Cryptoys: ფიზიკური სათამაშოების კოლექციონირება მოდური აღარ არის
რა მოხდება, თუ უფროსები გაერთიანდებიან და ბავშვური ოცნებების ასრულებას დაიწყებენ? გაჩნდება პროექტი Cryptoys - ციფრული სათამაშოების მწარმოებელი კომპანია, რომლის თანამშრომლები საკუთარ შინაგან ბავშვს არ ივიწყებენ.
Cryptoys არის ციფრული პლატფორმა, რომელიც ახალი თაობისთვის ინტერაქტიული საკოლექციო და სათამაშო NFT-სათამაშოების შემუშავებით არის დაკავებული. ყველა მათგანი Cryptoverse-ის ელემენტი ხდება. ეს არის მუდმივად მზარდი სივრცე თამაშებისთვის კოლექციების გმირების მონაწილეობით და ჯილდოების მისაღებად.
ციფრული სათამაშოები Cryptoys წყარო: https://cryptoys.gitbook.io
Cryptoys არის OnChain Studios-ის შვილობილი პროექტი. შემქმნელები ვარაუდობენ, რომ ის კოლექციონერებს გრძელვადიან პერსპექტივაში უნიკალურ ციფრულ გამოცდილებას შესძენს. გაფართოებად Cryptoys-ის ეკოსისტემაში გამოჩნდება NFT სათამაშოების მრავალფეროვანი ხაზები, რომლებსაც დაემატებათ საუკეთესო ბრენდებთან თანამშრომლობის შედეგად შექმნილი ახალი გმირები, აქსესუარები და თამაშები.
NFT ბლოკჩეინზე Flow
Cryptoys-ის დამფუძნებლებმა პროექტისთვის სწორედ Flow შეარჩიეს, რადგანაც NFT-ების, თამაშებისა და სხვა სამომხმარებლო პროდუქტების შესაქმნელად ოპტიმალურად მიიჩნიეს. ასევე მნიშვნელოვანია მისი ეკოლოგიურობა: Bitcoin-თან და Ethereum-თან შედარებით, პროტოკოლს ასჯერ ნაკლები ენერგია ესაჭიროება.
Flow-ის სხვა მნიშვნელოვან უპირატესობებს შორის ციფრული სათამაშოების შემქმნელები შემდეგს გამოჰყოფენ:
- მასშტაბირების შესაძლებლობები;
- ტრანზაქციების მზარდი რაოდენობის დამუშავებისას ენერგიის მინიმალურად შესაძლო მოხმარების შენარჩუნება;
- Meta-ს მიერ გამოცხადებული Flow NFT-ს მხარდაჭერა Facebook-სა და Instagram-ზე.
ინტერაქტიული შეფუთვის გახსნა
Cryptoy Cubes წყარო: https://cryptoys.gitbook.io/
Cryptoys-ის ყველა პერსონაჟი მომხმარებელს მიეწოდება ინტერაქტიულ კონტეინერებში, რომლის გახსნის პროცესი და შიგნით არსებული სიურპრიზის ნახვა ბევრ დადებით ემოციასთან არის დაკავშირებული. მომხმარებელთან ურთიერთქმედებისას Crypto Cube ცოცხლდება და მასში არსებულ გმირს აჩვენებს.
მიაქციეთ ყურადღება: ასეთი კონტეინერი საკოლექციო ნივთია. შეიძლება მისი გახსნა ან შენახვა გაუხსნელად, რათა მოგვიანებით მეორად ბაზარზე გაყიდოთ.
NFT სათამაშოების შესაძლებლობები
ციფრული სათამაშოების პირველი ხაზი Zoo-FO Escape წყარო: https://cryptoys.gitbook.io
Cryptoys უზრუნველყოფს წვდომას აპლიკაციებსა და სათამაშო პროცესებზე ეკოსისტემის შიგნით. თითოეულ პერსონაჟს უნიკალური მახასიათებლების ნაკრები აქვს, რომელიც მის უნიკალურობას და შესაძლებლობებს განსაზღვრავს. ესენია:
- სერია;
- დონე;
- იშვიათობა;
- გამოცემა;
- ზარაფხანა;
- ჯიში;
- სქინი;
- Stat-O-Meter-ის – სიმძლავრის დონის მაჩვენებლები.
