კრიპტოაქტივების მინდობილი მართვა: პლუსები და მინუსები

icon FOR
ფოტო - კრიპტოაქტივების მინდობილი მართვა: პლუსები და მინუსები
აქტივების მინდობილ მართვას სთავაზობენ როგორც კომპანიები, ასევე ტრეიდერები „ბაზარზე მრავალწლიანი გამოცდილებით“. მოგების გარკვეული პროცენტის სანაცვლოდ, აქტივების მმართველს შეუძლია, მნიშვნელოვნად გაზარდოს ინვესტორის კაპიტალი და, თითქოს, ყველა მოგებული რჩება. მაგრამ ეს მართლა ასეა?
კაპიტალის ან აქტივების კლასიკური მინდობილი მართვა, ჩვეულებრივ, ხორციელდება მხოლოდ ცნობილი ფინანსური კომპანიების, ან საინვესტიციო ფონდების მიერ, რომლებსაც უნაკლო რეპუტაცია, მრავალწლიანი წარმატებული სამუშაო გამოცდილება და ქვეყნების (სასურველია G7) მარეგულირებლების ყველა საჭირო ლიცენზია აქვთ. ასეთ კომპანიებსა და ინვესტორებს შორის გაფორმებული ხელშეკრულებები ზედმიწევნით განსაზღვრავს თანამშრომლობის ყველა პირობას, სავაჭრო სტრატეგიას, აქტივების კლასებსა და ჩამონათვალს, შემოსავლებისა და ზარალის განაწილებას, რისკებს, პასუხისმგებლობის ზონებს და ა.შ.

სამწუხაროდ, კრიპტოაქტივების მინდობილ მართვასთან დაკავშირებით ვითარება  რადიკალურად განსხვავებულია. კანონმდებლობისა და ბაზრის რეგულირების არარსებობის შემთხვევაში, ასეთ სერვისებს გვთავაზობენ ან ნაკლებად ცნობილი ჰეჯ-ფონდები, რომლებიც კაიმანის კუნძულებზეა ახლახან დარეგისტრირდნენ, ან self-made „წარმატებული“ ტრეიდერები. როგორც წესი, ლეგენდის თანახმად, ყველა მათგანი ბირჟებზე 20+ წელია ვაჭრობს (ზოგი - ლამის აკვნიდან) და კარიერა ჯერ კიდევ „ფონდებითა და ფორექსით“ დაიწყეს. ზოგიერთ მათგანს აქვს გარკვეული რეგალიები და რაღაც განმასხვავებელი ნიშნებიც კი, როგორიცაა "ყველაზე მომგებიანი ტრეიდერი" ან "აქტივების საუკეთესო პორტფელური მმართველი", რომლებიც ჟღერადი სახელწოდების, მაგრამ ნაკლებად ცნობილი ისტორიის მქონე ორგანიზაციების მიერ არის გაცემული.
 
ორივე შემთხვევაში, "თავდაუზოგავი შრომით" დაგროვილი კრიპტოს სამუდამოდ დაკარგვის შანსი ძალიან მაღალია. თითქმის ყველა "წარმატებული" ტრეიდერი, რომელიც სთავაზობს თავის მომსახურებას მინდობილი მართვის მეშვეობით, არის თაღლითი ან ნუბი. უმეტესად ესენი არიან თაღლითები, რომლებიც ხელოვნურად იქმნიან წარმატებული და გამოცდილი ტრეიდერების იმიჯს დუბაიში (რამდენიმედღიანი დაბალფასიანი ტურები), ან  Lamborghini-ს საჭესთან (ერთი საათით დაქირავებული მანქანა), დადგმული ფოტოებით Instagtam-ზე, ან Telegram-ზე,  რაც მიზნათ ისახავს "წარმატებით" აღფრთოვანებული გულუბრყვილო ინვესტორებისგან მუქთა სახსრების მიღებას. 
 
ჰეჯ-ფონდებიც მსგავსი სქემით მუშაობენ. იქ ფსონი იდება ჯუჯა ოფშორული იურისდიქციის ლიცენზიაზე (რომელსაც სიხარულით გასცემენ ადგილობრივი კორუმპირებული მოხელეები საფასურის სანაცვლოდ) ან გუნდში „ცნობილი“ დამფუძნებლების წევრობაზე. არა, ამ ფონდებიდან ზოგიერთი, შესაძლოა, გარკვეული პერიოდის განმავლობაში გულწრფელად იყოს მიმართული კონსტრუქციული და ნაყოფიერი თანამშრომლობისკენ, მაგრამ, თუ მოზიდული ინვესტიციების ოდენობა შემდგომში მნიშვნელოვანი გახდება, მაშინ თაღლითობის თავიდან აცილება შეუძლებელია.
 
