Daehong Communications Polygon-თან კოლაბორაციას იწყებს

icon MATIC
icon ONE
icon NFT
ფოტო - Daehong Communications Polygon-თან კოლაბორაციას იწყებს
სამხრეთ კორეის ერთ-ერთი უმსხვილესი კონგლომერატი Lotte Group მსოფლიო NFT ბაზარზე Polygon-თან ერთად შემოდის. ამის შესახებ ბრენდებმა პრესრელიზსა და ტვიტერზე განაცხადეს.
სარეკლამო სააგენტო Daehong Communications-მა, რომელიც კორპორაცია Lotte Group Corporation-ის შემადგენლობაში შედის, ბლოკჩეინ პლატფორმასთან Polygon Labs თანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულებას ხელი მოაწერა. ამიერიდან პარტნიორები ხელს შეუწყობენ Lotte Group-ის NFT პროექტების პოპულარიზაციას კორეელ და უცხოელ მომხმარებლებში.
წყარო: Twitter

წყარო: Twitter

მოსალოდნელია, რომ კოლაბორაცია Polygon Foundation-თან დაეხმარება Daehong Communications-ს, შეიმუშაოს ორიგინალური ბიზნეს მოდელი არაჩანაცვლებადი ტოკენების გამოშვებისთვის და გახდეს გლობალური Web3 სივრცის კონკურენტუნარიანი წევრი. გასულ წელს სააგენტომ უკვე გადადგა პირველი ნაბიჯები თავისი ამბიციური მიზნისკენ, როდესაც ინვესტიცია ბლოკჩეინ გადაწყვეტილებების პროვაიდერ Blocko-ში ჩადი, ასევე თანამშრომლობდა ადგილობრივ საწარმოებთან პროექტ Lotte NFT-ს ფარგლებში. 

Daehong Communications-სა და Polygon-ისთვის ექსპერიმენტულ მოედნად კოლექცია Bellygom NFT იქცევა. ეს Lotte Home Shopping-სა და FingerVerse-ს შვილობილი FSN-ის ერთობლივი პროექტია.  კოლექცია მოიცავს 10 000 ავატარს, რომელთა მფლობელები იღებენ პრივილეგიებს Lotte Group-ის კომპანიებში შოპინგის, სასტუმროში გაჩერების, გამოფენების, კინოთეატრების სტუმრობის დროს და ა.შ.
წყარო: OpenSea

წყარო: OpenSea

Klaytn-ის ქსელში ამოქმედებული კოლექციის საგზაო რუკა პარტნიორებმა 25 თებერვალს Jamsil Lotte World-ში NFT მფლობელთა წვეულებაზე წარადგინეს. ცნობილია, რომ პროექტს დაერქმევა BellyGom NFT Season 2 და ის მომხმარებლებს Polygon-თან მუშაობის გაფართოებულ გამოცდილებას შესთავაზებს. 

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ ბლოკჩეინ პლატფორმამ დაიწყო თანამშრომლობა მსოფლიოში ბევრ ცნობილ ბრენდთან, რომელთა შორისაა Starbucks, Warner Music, Reddit, Siemens და Alethea

Lotte Group-ის შესახებ

Lotte Group არის ერთ-ერთი წამყვანი კონგლომერატი სამხრეთ კორეაში, რომელიც მოიცავს 60-ზე მეტ საწარმოს სხვადასხვა სფეროში. კორპორაციამ, რომელმაც XX საუკუნის 60-იან წლებში საქმიანობა საკონდიტრო ქარხნის სახით დაიწყო, დიდი გზა გაიარა რითეილის, ნავთობქიმიური მრეწველობის, დეველოპმენტის, კვების პროდუქტების წარმოებისა და სასტუმროების ქსელის ჯგუფების ფორმირებამდე.

Lotte Group ისწრაფვის, იყოს ლიდერი სამხრეთ კორეაში როგორც ფიზიკურ სამყაროში, ასევე Web3-ში. მანამდე, კორპორაციამ გამოუშვა NFT კოლექციები, გამართა ციფრული ხელოვნების ნიმუშების გამოფენა და გახსნა საკუთარი NFT მარკეტპლეისიც კი, სახელწოდებით NFT Shop, მეტავერსის შემდგომი ამოქმედების პერსპექტივით.