როგორ "ანაწევრებენ ღორებს" კრიპტოთაღლითები დიდ ბრიტანეთში

icon FOR
ფოტო - როგორ "ანაწევრებენ ღორებს" კრიპტოთაღლითები დიდ ბრიტანეთში
დიდი ბრიტანეთის სუსტი და გაუმჭვირვალე კორპორაციული კანონმდებლობა პოპულარობით სარგებლობს კრიმინალებში, რომლებსაც უყვართ მსხვერპლის „მოსუქება“ „სასაკლაოზე“ გაგზავნამდე.
დიდი ბრიტანეთი კრიპტოვალუტურ თაღლითებსა და კრიმინალებს იზიდავს.

საგამოძიებო ჟურნალისტიკის ბიუროსა და The Observer-ის გამოძიების თანახმად, თაღლითები დიდ ბრიტანეთს ვირტუალურ ოფისად იყენებენ. ამგვარად მათ შეუძლიათ, სუსტი კანონმდებლობას გვერდი აუარონ და ფართომასშტაბიანი თაღლითური სქემები განახორციელონ.

ჟურნალისტები აცხადებენ, რომ კრიპტოვალუტებით, ან უცხოური ვალუტებით ვაჭრობასთან დაკავშირებულ თაღლითობაში 168 ბრიტანული კომპანია დაადანაშაულეს. დაახლოებით 50% იყენებს "ღორის დანაწევრების" სქემებს - თაღლითობის მეთოდი, როდესაც თაღლითები მსხვერპლს ინტერნეტით უკავშირდებიან, მეგობრობას, ან რომანტიკულ ურთიერთობას სთავაზობენ, ნელ-ნელა "ასუქებენ" და მათ ნდობას მოპოვების შემდეგ კი ფულს სძალავენ. გამოძიებაში აღნიშნულია:
ბევრი ეს ფირმა დომენის რეგისტრაციითაა დაკავშირებული და მიუხედავად იმისა, რომ ამ კომპანიების დირექტორთა უმეტესობა ჩინეთის რეზიდენტია, მათი რეალური მფლობელების შესახებ დეტალების მოძიება რთულია, რადგან დიდი ბრიტანეთის სარეგისტრაციო სისტემებში ხვრელები არსებობს
გარდა ამისა, კომპანიების უმეტესობა ყალბ მისამართებს იყენებს. მაგალითად, ეს შეიძლება, იყოს ცარიელი მაღაზიის, ან ბინის მისამართი, რომელზეც საკვების მიტანის სერვისია რეგისტრირებული.

ჟურნალისტები ასევე ამტკიცებენ, რომ დიდი ბრიტანეთის ხელისუფლებამ ამ სქემების შესახებ მშვენივრად იცის. თუმცა, არაფერს აკეთებს თაღლითების შესაჩერებლად, ან ახლების  გაჩენის პრევენციისთვის.

დიდი ბრიტანეთის პარლამენტის წევრმა და APPG-ის ანტიკორუფციული და პასუხისმგებელი გადასახადების მიმართულების თავმჯდომარემ, მარგარეტ ჰოჯმა განაცხადა, რომ ადამიანებით მოვაჭრეები, ნარკოტიკების კონტრაბანდისტები და თაღლითები დიდი ბრიტანეთის სუსტ და გაუმჭვირვალე კორპორაციულ კანონებს წლებია იყენებენ. მან თქვა:
სარეგისტრაციო პალატა ჩვენი თავდაცვის პირველი ხაზია, თუმცა ის დასახულ ამოცანებს ვერ უმკლავდება. მან მიღებული ინფორმაცია უნდა გადაამოწმოს და დასაჯოს ისინი, ვინც მის მოტყუებას ცდილობს. თავდაცვის ეს ხაზი სათანადოდ უნდა ფინანსდებოდეს. ახლა კომპანიის რეგისტრაცია 12 ფუნტი ღირს. გადასახადის 100 ფუნტამდე გაზრდა ჩვენს სამართალდამცავებს მეტ რესურსს მისცემდა და გადასახადის გადამხდელების ტვირთს არ გაზრდიდა
მანამდე ჩვენ სოციალურ ქსელებში სამი ყველაზე გავრცელებული კრიპტოვალუტური თაღლითობის შესახებ ვწერდით.