FBI-მ და უკრაინის პოლიციამ კრიპტოს გათეთრების ქსელი გაანადგურეს

icon FOR
ფოტო - FBI-მ და უკრაინის პოლიციამ კრიპტოს გათეთრების ქსელი გაანადგურეს
ეროვნულმა პოლიციამ, გამოძიების ფედერალური ბიუროსთან თანამშრომლობით, კრიმინალური გზით მიღებული კრიპტოვალუტების გადამცვლელი სერვისების ქსელი დახურა.
სერვისები კიბერკრიმინალებს იმ აქტივების ლეგალიზაციის საშუალებას აძლევდნენ, რომლებიც დამშიფრავი ვირუსების თავდასხმისგან "გამოსასყიდის" სახით იყო მიღებული. ქსელის ლიკვიდაცია საერთაშორისო საპოლიციო ოპერაციის დროს განხორციელდა.
 
კიბერპოლიციის დეპარტამენტმა, ეროვნული პოლიციის მთავარ საგამოძიებო სამმართველოსთან, უკრაინის გენერალურ პროკურატურასა და აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიუროსთან  თანამშრომლობით, აქტივების გადამცვლელი 9 ვირტუალური სერვისის სალიკვიდაციო მრავალდონიანი საერთაშორისო ოპერაცია ჩაატარა.
 
ვებგვერდები მომხმარებლებს კრიპტოვალუტების ანონიმურ გაცვლას სთავაზობდნენ. ასეთი მომსახურება უკანონოდ მოპოვებული ფულის ლეგალიზაციისა და გათეთრების ხელშეწყობის მიზნით ხორციელდებოდა. ამ ბირჟების მეშვეობით, კრიმინალები მავნე პროგრამული უზრუნველყოფის შეტევებისა (დამშიფრავი ვირუსის) და ონლაინ თაღლითობის შედეგად მიღებულ აქტივებს რიცხავდნენ. გადამცვლელების სერვისების რეკლამა ჰაკერების დახურულ ფორუმებზე ვრცელდებოდა.
 
ოპერაციის შედეგად სამართალდამცავებმა აშშ-ში, ევროპის ქვეყნებსა და უკრაინაში მდებარე სერვერებზე განთავსებული ქსელური ინფრასტრუქტურა დაბლოკეს. დომენური სახელები ამოღებულია.
 
სამართალდამცავები ახლა კრიმინალურ საქმიანობაში მონაწილე პირების იდენტიფიცირებას ახდენენ.

ვებგვერდების 24xbtc.com, 100btc.pro, pridechange.com, 101crypta.com, uxbtc.com, trust-exchange.org, bitcoin24.exchange, paybtc.pro, owl.gold ვიზიტორები ამიერიდან კონფისკაციის ბანერს იხილავენ.

GC
GN Crypto
ავტორი