კრიპტოვალუტის ტრენდები, რომლებიც, შესაძლოა, 2023 წელს ლიდერობდნენ
დათვის გაჭიანურებული დინამიკის მიუხედავად, ციფრული ვალუტები სიკვდილს არ აპირებენ. პირიქით, ყველაფერი მათი პოზიციების გაძლიერებაზე მიუთითებს. მოგიყვებით, რომელი კრიპტოტრენდები, შესაძლოა, გახდეს უფრო გამოხატული 2023 წელს.
როდესაც შიში და პანიკა გვერდზე გადგება, ბაზრის მართვას სიფრთხილე მოახდენს. სექტორისადმი ნდობა ნელ-ნელა დაბრუნდება (თუ, რა თქმა უნდა, ეკონომიკური და პოლიტიკური პრობლემების გაუარესების ფონზე, ახალ წელს სპონტანური და კრიტიკული გაკოტრებები არ გველოდება).
რა სიურპრიზებიც არ უნდა მოიტანოს მომავალმა წელმა, არსებულ პოზიტიურ ტრენდებს გაფართოებისთვის ახალი სტიმულის მიღების ყველა შანსი აქვს.
ინსტიტუციონალური ინვესტირება
უწყვეტი ტენდენცია, რომელიც FTX-ის კრახის ფონზე ძალას იკრებს. კრიპტოვალუტის ასეთი მსხვილი კომპანიის გაკოტრების მიუხედავად, ბანკმა Goldman Sachs განაცხადა, რომ ინდუსტრიის რეგულირების მიზნით, კრიპტოსექტორში მილიონობით დოლარის ინვესტირებას გეგმავს.
ინსტიტუციონალური ინვესტორების ინტერესმა კრიპტოვალუტის სექტორში უკვე განაპირობა ის, რომ 2022 წელს კომპანიებისთვის კრიპტოვალუტის სპეციალიზებული საბირჟო ფონდები ჩნდებოდნენ. ერთ-ერთი მათგანი BlackRock Corporation-ის ETF არის.
სულ უფრო მეტი საინვესტიციო კომპანია ინვესტიციებს კრიპტოვალუტის სტარტაპებში ახორციელებს. მათ შორის ყველაზე პოპულარული DeFi და GameFi-მიმართულებებია. ამას, შესაძლოა, ბირჟა NASDAQ-ზე (სადაც უკვე არის Coinbase, Argo Blockchain, Hut 8 Mining Corporation და სხვები) კრიპტოვალუტის მოწინავე კომპანიების აქციების განთავსებამ, ასევე ინსტიტუციონალური ინვესტორებისთვის კრიპტოდეპოზიტარული სერვისების განვითარებამ შეუწყოს ხელი.
ინსტიტუციონალური ინვესტორების ინტერესმა კრიპტოვალუტის სექტორში უკვე განაპირობა ის, რომ 2022 წელს კომპანიებისთვის კრიპტოვალუტის სპეციალიზებული საბირჟო ფონდები ჩნდებოდნენ. ერთ-ერთი მათგანი BlackRock Corporation-ის ETF არის.
სულ უფრო მეტი საინვესტიციო კომპანია ინვესტიციებს კრიპტოვალუტის სტარტაპებში ახორციელებს. მათ შორის ყველაზე პოპულარული DeFi და GameFi-მიმართულებებია. ამას, შესაძლოა, ბირჟა NASDAQ-ზე (სადაც უკვე არის Coinbase, Argo Blockchain, Hut 8 Mining Corporation და სხვები) კრიპტოვალუტის მოწინავე კომპანიების აქციების განთავსებამ, ასევე ინსტიტუციონალური ინვესტორებისთვის კრიპტოდეპოზიტარული სერვისების განვითარებამ შეუწყოს ხელი.
უსაფრთხო კრიპტოაქტივები
არასტაბილურ დროს, ადამიანები, სარისკო აქტივებს როგორც წესი, თავს არიდებენ. ამიტომ, 2023 წელს ბიტკოინის ძლიერი აღდგენა ნაკლებად მოსალოდნელია. თუმცა, სხვა კრიპტოვალუტებთან შედარებით, ის უფრო უსაფრთხოდ ითვლება, ამიტომ მასზე მოთხოვნა უფრო ძლიერი იქნება. ბიტკოინმა თავისი სანდოობა დაამტკიცა. ძლიერი დაცემის მიუხედავად, მისი ფასი მაინც ძალიან მაღალი რჩება.
