუმენტები გამოუშვა. ციფრული საინვესტიციო პროდუქტებით ვაჭრობა ბირჟა BX Swiss-ზე მიმდინარეობს, რომელსაც FINMA არეგულირებს.
Vontobel-მა და Pictet-მა ტოკენიზირებული აქციების სერტიფიკატები შექმნა, რომლებიც ფასიანი ქაღალდების კალათას წარმოადგენს. ხოლო Credit Suisse-მა სტრუქტურული ნოტები გამოუშვა. ეს წარმოებული ფინანსური ინსტრუმენტია, რომლის საბაზო აქტივად, შესაძლოა, ნებისმიერი ინდიკატორი გამოდიოდეს. 

ტესტირება Proof-of-Concept-ის (კონცეფციის დადასტურება) ფარგლებში ტარდება და მოიცავს:

  • ტოკენიზირებული ფასიანი ქაღალდების გამოშვებას ბლოკჩეინ  Ethereum-ის ტესტნეტში;
  • ციფრული ფინანსური ინსტრუმენტებით ფიატურ ვაჭრობას რეგულირებულ ბირჟაზე BX Swiss;
  • ტრანზაქციების განხორციელებას სმარტ-კონტრაქტების მეშვეობით..


როგორც შემოწმების პირველმა შედეგებმა აჩვენა, ყველა ეტაპს რამდენიმე საათი დასჭირდა. კლასიკურ ვარიანტში, ბლოკჩეინის გამოყენების გარეშე, ამას რამდენიმე დღე სჭირდება. 

საინვესტიციო პროდუქტების ტოკენიზაციისთვის ტოკენ CMTA-ის სტანდარტი და სმარტ-კონტრაქტი CMTAT შეირჩა, რომლებიც კაპიტალის ბაზრებისა და ტექნოლოგიების ასოციაციამ შეიმუშავა. გარიგებები ონჩეინ-მექანიზმის დახმარებით ანგარიშდებოდა, რომლებიც მხარეთა ვალდებულებებს უზრუნველყოფდა.

ტრანზაქციები შვეიცარიული ფრანკის გამოყენებით, გადახდის ხიდის DLT2Pay მეშვეობით ხორციელდებოდა, რომელმაც ბლოკჩეინი შვეიცარიის ბანკთაშორისო კლირინგსა (SIC) და რეალური დროის რეჟიმში მთლიანი ანგარიშსწორების გადახდის სისტემასთან  (RTGS) დააკავშირა. 

პროცესის განხორციელებას, უსაფრთხოებასა და ტექნიკურ ნიუანსებს Taurus ხელმძღვანელობდა, რომლის ტექნოლოგია სტრუქტურირებული ნოტების გამოშვებისა და მართვისთვის გამოიყენებოდა. 
ტესტირება აჩვენებს, რომ გაცვლითი ტრანზაქციები, შესაძლოა, ბლოკჩეინში პირდაპირ მხარეებს შორის განხორციელდეს. ტრეიდერებს ტრანზაქციის უზრუნველყოფა და ვაჭრობის დაწყებამდე ბირჟაზე თანხების გადარიცხვა აღარ სჭირდებათ. ეს შესრულებას აჩქარებს და დანახარჯებს ამცირებს, რაც რისკების უკეთ მართვის საშუალებას იძლევა
აღნიშნა BX Swiss-ის საბაზრო განყოფილების ხელმძღვანელმა, მათიას მიულერმა
ტრანზაქციები, რომელთა განხორციელებაც შესაძლებელი გახდა, დემონსტრირებას ახდენს, რომ ტოკენიზირებული ფასიანი ქაღალდები, შესაძლოა, ბლოკჩეინში არსებულ რეგულირებად ბირჟაზე, ფიატურ ვალუტებში, კონტრაგენტისთვის ყოველგვარი რისკის გარეშე გაიყიდოს
განაცხადა Credit Suisse-ის წარმომადგენელმა, დანიელ გორერამ
სტივ ბლანშემ, რომელიც Pictet ბანკში ტექნიკური სტრატეგიების განყოფილებას ხელმძღვანელობს, დასძინა:
ტოკენიზაცია აქტივების სამომავლო მართვის მთავარი სტრატეგიული ელემენტია. ემინენტები საინვესტიციო პროდუქტების ოპტიმიზაციასა და ტრადიციული ინფრასტრუქტურაზე უარის თქმას შეძლებენ. ეს ბაზარზე გასვლის დროს არსებითად შეამცირებს
ტოკენიზირებული საინვესტიციო პროდუქტების ტესტირება აჩვენებს, რომ ფინანსური დარგის წარმომადგენლები ბლოკჩეინის ტექნოლოგიის უპირატესობას იაზრებენ: ეფექტურობა, ხარჯების შემცირება, სავაჭრო პროცესის ავტომატიზაცია. განაწილებული რეესტრი წვდომის სიმარტივისა და მომენტალური ანგარიშსწორების ფონზე დიდ ლიკვიდურობას უზრუნველყოფს. გარდა ამისა, ბლოკჩეინი შუამავლების (ცენტრალური კონტრაგენტის და ფასიანი ქაღალდების ცენტრალური დეპოზიტარის) საჭიროებას გამორიცხავს.

კონცეფციის დადასტურებამ აჩვენა, რომ შვეიცარიის სავაჭრო ინფრასტრუქტურის ალტერნატივა არსებობს, რომელიც ცენტრალიზაციას არ საჭიროებს და ბანკებს მომგებიან უპირატესობებს სთავაზობს.

შეგახსენებთ, რომ Ethereum-ის ბლოკჩეინზე ტოკენიზირებული პროდუქტები ევროპის საინვესტიციო ბანკმა, Societe Generale-მ და Santander-მა უკვე გამოუშვეს.