ჰონგ-კონგი და საამიროები კრიპტოვალუტების რეგულირებაზე მუშაობენ
სანამ აშშ საბანკო კრიზისისა და კრიპტოვალუტური რეპრესიების ფაზაში იმყოფება, ჰონგ-კონგი და არაბთა გაერთიანებული საამიროები კრიპტორეგულირების კუთხით წინ მიიწევენ.
აბუ-დაბიში გამართულ შეხვედრაზე ორი რეგიონის ცენტრალური ბანკების წარმომადგენლებმა ციფრული აქტივების რეგულირების სფეროში თანამშრომლობის ახალი პირობები განიხილეს. ამის შესახებ ჰონგ-კონგის ფულადი მიმოქცევის (HKMA) სამმართველოს ანგარიშშია აღნიშნული.
შეთანხმების თანახმად, კრიპტოვალუტური ნორმატიულ-სამართლებრივი ჩარჩოს გასაუმჯობესებლად და დასანერგად, კოალიციური ჯგუფი ჩამოყალიბდება. ექსპერტთა ჯგუფი ასევე პასუხისმგებელია ჰონგ-კონგსა და არაბთა გაერთიანებული საამიროებს შორის ურთიერთობების გაძლიერებაზე ფინანსური ინფრასტრუქტურისა და ტრანსსასაზღვრო სავაჭრო ანგარიშსწორების მიმართულებით.
გარდა ამისა, ცენტრალური ბანკები გეგმავენ, ერთობლივად შეუწყონ ხელი და დააფინანსონ საგანმანათლებლო პროგრამები, რომლებიც ფინანსების სფეროში მოწინავე ტექნოლოგიების განვითარებაზე, ასევე ცოდნისა და სპეციალისტების გაცვლაზეა მიმართული.
CBUAE-ს (არაბთა გაერთიანებული საამიროების ცენტრალური ბანკი) და HKMA-ს ხელმძღვანელები თვლიან, რომ ჰონგ-კონგსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს აქვთ საერთო ინტერესები და ორმხრივად მომგებიანი უპირატესობები, ამიტომ ფინანსური ცენტრების ინტენსიური პარტნიორობა დაეხმარება მათ, სწრაფად მიაღწიონ პირველობას გლობალურ კრიპტობაზარზე.
შეგახსენებთ, რომ ჰონგ-კონგი და არაბთა გაერთიანებული საამიროები ერთობლივად მუშაობენ ბლოკჩეინის პროექტზე mBridge. განაწილებული რეესტრი შეიქმნა რეგიონული CBDC-ების უზრუნველსაყოფად, საერთაშორისო გადახდების დაჩქარების მიზნით. ბლოკჩეინზე კორპორაციული ტრანზაქციები უკვე დატესტეს.
ჩინეთის სახელმწიფოსა და ადმინისტრაციულ რეგიონს შორის კრიპტოვალუტურ სფეროში მჭიდრო თანამშრომლობას მოწმობს ჰონგ-კონგური და არაბული კომპანიების ერთმანეთის რეგიონებში გაფართოებაც. მაგალითად, Web3 პლატფორმამ Finoverse, რომლის სათავო ოფისი ჰონგ-კონგში მდებარეობს, ახლახან გახსნა ფილიალი დუბაიში, ხოლო კრიპტოვალუტების ჰონგ-კონგური ინსტიტუციური მეურვე Hex Trust იყო პირველი, ვინც არაბთა გაერთიანებულ საამიროებში მომსახურების გასაწევად ლიცენზია მიიღო.
