Coinbase Ripple–ს SEC–თან დაპირისპირებაში მხარს დაუჭერს

ფოტო - Coinbase Ripple–ს SEC–თან დაპირისპირებაში მხარს დაუჭერს
კრიპტო ბირჟამ Coinbase მხარი დაუჭირა Ripple-ს SEC–თან სასამართლო დავაში,რომელიც თითქმის ორი წელი გრძელდებოდა. კომპანიამ ისარგებლა amicus curiae („სასამართლოს მეგობრები“) წესით და ოფიციალურად მიმართა აშშ-ის რაიონულ სასამართლოს.
Ripple-სა და SEC-ს შორის დაპირისპირება განსაკუთრებულ როლს თამაშობს კრიპტო ინდუსტრიის პერსპექტივისთვის როგორც აშშ-ში, ასევე მსოფლიოში. მარეგულირებელმა პლატფორმისა და მისი ხელმძღვანელების წინააღმდეგ სარჩელი 2020 წლის დეკემბერში შეიტანა.

მასში მტკიცებით ფორმაში იყო ნათქვამი, რომ Ripple-ის საკუთარი XRP ტოკენი ფასიანი ქაღალდების კატეგორიას  განეკუთვნება და არ იყო ოფიციალურად რეგისტრირებული. კომისიის აზრით, კრიპტობირჟა აშშ-ს კანონმდებლობის დამრღვევად უნდა იყოს აღიარებული, რომელმაც 1,3 მილიარდი დოლარის ოდენობის უკანონო აქტივები განათავსა.

თუმცა, Ripple-ის დამფუძნებლები არ ეთანხმებიან SEC-ის ასეთ დასკვნებს და თვლიან, რომ მარეგულირებლის ქმედებებმა პირდაპირი და გვერდითი  ზიანი მიაყენა არა მხოლოდ  კომპანიას, არამედ მის მომხმარებლებსაც. სასამართლო პროცესის დაწყების შემდეგ, არაერთმა პლატფორმამ ჩაატარა  XRP–ის დელისტინგი,  ბირჟის  რეპუტაციას კი  სერიოზული ზიანი მიადგა.

ციფრულ აქტივებთან დაკავშირებით SEC-ის არაერთგვაროვანი პოზიცია და თავმჯდომარის გერი გენსლერის ხშირმა რეზონანსულმა  განცხადებებმა განაპირობა ის, რომ კრიპტოპლატფორმების მნიშვნელოვანი ნაწილი მარეგულირებლის მიერ განიხილება, როგორც ინდუსტრიის მთავარი საფრთხე. ამან გამოიწვია Ripple-ს მხარდამჭერების გამოჩენა, რომლებიც მზად არიან დაიცვან ბირჟა სასამართლოში.

პლატფორმის მხარდასაჭერად ადრე გამოვიდნენ არაკომერციული დარგობრივი ორგანიზაცია Blockchain Association, ადვოკატი ჯონ დიტონი და მობილური აპლიკაცია SpendTheBits. 31 ოქტომბერს მათ შეუერთდა კრიპტობირჟა Coinbase, რომელმაც ასევე მიმართა აშშ–ს საოლქო სასამართლოს მოპასუხის სასარგებლოდ მეგობრული ანგარიშის amicus curiae წარდგენის შუამდგომლობით.

ოფიციალურ დოკუმენტში პლატფორმის წარმომადგენლებმა აღნიშნეს მრავალი მიზეზი, რის გამოც ფასიანი ქაღალდების მოქმედი კანონმდებლობა ვერ ეწევა ვირტუალური აქტივების დინამიურ ეკოსისტემას და მათი გაყიდვის, გაცვლის და შენახვის გზებს. ეს  აძლევს საბაბს ინდუსტრიის წარმომადგენლებს გააკრიტიკონ მარეგულირებელი, რომლის განცხადებები და ქმედებები ყოველთვის არ შეიძლება ჩაითვალოს კორექტულად:
«წესების შემუშავების ნაცვლად, SEC–ის ამჟამინდელი ადმინისტრაცია ცდილობდა კრიპტოვალუტის ინდუსტრიაზე იურისდიქციის გაფართოებას იძულების სპეციალური ზომების საშუალებით
ანგარიშში ნათქვამია, რომ SEC ხშირად იღებდა რეტროსპექტულ გადაწყვეტილებებს აქტივებთან დაკავშირებით, ასახელებდა მათ ფასიან ქაღალდებად,რომლებიც რეგულირებას საჭიროებენ.  თუმცა, ნორმატიულ–სამართლებრივი ბაზის არარსებობა, კომისიის მიერ უეცარი სამართალადმინისტრირების ქმედებებთან ერთად,  გაურკვევლობას ქმნის ბაზარზე და არახელსაყრელ პირობებს უქმნის აშშ-ს კრიპტობირჟებს, რომლებიც „კონკურენციას უწევენ ოფშორულ პლატფორმებს იმ იურისდიქციებში, სადაც არ არსებობს მარეგულირებლის მხრიდან მოულოდნელობის რისკი“.
ამასთან ერთად, განცხადების ავტორები სასამართლოს ყურადღებას ამახვილებენ იმ ფაქტზე, რომ 2018 წელს SEC-ის წარმომადგენლებმა გააკეთეს არაერთი განცხადება, რომელთა მიხედვითაც ჩამოყალიბებული და დიდი ხნის  ვაჭრობის მქონე კრიპტოვალუტები არ განიხილება ფასიან ქაღალდებად. კერძოდ, ასეთი დასკვნების გამოტანა შეიძლებოდა კომისიის ფინანსური დირექტორის, უილიამ ჰინმანის გამოსვლიდან.

Coinbase–ში  დარწმუნებულები არიან, რომ კრიპტოვალუტები თანამედროვე ფინანსური ბაზრის მნიშვნელოვანი ელემენტია, მაშინ როცა SEC-ს ჯერ არ შეუქმნია  მათი რეგულირების ადეკვატური სახელმძღვანელო. რაც შეეხება კანონის აღსრულებას წესების დადგენის გარეშე, ეს ტაქტიკა მხოლოდ აზიანებს ინდუსტრიას. მაგრამ ანგარიშის ავტორები კვლავ ელოდებიან  კომისიის მხრიდან კრიპტოსფეროსკენ  ნაბიჯების გადადგმას:
Coinbase კვლავაც იმედოვნებს, რომ SEC გამოიყენებს ურთიერთქმედების შესაძლებლობას დაინტერესებულ მხარეებთან, რათა შეიმუშაოს კრიპტოვალუტის პრაგმატული წესები