რა არის დომენური NFT

ფოტო - რა არის დომენური NFT
NFT-ების შესაძლებლობები არ შემოიფარგლება მხოლოდ კოლექციონერობითა და რეალიზაციით. ჩვენ მხოლოდ ახლა ვიწყებთ უნიკალური ტოკენების სუპერუნარიანობის გააზრებას.
NFT-ის მისიაა  რეესტრში შენახულ ინფორმაციაზე მომხმარებლის საკუთრების უფლების განმტკიცება. ეს შეიძლება იყოს უძრავი ქონების უფლება, ელექტრონული ფოსტის მისამართი (რომელიც შეუძლებელია გატეხილი იყოს), ავატარი, რომელიც მხოლოდ  ერთ ეგზემპლარშია, ნიკნეიმი და ა.შ.

ტოკენების შექმნა და გაყიდვა, რომლებიც მფლობელობის უფლებას სმარტ- კონტრაქტების მეშვეობით აფიქსირებენ, ჯერ მხოლოდ ზრდის პროცესშია. ჯერჯერობით რთულია წინასწარ განსაზღვრო რომელი იდეები იქნება საზოგადოების მიერ მიღებული და  რომელი მიეცემა დავიწყებას, იმის გამო  რომ არაა საჭირო.

ისევე, როგორც  ყველა  ახალ  ტექნოლოგიას, NFT ბაზარსაც  სჩვევია  ჰაიპი, ზედმეტობები და  უამრავი მტკივნეული შეცდომები.

თუმცა  ჩვენი აზრით, არსებობს NFT-ების კატეგორია, რომელმაც უკვე დაამტკიცა თავისი გამოყენებითი ღირებულება: დომენის სახელი.

ცენტრალიზებული დომენური სახელები WEB.2

ინტერნეტში პირველი დონის დომენების სია გრძელია, მაგრამ შეზღუდული.

ჩვენთვის ნაცნობი საერთაშორისო გაფართოებები (com, gov, net, io ან info) გვაძლევს საერთო წარმოდგენას საიტის მფლობელების საქმიანობაზე: კომერცია, სახელმწიფო სტრუქტურა, მედია, IT. ხოლო ეროვნული (eu, us, ua ან ge) მხოლოდ პროექტის გეოგრაფიულ მიბმას  მიუთითებს. დომენური სახელების სისტემა (DNS) იმისთვის შეიქმნა, რომ მომხმარებელს ვებგვერდების მისამართების დამახსოვრება გაუადვილდეს.

DNS-ს მართავს ამერიკული არასამეწარმეო კორპორაცია ICANN. ისინი ყიდიან და არეგისტრირებენ  კომპანიების დომენებს, როგორიცაა Bluehost ან Google Domains, რომლებიც ლიცენზირებულნი არიან იგივე ICANN-გან. რეგისტრატორებს  აკონტროლებს სახელმწიფო. ყველა პროცესი ამ სფეროში მკაცრად ცენტრალიზებულია.

გარდა ამისა, რეგისტრატორთან პირველი დონის დომენის შეძენა არ ნიშნავს, რომ მისი მფლობელი ხართ. ეს უფრო ჰგავს ყოველწლიური გადახდით ბინის გაქირავებას ან მისამართის გამოყენების უფლების შეძენას.

თუ გადასახადს დროულად არ გადაიხდით,  - დაკარგავთ მისამართს და მფლობელი მას კვლავ გასაყიდად გამოიტანს.

WEB.3 დეცენტრალიზებული დომენები

არსებული მონოპოლიური სისტემა საზოგადოებას დიდი ხანია არ აკმაყოფილებს.

მაგრამ ბლოკჩეინმა მოგვცა შესაძლებლობა, WEB.3 მისამართები,  საკუთრების დადასტურებული უფლებით გამოვიყენოთ. ახლა თქვენ შეგიძლიათ შექმნათ ვებ-რესურსები დომენით, რომელსაც ერთპიროვნულად თქვენ ფლობთ და  მართავთ.
 
საიტის სახელი, რომლის URL-მისამართიც ბლოკჩეინზე მუშაობს, მყიდველის საკუთრებაშია სამუდამოდ: არანაირი განახლების ან ჰოსტინგის გადასახადი.

რისთვისაა საჭირო დომენური NFT-ები?

პრიორიტეტული ამოცანაა WEB.3-ს ვებ-გვერდის უნიკალური სახელის მოპოვება და დარწმუნება, რომ ის არასოდეს იქნება გასხვისებული (თუ, რა თქმა უნდა, მომავალში მფლობელს არ მოუნდება მისი გადაყიდვა).

სმარტ-კონტრაქტები, რომლებიც NFT დომენის საფუძველია, პირად ციფრულ სახელში ცვლილების შეტანის   ექსკლუზიურ უფლებას  იძლევა. ეს მინიმუმამდე ამცირებს სერვერის გატეხის ან დომენის მოპარვის რისკს.