აქტივების მინდობით მართვის შეთავაზების მიღების შემდეგ, თითოეულმა ინვესტორმა უნდა დაუსვას საკუთარ თავს შემდეგი კითხვები:

  • თუ ტრეიდერი მართლაც წარმატებით ვაჭრობს მრავალი წლის განმავლობაში და აქვს ამდენი რეგალია, მაშინ რატომ არ შექმნა კაპიტალი თავის თავზე მუშაობის დროს, არამედ ეძებს დამატებითი სამსახურის შესაძლებლობას?
  • რაში სჭირდება მას პასუხისმგებლობის აღება მინდობილ მართვაში მყოფ დამატებით აქტივებზე ღია ბაზრიდან? თუ ტრეიდერს არ ჰყოფნის  საბრუნავი სახსრები, მაშინ მას შეუძლია მიმართოს კრიპტობირჟებს, რომლებიც სთავაზობენ მარჟინალურ ვაჭრობას 100X-მდე ლევერიჯით, სადაც შეიძლება თავისუფალი რესურსები ბევრად უფრო დაბალი პროცენტით ისესხოს, ვიდრე მინდობილი მართვის შესახებ განცხადებაში იყო დაპირებული.
 
პასუხი კი მარტივია: ლევერიჯით ვაჭრობისას ტრეიდერი ზარალს ფარავს საკუთარი კაპიტალით და ბირჟა არ იძლევა ნასესხები რესურსებით გარისკვის შესაძლებლობას, რისთვისაც დროულად აუქმებს წამგებიან გარიგებებს, ახდენს მსესხებლის დეპოზიტის ლიკვიდაციას. მინდობით მართვის ვარიანტში კი  ტრეიდერი იღებს ბევრად უფრო მომგებიან შეთავაზებას: მოგება იყოფა მასსა და ინვესტორს შორის და ზარალი მთლიანად ეკისრება აქტივების მფლობელს.

თაღლითური Მინდობილი მართვის ვარიანტები

მონეტების გადაცემა „წარმატებული“ ტრეიდერის საფულეში. უამრავი ასეთი შეთავაზებაა ბევრ TG-არხზე, რომლებიც შექმნილია  კრიპტოვალუტის თემებზე, ან ფორუმებზე mmgp, bitcointalk და ა.შ. ამავდროულად, ბევრი თემა დიდი ხანია მიტოვებული იყო მათი მფლობელების მიერ და მხოლოდ რამდენიმე მოტყუებულ კრიპტოინვესტორი არ იღლება ინტერესით - „სად გაქრა ტრეიდინგის გურუ?“.
 
მაშინაც კი, თუ გაპიარებული ანგარიში ხანგრძლივი ისტორიით აგროვებს ფულს მინდობილი მართვისთვის, სავარაუდოდ, ეს ინვესტორისთვის დასრულდება სახსრების დაკარგვით, რადგან სწორედ გაპიარებულ ანგარიშებს ყიდულობენ ასეთი თაღლითობისთვის. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ bitcointalk-ზე შესაძლებელია ნებისმიერი ანგარიშის, თუნდაც მეგაპოპულარულის შეძენა. იგივე ეხება Telegram-არხებს ათასიანი აუდიტორიით და მრავალწლიანი ისტორიით. ისინი უბრალოდ შეუმჩნევლად იცვლიან მფლობელს ღირსეული კომპენსაციის სანაცვლოდ!
 
„ინსტიტუციონალური“ ინვესტორი. ჰეჯ-ფონდის წარმომადგენელი, რომელიც გთავაზობთ მინდობილი მართვის სერვისებს, ასევე გთავაზობთ მონეტების გადატანას კომპანიის საფულეებზე. როგორც წესი, ყველაფერი სევდიანად მთავრდება და „ფონდი“ ჩვეულებრივი პირამიდა აღმოჩნდება. ასეთი დაწესებულებები ეძებენ გულუბრყვილო ინვესტორებს ფორუმების, ფასიანი მიზნობრივი რეკლამების, ან მათი ვებგვერდის მეშვეობით, სადაც თითოეულ მომხმარებელს აქვს პირადი კაბინეტი. სურათი ლამაზია, მაგრამ შედეგი იმედგამაცრუებელი იქნება.

API-ს საშუალებით ვაჭრობის ვარიანტი საუკეთესოა, მაგრამ არა იდეალური

საუკეთესო ვარიანტია, როდესაც ტრეიდერი, ან ფონდი ვაჭრობს თქვენს ანგარიშზე არსებული აქტივებით ბირჟის API-ის მეშვეობით. ეს არის ოპტიმალური ფორმატი, რომლის პირობებში აქტივის მფლობელი ინახავს თანხებს საფულეზე, ტრეიდერს კი შეუძლია გარიგებების შესრულება, მაგრამ კრიპტოვალუტის გატანის  შესაძლებლობის გარეშე. თუმცა, ამ სქემასაც აქვს გარკვეული ნაკლოვანებები, რომლებსაც შემდეგ სტატიებში განვიხილავთ.
 
