კრიპტოდეპოზიტი - საბანკო ანაბრების ალტერნატივა
დევალვაციისა და ინფლაციის გამო, ფიატური ვალუტა მუდმივად უფასურდება. საბანკო დეპოზიტების პროცენტი ფიატური ვალუტების გაუფასურების ტემპებს ვეღარ ფარავს. მაგრამ, არსებობს ბევრისთვის ნაცნობი ინსტრუმენტი, რომელიც მაღალ მომგებიანობას უზრუნველყოფს. ეს კრიპტოდეპოზიტია.
თუ გადავხედავთ საპროცენტო განაკვეთებს, რომლებსაც ევროპული ბანკები EUR, ან USD ანაბრებზე გვთავაზობენ, ისინი მერყეობს 0-ის ფარგლებში (0,01%-დან მაქსიმუმ 1%-მდე წელიწადში), ხანდახან კი უარყოფით მაჩვენებელსაც (-0,5%) აჩვენებს. დიახ, ბანკები მეანაბრეებს მათი სახსრების საკუთარ ანგარიშებზე შენახვისთვის დამატებით გადასახადს სთხოვენ.
დღეისათვის ევროკავშირში ინფლაციის მაჩვენებელი ოფიციალურად 10%-ზე მეტია (და მისი რეალური მნიშვნელობა კიდევ უფრო მაღალია). ცხადი ხდება, რომ ევროპულ ბანკებში დეპოზიტებისგან მიღებულ პროცენტებზე ფულის შოვნა არ გამოვა. საუკეთესო შემთხვევაში, თქვენ შეიძლება დაკარგოთ ოდნავ ნაკლები, ვიდრე ნაღდი ფულის სახლში შენახვით. ფორმულა და პერსპექტივები ზარალის დაფიქსირებითა და ფიატური ვალუტების მსყიდველობითი უნარის მუდმივი ვარდნით არავის ახარებს ...
უკრაინული ბანკები, ევროპის ქვეყნებს შორის ყველაზე მაღალი, რეკორდული 25%-იანი სააღრიცხვო განაკვეთის წყალობით, დეპოზიტებზე გვთავაზობენ ევროპაში ყველაზე მაღალ პროცენტს - წლიურ 2,5-3%-ს ევროში, ან აშშ დოლარში. რა თქმა უნდა, ეს არ წყვეტს ევროს წლიური 10%-იანი ინფლაციის პრობლემას. მაგრამ, ეს საშუალებას აძლევს ადგილობრივ ფინანსურ ჯგუფებს, გამოიმუშაონ ფული ევროპაში ყველაზე ძვირადღირებულ სესხებზე უკრაინის ეროვნული ბანკის პროტექტორატის ქვეშ (და ეს ომის დროს), რისთვისაც იაფი რესურსის სახით ფიზიკური პირებისგან მოზიდულ დეპოზიტებს იყენებენ.
რა უნდა გააკეთონ ინვესტორებმა, რომლებსაც აქვთ თავისუფალი სახსრები, მაგრამ არ სურთ მათი ფუჭად დათმობა ხარბი ბანკებისთვის? არსებობს ალტერნატივა, რომელსაც კრიპტოდეპოზიტი ეწოდება.
რა არის კრიპტოდეპოზიტი მარტივი სიტყვებით
თუ თქვენ გაცვლით ფიატურ ვალუტებს (USD ან EUR) კრიპტოვალუტებზე (USDT, BTC და ა.შ.) და შეიტანთ მათ დეპოზიტის სახით გარკვეული პერიოდის განმავლობაში, მაშინ მოგება შეიძლება იყოს თითქმის 10-20-ჯერ მეტი, ვიდრე ბანკები გვთავაზობენ. თქვენ შეგიძლიათ გააკეთოთ ასეთი გაცვლა ცენტრალიზებული კრიპტობირჟების, ციფრული აქტივების გადამცვლელი პუნქტებისა და OTC ბაზრის მეშვეობით. მაგალითად, 100 აშშ დოლარის გაცვლა 100 USDT-ზე (სტეიბლკოინი Tether, რომელიც აშშ დოლარზეა მიბმული) განხორციელდება 1:1 კურსით. ამრიგად, მეანაბრეს გადაჰყავს ფიატური დოლარი ციფრულ ფორმაში თითქმის დანაკარგის გარეშე. ამ დროს, ის კრიპტოდეპოზიტის განთავსებით შეძლებს გაცილებით მაღალი მოგების მიღებას, ვიდრე ბანკებში ფიატური ვალუტების შეტანით.