ჰონგ-კონგის ცენტრალური ბანკის გენერალური დირექტორი ედი იუე და არაბთა გაერთიანებული საამიროების ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელი ჰალიდ მოჰამედ ბალამა აბუ-დაბიში გამართულ შეხვედრაზე. წყარო - ჰონგ-კონგის ფულადი მიმოქცევის სამმართველო
არაბთა გაერთიანებული საამიროების მიზანი კრიპტოვალუტურ ჰაბად გადაქცევაა
2023 წლის აპრილში არაბთა გაერთიანებული საამიროების ფასიანი ქაღალდების სამმართველომ საერთაშორისო კრიპტოვალუტური კომპანიების საქმიანობის ლიცენზირება დაიწყო. ეს მოხდა მას შემდეგ, რაც არაბთა გაერთიანებული საამიროების პრემიერ-მინისტრმა დააანონსა სახელმწიფოს გეგმები იმავე წლის მარტში კრიპტოვალუტურ ბაზარზე ავტორიტეტად გადაქცევის შესახებ.
განზრახვა ინვესტიციებით დასტურდება. არაბთა გაერთიანებულ საამიროებში მოქმედებს ორგანიზაცია Hub71, რომელიც ბლოკჩეინ პროექტებსა და კრიპტოვალუტებისთვის სხვა ინფრასტრუქტურულ გადაწყვეტილებებს აფინანსებს.
ზოგადად, არაბთა გაერთიანებული საამიროები ციფრული აქტივებისთვის ღიაა და Web3 კომპანიების განვითარებისთვის მიმზიდველ გარემოს ქმნის. ამის შესახებ შეიძლება ვიმსჯელოთ ქვეყანაში მოქმედი სტარტაპების რაოდენობით, რომელიც 500 ერთეულს აჭარბებს.
როგორც აღნიშნა ბრაიან არმსტრონგმა Coinbase-იდან, არაბთა გაერთიანებული საამიროები შეიძლება აირჩიონ სტრატეგიულ რეგიონად მათი კრიპტოვალუტური ბირჟის ფუნქციონირებისთვის.
ჰონგ-კონგი კრიპტორეგულირების გზას ირჩევს
2023 წლის 1 ივნისიდან ჰონგ-კონგში მოქმედებს ახალი ნორმატიულ-სამართლებრივი ჩარჩო კრიპტოვალუტური სექტორისთვის. განახლებულ დოკუმენტში დადგენილია კონკრეტულ და გამარტივებული წესები კომპანიებისთვის, რომლებიც ინდივიდუალურ ინვესტორებს ციფრული აქტივების მომსახურებას უწევენ. ახლა კრიპტობირჟებს შეუძლიათ გაყიდონ ალტკოინები და კრიპტოვალუტები ამ იურისდიქციაში მარეგულირებლების მხრიდან ყოველგვარი საფრთხის გარეშე.
ჰონგ-კონგის ფასიანი ქაღალდების მარეგულირებელი კომისიის (SFC) მიერ მიღებული ნორმების თანახმად, სავაჭრო პლატფორმებმა უნდა აცნობონ კლიენტს რისკისადმი მისი ტოლერანტობის შესახებ, ვაჭრობის უფლება კი მისცენ მხოლოდ მათ, ვისაც ესმის კრიპტოვალუტური ბაზრისა და ტრეიდინგის ნიუანსები, შეზღუდონ ვაჭრობის მოცულობა თითოეული მომხმარებლისთვის და არა მხოლოდ.
ჰონგ-კონგში კრიპტოვალუტებით ვაჭრობის ლიცენზიის მოპოვების მსურველთა შორის არიან ისეთი კრიპტობირჟები, როგორიცაა Huobi, OKX, CoinEx.
შესაბამისად, ჰონგ-კონგი შეიძლება გახდეს არა მხოლოდ აზიური კრიპტოვალუტური ნავსაყუდელი, არამედ გლობალური კრიპტოვალუტური ცენტრიც. ასეთი დასკვნები ჰონგ-კონგის ხაზინის ხელმძღვანელის, კრისტოფერ ჰუეის აზრს არ ეწინააღმდეგება. მას ესმის, რომ ციფრული ვალუტების მიმღებლობას მრავალი შესაძლო უარყოფითი შედეგი გააჩნია, მაგრამ ასევე ხაზს უსვამს კრიპტოვალუტების მსოფლიო მნიშვნელობას ფინანსური ბაზრისთვის.