თქვენი კრიპტოვალუტის მინდობით მართვაში API-ის მეშვეობით გადასაცემად, ჯერ უნდა შექმნათ API გასაღები ნებისმიერ ბირჟაზე.
მინდობით მართვაზე წვდომის ძირითადი უფლებები: ვსაზღვრავთ უფლებებს მხოლოდ გარიგებების გახსნისა და დახურვის შესახებ (ორდერების განთავსება და გაუქმება)! მნიშვნელოვანია დარწმუნდეთ, რომ "თანხების გატანის" შესაძლებლობა  დეაქტივირებულია. სწორედ ეს ფუნქცია აძლევს უფლებას ნებისმიერს, ვინც მუშაობს API-ით, გაიტანოს კრიპტო თქვენი საფულიდან.
 
თუ დროთა განმავლობაში აღმოჩნდება, რომ ტრეიდერი პრობლემატურია, ან დაპირებას არ ასრულებს, ყოველთვის შეგიძლიათ, გამოურთოთ მას წვდომა თქვენს ანგარიშზე ბირჟაზე, ან საერთოდაც, წაშალოთ API გასაღები.

კრიპტოაქტივების მინდობილი მართვის უპირატესობები და ნაკლოვანებები

ნაკლოვანებები:

  • საკანონმდებლო ბაზის არარსებობა იწვევს იმ ფაქტს, რომ ოფიციალური კონტრაქტის გაფორმების შემდეგაც კი, ინვესტორი თავისი კაპიტალის უსაფრთხოების არანაირ გარანტიას არ იღებს;
  • მინდობილი მართვის სერვისების მიმწოდებელი ტრეიდერებისა და ფონდების საქმიანობას არავინ აკონტროლებს;
  • კრიპტოტრეიდერის ცოდნისა და სავაჭრო გამოცდილების შემოწმება შეუძლებელია. ტრეიდერების უმეტესობა, რომლებიც მინდობილი მართვის სერვისებს გვთავაზობენ, არიან ყალბი გამოხმაურებებისა და სტატისტიკის მქონე თაღლითები;
  • მინდობილი მართვის დროს თაღლითურია სქემების უდიდესი ნაწილი. მაგალითად, ტრეიდერი იღებს მინდობილ მართვაში ორი კლიენტის ანგარიშს. პირველის სახსრებზე  გაყიდვის პოზიციას ხნის, და მეორეს სახსრებით - ყიდვის პოზიციას. ერთი მათგანი 100%-ით  მომგებიანი აღმოჩნდება. ამ აქტივის მფლობელისგან ტრეიდერი მიიღებს თავის ჯილდოს. მეორე კლიენტი დაზარალდება;
  • აღმოჩნდება, რომ ბევრი კრიპტოფონდი, რომელიც „ისრუტავს“ ინვესტიციებს ბაზრებზე ვითომ შემდგომი ვაჭრობისთვის და მოგების მისაღებად, ერთდღიანი პროექტია, ტრეიდინგი კი - ლეგენდა;
  • ტრეიდერის მხრიდან ყოველთვის არის რისკი, რომ მისი შრომა ანაზღაურების გარეშე დარჩეს.
 
უპირატესობები:

  • არის შანსი, გაზარდოთ თქვენი დეპოზიტი ვაჭრობის საფუძვლების ყოველგვარი ცოდნისა და ტექნიკური ანალიზში, ინდიკატორებში, პროგნოზებში, პატერნებსა და ა.შ. გარკვევის გარეშე
  • ბირჟის API-ს მეშვეობით თანამშრომლობა, თანხების გატანის  უფლების გარეშე, გაცხრილავს თაღლითების უმეტესობას, რომლებიც უბრალოდ ელიან კრიპტოს გადატანას საფულეში, რათა თქვენი ფულით სამუდამოდ გაქრნენ.

დასკვნის მაგიერ

ვითანამშრომლოთ თუ არა კომპანიებსა და ტრეიდერებთან, რომლებიც მინდობილ მართვას გთავაზობენ, ყველას პირადი საქმეა. ჩვენ მხოლოდ აღვნიშნეთ ამ თანამშრომლობის რისკები, უპირატესობები, ან ნაკლოვანებები მკაცრი რეალობის პირობებში, როდესაც კრიპტო აგრძელებს ნაცრისფერ ზონაში ყოფნას და უმეტეს ქვეყნებში აკრძალვასა და ლეგალიზაციას შორის ბალანსირებს. გაფრთხილებული ნიშნავს შეიარაღებულს!