Cryptoverse-ში მომხმარებლებს შეხება არა მხოლოდ თავად პერსონაჟების დონესთან, არამედ მათ გარშემო მყოფი ობიექტების დონესთანაც ექნებათ. ტანსაცმელი, აქსესუარები, ინტრუმენტები და სხვა ნივთები გმირის პარამეტრების კონფიგურაციისა და გეიმფლეის გასაუმჯობესებლად გამოიყენება.
პერსონაჟების ღირებულებაზე გავლენას ახდენს:
- სქინის იშვიათობა. ის შეიძლება იყოს ჩვეულებრივი, არაჩვეულებრივი, იშვიათი, ეპიკური, ლეგენდარული, გრაალი და ულტრა გრაალი;
- სიმძლავრის დონე. Cryptoys-ში შეიცავს ავანტიურისტის (საბაზისო, ყველაზე დაბალი ღირებულება და ძალა), ელიტური (საშუალო დონე) და გმირი (ყველაზე ძლიერი, ფასეული და ძვირადღირებული) დონის პერსონაჟებს.
ხელმისაწვდომი კოლექციები
Zoo-FO Escape
კორდი, პანდა და ფისუნია გენეზისური კოლექციიდან Zoo-FO Escape წყარო: https://cryptoys.gitbook.io
გენეზისური ციფრული სათამაშოების კოლექციაში ისეთი გმირები შედიან, როგორიცაა კორგი ალფი, ფისუნია კომეტა და პანდა იუნონა. ის 30,000 ინტერაქტიული NFT-სგან შედგება - 10,000 თითოეული ცხოველისთვის.
Masters of the Universe
ციფრული სათამაშოების კოლექცია Masters of the Universe წყარო: https://go.cryptoys.com
გამოცემის სამი ტალღის ლიმიტირებულ კოლექციაში 12 პერსნაჟი შედის, რომლებსაც 7 იშვიათობის სქინი გააჩნიათ. NFT-ების საერთო რაოდენობა არის 120,000, ანუ 10,000 თითოეული გმირისთვის.
Star Wars
ციფრული სათამაშოების კოლექცია Star Wars წყარო: https://twitter.com/Cryptoys
კოლექცია, რომელიც გამოვიდა Disney-სა და Lukasfilm-ის მხარდაჭერით, ლეგენდარული საგის სამ საკვანძო პერსონაჟს აერთიანებს - ლუკ სკაიუოკერს, დართ ვეიდერს და პრინცესა ლეას. მათ ასევე ახლავს ბლასტერები და სხვადასხვა სახის ლაზერული ხმლები.
პირველ გამოცემაში იშვიათობის ხუთი დონის პერსონაჟია ხელმისაწვდომი. შემქმნელები განსაკუთრებით ხაზს უსვამენ, რომ წარმოდგენილი საკოლექციო ნივთები მომავალში განმეორებით აღარ გამოვა.
როგორ შევიძინოთ Cryptoys?
პლატფორმა გვთავაზობს საკოლექციო ციფრული სათამაშოების შეძენას დროპების დროს და მომავალში - მეორად ბაზარზე, Crypto Cubes-ში შენახული ან გახსნილი სახით.
ამჟამად Cryptoys შეგიძლიათ აშშ დოლარებზე შეიძინოთ ნებისმიერი მოსახერხებელი გზით - სადებეტო ან საკრედიტო ბარათით, Apple Pay-ით და Google Pay-ით. მოგვიანებით, იგეგმება კრიპტოვალუტური გადახდების დაწყება BTC, ETH, USDC, USDT, DAI და MUSDC მხარდაჭერით.