მაგრამ ასევე არსებობს მეორადი სარგებელიც:

1. ბიზნესისთვის შესაფერისი სახელის არჩევისა და საკუთარი თავის წარდგენის შესაძლებლობა.
გაფართოების შერჩევის მაგალითები:
●  .nft შესაფერისია ციფრული მხატვრებისთვის, დიზაინერებისთვის და კოლექციონერებისთვის;
● .crypto - ყველასთვის, ვისაც აქვს ციფრულ ფულთან კავშირი;
● .blockchain -  წაადგება დეველოპერებს
● .game - გეიმერებს
● .dao - დეცენტრალიზაციის ენთუზიასტებს.
 
შესაძლებელია XRP, SHIB, SOL  ტიკერ-დომენების შერჩევა.
 
შეგიძლიათ მოძებნოთ ვარიანტები კრიპტო ბირჟების სიაში. მაგრამ გაფრთხილებთ, რომ ამ დრომდე კრიპტოპროექტების სახელწოდებების საკითხი იურიდიულად არ არის განსაზღვრული. არსებობს საიტის მფლობელებთან კონფლიქტის რისკი, თუ ისინი გადაწყვეტენ, რომ თქვენი დომენი მათი რეგისტრირებული სავაჭრო ნიშანია. თუმცა ძნელი წარმოსადგენია, რომ ეს საქმე სამოქალაქო სასამართლოში განიხილება: WEB.3-ში დავების გადაწყვეტის საკანონმდებლო საფუძველი ჯერ არ არსებობს.
 
2. დომენის სახელის გამოყენების შესაძლებლობა DEX ქსელში შესასვლელად.
 
დომენის პროფილის გამოყენებით შეგიძლიათ შექმნათ თქვენი ციფრული იდენტობა, დაადასტუროთ სოციალური ანგარიშები და გამოსახოთ NFT ავატარი.
ასეთი დომენი გამარტივებს კრიპტოვალუტის გაგზავნასა და მიღებას: ერთი მარტივად წასაკითხი სახელით შეგიძლიათ ჩაანაცვლოთ საფულეების გრძელი მისამართები.
 
ტოკენიზებული მისამართის გამოყენებით, კონფიდენციალურობის ზიანის გარეშე შეგიძლიათ მიიღოთ წვდომა DApps-ზე.
აღსანიშნავია, რომ კრიპტო საფულის მისამართის NFT სახელით შეცვლა ყველა პლატფორმაზე არაა შესაძლებელი.
 
ჯერჯერობით  ასეთი მისამართების მიღების მზადყოფნის შესახებ განაცხადეს  ბირჟებმა :

● Blockchain.com
● Coinbase,
● OKX.
 
საფულეები:

● Trust Wallet
● MyEtherWallet
● Bitcoin.com
● Rainbow
● Liquality
● Omni 
● Cake Wallet
● Klever Wallet
 
ბრაუზერები:
● Brave
● Opera
 
ეს სია არ არის საბოლოო და მუდმივად განახლდება.

როგორ ვიყიდოთ NFT დომენი?

დომენის სახელის შეძენა ბლოკჩეინ- მაიმუნების შეძენას არ ჰგავს. არსებობს სპეციალიზებული პლატფორმები (მაგალითად, Unstoppable Domains და Ethereum Name Service), მაგრამ ზოგჯერ ტოკენ-დომენები შეიძლება შეგხვდეთ ჩვეულ OpenSea-ზე ან Rarible-ზე (ეს უკვე მეორადი ბაზარია).

კრიპტო სფეროდან  სახელების ფასები  30 დოლარიდან იწყება.
 
სხვათა შორის, Unstoppable Domains-მა NFT დომენი win.crypto 100,000 დოლარად გაყიდა. ასეთი ფასი მიუთითებს, რომ სარგებლობა აქვს მოდური გაფართოებების შეძენას შემდგომ გაყიდვის   მიზნით. მაგალითად, vitalik.eth, რომელიც გასულ წელს 250 დოლარად შეიძინა  შორსმჭვრეტელმა  ანონიმმა, შეიძლება დიდი შემოსავალი მოიტანოს.
 
NFT სახელების უმეტესობა იყიდება კრიპტოვალუტად (უფრო ხშირად ETH), მაგრამ არის პროვაიდერები, რომლებიც იღებენ ფიატს. შეგიძლიათ გადარიცხოთ კრიპტო საფულიდან, საბანკო ბარათიდან და თუნდაც PayPal-იდან. ანუ შესაფერისი გამყიდველის კარგი  მოძებნა  შედეგს აუცილებლად გამოიღებს.
 
ტრანზაქციის დადასტურების შემდეგ საჭირო იქნება მინთინგზე განაცხადის  შევსება.
როგორც კი ის დამუშავდება და  ბლოკჩეინზე დაფიქსირდება, თქვენ გახდებით NFT მისამართის ამაყი მფლობელი, რომელიც არსებობს ერთ ეგზემპლარად.