რა არის კროსჩეინ–ხიდები და როგორ მუშაობენ ისინი
კროსჩეინ–ხიდი სპეციალური სირვისია ან აპლიკაცია, რომელიც მომხმარებელს შესაძლებლობას აძლევს გადაადგილოს კრიპტოვალუტა ერთი ბლოკჩეინიდან მეორეზე
ზოგიერთი ბლოკჩეინი Ethereum–ის ბაზაზეა აგებული. მათ გააჩნიათ იდენტური მისამართი,რომელიც 0х–ით იწყება. ასეთ ქსელებს შორის მიმოცვლისთვის უბრალოდ საჭიროა ჩართოთ საფულე და ტოკენის ქსელი შეცვალოთ.
სხვა შემთხვევაში, დამატებით საფულის ანგარიშის შეყვანა იქნება საჭირო, რომელზეც გაცვლის შემდეგ მონეტები გადავა.
SOL–ის მონეტების გადაადგილება Polygon–ის ქსელზე ხიდის მეშვეობით (Allbridge.io)
კროსჩეინ–ხიდის შექმნა ტექნოლოგიურად საკმაოდ რთულია. არ არის საკმარისი სმარტ–კონტრაქტის დაწერა, რომელიც მომხმარებლებს შორის გარიგების დადების გარანტად გამოვა. კროსჩეინ–გაცვლის ინტეგრაციისთვის საჭიროა რამდენიმე ბლოკჩეინის ურთიერთქმედების ალგორითმის შექმნა. გზავნილების გაკეთებაში მონაწილეობას მიიღებენ ლიკვიდობის მომწოდებლები, (DEX ბირჯები), საკრედიტო ორაკულები და პროტოკოლები, შექცეული ტოკენები და ასე შემდეგ.
სწორედ კროსჩეინ–ხიდებს ტეხავენ ყველაზე ხშირად ჰაკერები. ყველაზე დიდი თავდასხმებიდან შეგვიძლია გავიხსენოთ $625 მილიონის მოპარვა Ronin–ის ხიდიდან, Wormhole–ის გატეხვა $323 მილიონის მოპარვით, და ასევე Horizon–ის ხიდის გატეხვა, რომლის შედეგად მიღებული ზარალი $100 მილიონით შეფასდა.
კროსჩეინ–ხიდები მოგებას საკომისიოდან იღებენ, რომელსაც გაცვლისთვის ტრეიდერები იხდიან. ზოგი ხიდი ასევე თავის ტოკენს უშვებს, რომლის გამოყენებაც როგორც გაცვლისას არის შესაძლებელი, ისე პროექტის მომავლის შიდა მართვაში ( ხმის მიცემის გზით)
აი ესაა იმ კროსჩეინ–ხიდების მცირე ჩამონათვალი, რომლებიც მომხმარებლებში პოპულარობით სარგებლობენ:
cBridge
პროექტი ბლოკჩეინ Ethereum–ის Layer2–ს უწევს მომსახურებას. გაცვლისთვის გამოიყენება სმარტ–კონტრაქტები და კროსჩეინ–გზავნილები. ტრეიდერებს სტეიბლკოინების გადაადგილება EVM–ქსელებს (HECO, Arbitium, Polygon) შორის შეუძლიათ. ასევე განახლების გამოშვების შემდეგ შესაძლებელი გახდა NFT–სთვის ქსელის შეცვლაც.
cBridge–ის სამუშაო ტერმინალი
THORChain
სპეციალიზირებულია BTC, ETH, LTC მონეტების და სხვა აქტივების ბლოკჩეინის შეცვლაზე. კარგად არის სინქრონიზებული Ethereum–ის, BSC–ის ქსელებთან და აქვს ERC-20/BEP-20 ფორმატის უამრავი შესაბამისი ტოკენის მხარდაჭერა. გააჩნია საკუთარი ტოკენი RUNE, რომლის მიმდინარე ღირებულებაც $1.5 შედგენს. პროექტის კაპიტალიზაცია $470 მილიონია.
THORChain–ის სამუშაო ტერმინალი
REN
BTC, ETH, DOGE და სხვა მონეტების გადაყვანისთვის კროსჩეინ–ხიდი შექცევადი ტოკენების შექმნის გზით. აქცენტი Ethereum–ზე და მის Layer2–ზეა გაკეთებული, თუმცა კარგად არის დამუშავებული და ფუნქციონალია სხვა ქსელებისთვის. გააჩნია ნატიური ტოკენი REN, რომლის მიმდინარე ღირებულება $0.11 შეადგენს. პროქტის კაპიტალიზაცია $113 მილიონია (220-ე ადგილი კრიპტო–აქტივების რეიტინგში Coingecko–ს თანახმად).
RenBridge-ის სამუშაო ტერმინალი
სხვა კროსჩეინ–ხიდებს შორის, უნდა აღინიშნოს Hop Exchange, xPollinate, AnySwap, DODO, Allbridge და სხვა.
ბლოკჩეი–სფერო აქტიურად ფართოვდება, რის გამოც სხვადასხვა ქსელს შორის ურთიერთქმედების აუცილებლობა იზრდება. ეს დადებითად მოქმედებს კროსჩეინ–ხიდების დინამიკაზე, რომლებზე მოთხოვნაც მუდმივად იზრდება. შესაძლოა, ეს ტენდენცია კიდევ უფრო გაძლიერდეს მთლიანად კრიპტობაზრის ზრდასთან ერთად..