BTC-ის გარდა, პოპულარული, შესაძლოა, სტეიბლკოინები გახდეს, რომლებმაც, TerraUSD-სთან დაკავშირებული ინციდენტის მიუხედავად, კრიპტოვალუტის ბაზარზე უსაფრთხო თავშესაფარ აქტივებად გაითქვეს სახელი. შესაძლოა, ამ მიმართულებით ახალი კომპანიები და ბაზრის ლიდერები გამოჩნდნენ.
CBDC
ერთ-ერთი პირველი, ვინც CBDC-ის ამოქმედების შესახებ განაცხადა, ჩინეთი იყო. მიუხედავად იმისა, რომ პროექტი გარკვეული დროით გაყინეს, 2020 წელს ჩინეთმა ციფრული იუანის პირველი ტესტები უკვე ჩაატარა, 2022 წელს კი კრიპტოვალუტის ეტაპობრივი გამოყენება დაიწყო. ქვეყნებს, რომლებიც CBDC-ს ტესტავენ და ამოქმედებას გეგმავენ, განეკუთვნებიან: იაპონია, შვედეთი, აშშ, უკრაინა, ნიგერია, ბაჰამის კუნძულები, იამაიკა, დიდი ბრიტანეთი, კანადა და ა.შ.
კრიპტოვალუტების ინტეგრაცია
ბოლო სამი წლის განმავლობაში კრიპტოვალუტები სხვადასხვა გადახდის სისტემასთან, საკრედიტო ბარათების ემიტენტებთან, ტექნოლოგიურ კომპანიებსა და ონლაინ-მაღაზიებთან აქტიურად იყო ინტეგრირებული.
Mastercard-მა და Visa-მ ციფრულ აქტივებთან მუშაობა 2021 წელს დაიწყო, PayPal-მა - 2020 წელს, WebMoney-მ და Google Pay-მა - 2022 წელს. კრიპტო გადახდებს აშშ-ში სუპერმარკეტების მსხვილი ქსელი Sheetz, ონლაინ-რითეილერი Newegg და Overstock იღებს. გადახდა კრიპტოთი შესაძლებელია იაპონიაში, სალვადორში, ევროპაში. კრიპტოვალუტებს ასევე იღებს ისეთი ცნობილი ბრენდები, როგორიცაა Apple, Amazon, Burger King, Coca-Cola. მეტი ამის შესახებ წაიკითხეთ ჩვენს მასალაში „რომელი კომპანიები და სავაჭრო ქსელები იღებენ კრიპტოვალუტას გადახდისთვის?“.
ამიტომ, არსებობს ყველა საფუძველი ვიფიქროთ, რომ 2023 წელს კრიპტოვალუტის ინტეგრაციის ესტაფეტა პატარა მოთამაშეებთან გადავა.
ეკოლოგიური პროექტები
ეკოლოგიური დღის წესრიგი ყოველწლიურად სულ უფრო აქტუალური ხდება. მწვანე ენერგეტიკაზე გადასვლა გრძელვადიანი პროცესია, მაგრამ პროგრესული ინვესტორების მოსაზიდად, კრიპტოინდუსტრიას თავისი ეკოლოგიურობის დამტკიცება მოუწევს. ის ამ ამოცანას თავს უკვე კარგად ართმევს.
მაგალითად, ეკოპროექტებს განეკუთვნება IMPT - პლატფორმა ნახშირბადის კრედიტებისთვის ტოკენების სახით, რომლებიც მავნე გამონაბოლქვის ზემოქმედების კომპენსირების საშუალებას იძლევა. ნახშირბადის კრედიტი საწარმოებისთვის ნახშირბადისა და სათბურის სხვა აირების გარკვეული რაოდენობის გამოყოფის ნებართვაა. პროექტი ნახშირბადის კრედიტებს ყიდულობს და მათ ანადგურებს. ამიტომ. 1 მონეტა IMPT-ის შეძენით, ადამიანი ატმოსფეროში 1 ტონა ნახშირორჟანგის გამოყოფის პრევენციას ეხმარება და საჩუქრად ბუნების სილამაზეების ამსახველ NFT-გამოსახულებას იღებს.
ასევე, შეგვიძლია, ბიტკოინის მომპოვებელი, ახალგაზრდა ამერიკული ფერმა TeraWulf გავიხსენოთ. სტარტაპი მაინინგისთვის ენერგიის წყაროებს იყენებს, რომლებსაც ნახშირბადის დაბალი კვალი აქვს. ეს კრიპტოვალუტის მოპოვებისა და გარემოსთვის ზიანის მიუყენებლობის საშუალებას იძლევა.