Cryptosat კოსმოსში კრიპტოთანამგზავრს გაუშვებს
სტარტაპმა Cryptosat $3 მილიონი მოაგროვა ინვესტიციების მოზიდვის საწყისი რაუნდის ფარგლებში. კომპანია კოსმოსში არასანქცირებული წვდომისგან დაცული თანამგზავრის გაშვებას გეგმავს.
ამ რაუნდში მონაწილე ინვესტორები არიან კომპანია Protocol Labs, რომელიც IPFS-ის და DeFi-პლატფორმის Filecoin შექმნითაა ცნობილი, და ასევე Phala Network, Inflection, GoAhead Ventures და DoraHacks.
Cryptosat სტარტაპია,რომლის სპეციალიზაცია ისეთი თანამგზავრების შექმნაა,რომლებიც მხარს უჭერენ ბლოკჩეინსა და კრიპტოგაფიულ აპლიკაციებს. კომპანიაში დარწმუნებულები არიან,რომ არხების სრული იზოლირების წყალობით,ისინი გარანტირებულად შეძლებენ ინფორმაციის და შესრულებული ოპერაციების კონფიდენციალურობის უზრუნველყოფას.დეველოპერთა თქმით, თანამგზავრები არა მხოლოდ ბიროტმოქმედების მხრიდან გატეხვისგან არიან დაცულები,არამედ სახელმწიფო სტრუქტურების ჩარევისგანაც.
Cryptosat-ის დამფუძნებლები სტენფორდის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულები — იან მიხალევსკი და იონათან ვაინტრაუბი არიან. ორივესთვის ეს სტარტაპი მეორე პროექტი იყო, რომელშიც ძალები როგორც შემქმნელებმა მოსინჯეს.მიხალევსკი,რომლის სპეციალიზაციაც კრიპტოვალუტები და უსაფრთხოებაა, მანამდე დაარსა კომპანია Anjuna. ის პიონერთა კატეგორიას განეკუთვნება კონფიდენციალური გამოთვლების სფეროში. აეროკოსმოსური მრეწველობის დარგის ექსპერტმა ვაინტრაუბმა 2019წელს პირველი კერძო მთვარის პროგრამა SpaceIL შექმნა.
«Cryptosat განსაკუთრებით მნიშვნელოვანი კრიპტოგრაფიული ოპერაციებისთვის მთლიანობას ,კონფიდენციალურობასა და ავთენტურობას უპრეცედენტოდ გარანტირებულად უზრუნველყოფს,იმ გარემოს გამოყენებით,რომელიც ფიზიკურ უსაფრთხოებას მაქსიმალურად უზრუნველჰყოფს: კოსმოსს», — ამტკიცებს იან მიხალევსკი.
სტარტაპი გეგმავს კუბური თანამგზავრების გამოყენებას,რომლებიც კომპაქტურობით და მისაღები ფასით გამოირჩევიან. არის მოლოდინი,რომ ტექნოლოგიის გავრცელების მიხედვით,მათ შექმნასა და გამოშვებაზე ხარჯები შემცირდება. კრიპტოთანამგზავრების Cryptosat ძირითად თავისებურებებს შორის არის:
- არასანქცირებული წვდომისგან აბსოლუტური დაცვა. ორბიტაზე გაყვანის შემდეგ თანამგზავრების გატეხვა შეუძლებელია მათთან ფიზიკური კონტაქტის არარსებობის გამო;
- თვალმიდევნება. თითოეული კრიპტოთანამგზავრი კოსმოსური სააგენტოების კონტროლის ქვეშ იმყოფება, რომელთა შორისაც არის აშშ-სა და კანადის აეროკოსმოსური თავდაცვის გაერთიანებული სისტემა NORAD;
- გამჭვირვალობა. კრიპტოთანამგზავრებს არ შეუძლია ინფორმაციის დამალვა ან დამახინჯება. მათთან კავშირი ღია სივრცეში ხორციელდება,და,საჭიროებისშემთხვევაში, მომხმარებლებს მათთან დაკავშირება მონაცემთა გადაცემის შესაფასებლად.
პროექტის პრეზენტაციაზე,მიხალევსკიმ განაცხადა: «ერთ-ერთი გზა წარმოიდგინოთ,თუ რის გაკეთებას ვცდილობთ,არის საცავზე დაფიქრება. თუ ძვირფასი ნივთები გაქვთ,რომელთა დაცვაც გსურთ ქურდებისგან,შეგიძლიათ საცავი თქვენს სახლში დააყენოთ.თუ ამ საცავის კოსმოსში გაშვება შეგიძლიათ, დარწმუნებული იყავით,რომ თქვენს ძვირფასეულობას ვერც ერთი ქურდი ვერ მოიპარავს,და ეს უზრუნველჰყოფს დედამიწაზე თქვენს უსაფრთხოებასь».
Cryptosat-ის — გეგმებში მხოლოდ დედამიწის გარშემო მბრუნავი ორბიტალური მოდულების გაშვება არაა.სტარტაპი ასევე მიწისზედა ინფრასტრუქტურის შექმნას აპირებს,რომელიც სხვადასხვა ბლოკჩეინ-პროტოკოლთან იქნება თავსებადი.