DappRadar-ის სტატისტიკა. ბლოკჩეინის ქცევის ანგარიში
ანალიტიკურმა კომპანია DappRadar-მა გამოაქვეყნა ანგარიში, რომელშიც განიხილება ბლოკჩეინის სფეროს ყველაზე ცნობილი ქცევითი ტენდენციები, რომლებმაც გავლენა მოახდინა მის ფორმირებაზე მიმდინარე წლის მესამე კვარტალში.
DappRadar-ის ანგარიში სახელწოდებით Blockchain Behavior Report Crypto Adoption On the Rise: Reddit Showing the Way? აჩვენებს, რომ 36 პროცენტი დაბეჭდილი და დადასტურებული სმარტ- კონტრაქტები შესრულდა ამ წელს. გლობალური ეკონომიკის არასტაბილური მდგომარეობის გათვალისწინებით, ეს ძალიან მაღალი მაჩვენებელია.
კრიპტოვალუტების ბაზარზე ძლიერი დათვის ტენდენციის მიუხედავად, ადამიანების 94%-მა, ვინც საკრედიტო და სადებეტო ბარათებს იყენებს, იცის ციფრული ვალუტების შესახებ. ეს იმაზე მეტყველებს, რომ კრიპტოვალუტები, ინვესტორთა შეზღუდული წრის სპეციალიზებული აქტივებიდან ფართო გამოყენების პროდუქტად იქცევა.
DappRadar-ის ექსპერტები მიიჩნევენ, რომ Reddit-ის NFT-ების გამოშვება 2022 წლის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მოვლენა იქნება Web3-ის სფეროში.
Reddit-ის NFT კოლექციამ პლატფორმის მიერ არჩეული მარკეტინგული სტრატეგიის მეშვეობით უზარმაზარი რაოდენობის მომხმარებლები მოიპოვა. პირველ რიგში, კოლექცია ფიატად იყიდებოდა. მეორე, კრიპტო სამყაროს ტერმინები, როგორიცაა NFT და Crypto Wallet არ არის ნახსენები. Reddit-მა ეს სიტყვები ჩაანაცვლა სიტყვებით ‘არაჩანაცვლებადი ტოკენები" და "საცავი".
DappRadar-ის ანგარიშმა ასევე აჩვენა:
გეიმერების 52% კრიპტო-თამაშებს არ თამაშობდა. Web3-ის მომხმარებელთა მხოლოდ 15% გეგმავს Play to Earn სექტორში გაწევრიანებას.
- 2022 წლის მესამე კვარტალში,წლის პირველ კვარტალთან შედარებით, სმარტ-კონტრაქტების განთავსება 40%-ით გაიზარდა.
- მე-3 კვარტლის ბოლო თვის შედეგებით, Cardano-ზე NFT-ვაჭრობის მოცულობამ 191 მილიონი დოლარი შეადგინა. 19 ოქტომბერს ამ ბლოკჩეინზე არაჩანაცვლებადი ტოკენების ტრანზაქციების რაოდენობამ 82 880 შეადგინა. მაჩვენებელი მაისის შემდეგ ყველაზე მაღალია.
- ივლისიდან, Reddit-ის წევრებმა დაარეგისტრირეს 3 მილიონი ანგარიში Polygon-ის ქსელში კრიპტოვალუტებში.
- ივლისიდან მოყოლებული, Reddit-ის წევრებმა დაარეგისტრირეს 3 მილიონი კრიპტო საფულის ანგარიში Polygon ქსელში, რითაც OpenSea-ს აქტიური საფულეების რაოდენობას გადააჭარბეს.
- უკრაინა და ინდონეზია ციფრული ვალუტების დანერგვის ზრდის კუთხით სახელმწიფოთა სიაში ლიდერობენ. ივლისიდან მოყოლებული, კრიპტოვალუტების გამოყენება ამ ქვეყნებში, შესაბამისად, 143.17%-ით და 115.59%-ით გაიზარდა.
DappRadar-მა ასევე აღნიშნა, რომ 3 კვარტალი SEC-ის მხრიდან სასამართლო დავების მუქარის მხრივ გამოირჩეოდა. ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟების კომისიის თავმჯდომარე გარი გენსლერი თვლის, რომ კრიპტო აქტივების უმეტესობა - ფასიანი ქაღალდებია, ამიტომ კრიპტო ბირჟები ბროკერ-დილერებად უნდა დარეგისტრირდნენ.
აშშ-ის კონგრესი კი, პირიქით შესაძლოა ციფრული აქტივების მომხრე იყოს: კრიპტოვალუტების მხარდასაჭერად მრავალი ორპარტიული შეთავაზება დაფიქსირდა. შესაბამისად, აშშ-ს შეუძლია იმოქმედოს ევროკავშირის ქმედებების მსგავსად, რომელმაც დაამტკიცა MiCA-ს კანონპროექტი (ევროკავშირის 27 ქვეყანაში კრიპტოვალუტებისთვის ერთიანი ნორმატიული ბაზის დანერგვა). კანონი მხოლოდ 2024 წელს ამოქმედდება. მან უნდა გაიაროს იურიდიული შემოწმების, პარლამენტის დამტკიცებისა და ოფიციალური გამოქვეყნების ეტაპები.
დიდი ბრიტანეთი კრიპტოვალუტების მიღების კუთხით ასევე არ ჩამორჩება. ქვეყნის პარლამენტმა კრიპტო აქტივები,რეგულირებად ფინანსურ ინსტრუმენტებად და პროდუქტებად აღიარა.
DappRadar-ის თანახმად, კრიპტოვალუტის კანონმდებლობის შექმნამ შეიძლება დადებითი გავლენა მოახდინოს ინდუსტრიაზე, რადგან ციფრული აქტივები უფრო ლეგიტიმური გახდება, რაც მასობრივ აღიარებას და გავრცელებას ნიშნავს.