მარტივი სიტყვებით რომ ვთქვათ, კრიპტოდეპოზიტი არის ეფექტიანი და მომგებიანი შემნახველი ინსტრუმენტი, რომელიც საშუალებას გაძლევთ, მიიღოთ პასიური შემოსავალი ბირჟებზე კრიპტოვალუტის პროცენტებით განთავსებისას. ის იძლევა მოგების მიღების შესაძლებლობას ციფრულ აქტივებში ანაბრის გახსნით გარკვეული პერიოდის განმავლობაში. მოგება დამოკიდებულია საპროცენტო განაკვეთზე, ანაბრის ვადასა და ოდენობაზე. სინამდვილეში, სქემა იგივეა, რასაც ბანკები გვთავაზობენ, მაგრამ ბევრად უფრო მომგებიანი და ციფრულ და არა ფიატურ ფორმატში.
სად სჯობს თქვენი დეპოზიტის განთავსება
უმსხვილესი კრიპტობირჟები გვთავაზობენ კრიპტოდეპოზიტების ფართო სპექტრს მაღალი პროცენტით. თუ პრიორიტეტულია ყველაზე მაღალი მომგებიანობა თავისუფალი სახსრების მინიმუმ ერთწლიანი განთავსებით, მაშინ ბაზარზე საუკეთესო შეთავაზებები ბირჟა WhiteBIT-ს გააჩნია. ეს არის კრიპტობირჟა, რომელიც ვაჭრობის მოცულობითა და მომხმარებელთა რაოდენობით, ევროპაში წამყვან პოზიციას იკავებს .
WhiteBIT-ში 360 დღის განმავლობაში კრიპტოდეპოზიტის განთავსების საპროცენტო განაკვეთები, აქტივის მიხედვით, 23%-დან თითქმის 25%-მდე მერყეობს. რაც უფრო დიდია ვადა, მით მეტია მოგება. აქ ყველაფერი უცვლელია. შესვლის ბარიერი დაბალია - მოგების მიღება შეუძლია ნებისმიერ ინვესტორს, რომელიც, სულ მცირე, 50 აშშ დოლარის (USDT) ოდენობის კრიპტოდეპოზიტს განათავსებს.
ციფრული აშშ დოლარის დეპოზიტის განაკვეთები WhiteBIT-ისგან საბანკო განაკვეთებს ათჯერ აღემატება
თუ მეანაბრეს სურს იღებდეს მოგებას და არ კარგავდეს პროცენტებს სახსრების ნებისმიერ დროს გატანის შემთხვევაშიც, საუკეთესო ვარიანტს ბირჟა OKX-ს შეთავაზება წარმოადგენს. მისი მოქნილი უვადო დეპოზიტების პირობების თანახმად, ბირჟა გვთავაზობს საკმაოდ მაღალ განაკვეთს - წლიურ 10%-ს.
საპროცენტო განაკვეთები მოქნილი უვადო კრიპტოდეპოზიტების განთავსებისას ბირჟა OKX-ისგან
ნებისმიერ შემთხვევაში, ალტერნატივა ყოველთვის არსებობს. მთავარია, გადაწყვიტოთ ფიატური ვალუტების ციფრულ აქტივებზე გაცვლა და გარკვეული პერიოდის განმავლობაში მათი განთავსება ერთ-ერთ წამყვან კრიპტობირჟაზე. მომხმარებლები შეძლებენ მიიღონ უფრო მაღალი მოგება, ვიდრე ის, რომელსაც ევროპის და მსოფლიოს ბანკები გვთავაზობენ.