CFTC-ის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ DeFi რეგულირებას ვერ გაექცევა
Bloomberg Odd Lots-ის პოდკასტზე ცოტა ხნის წინ გამართული დისკუსიის დროს სასაქონლო ფიუჩერსებით ვაჭრობის კომისიის (CFTC) ხელმძღვანელმა როსტინ ბენამმა განაცხადა, რომ დეცენტრალიზებული კრიპტობირჟების საქმიანობას ან CFTC, ან ბირჟებისა და ფასიანი ქაღალდების კომისია დაარეგულირებს. ეს იმ შემთხვევებსაც კი ეხება, როდესაც ის დამოუკიდებელ პროტოკოლზეა შექმნილი, რომელიც მხოლოდ კოდს წარმოადგენს.
დისკუსიის დროს ბენამს ჰკითხეს, როგორ მოხდება DeFi ბირჟის რეგულირება, რომელსაც ავტონომიურად ან ადამიანის მინიმალური ჩარევით შეუძლია ფუნქციონირება. კრიპტოსამყაროში ბევრს მიაჩნია, რომ სრულად დეცენტრალიზებულ პლატფორმებს, შესაძლოა, რეგულირება აცდეს, რადგანაც ეს პრაქტიკულად შეუძლებელია. მაგრამ ბენამმა ეს მოსაზრება უარყო.
მისი განცხადებით, მნიშვნელობა არ აქვს, არის თუ არა ბირჟა დაწესებულება, ფიზიკური პირი ან ეს უბრალოდ კოდია. საკითხის არსი მის მომსახურებაშია, რომელსაც აშშ-ის კლიენტებს სთავაზობენ, მნიშვნელოვანია, თუ ვინ შექმნა ეს კომპანია ან კოდი და როგორ არის ის ტექნიკურად რეალიზებული.
ბენამი ირწმუნება, რომ CFTC კვლავაც პასუხს აგებინებს იმ მოთამაშეებს, რომლებიც კანონს არღვევენ. ამასთანავე, მან აღნიშნა, რომ არსებობს ერთი სფერო, სადაც CFTC-ს რეგულირება შედარებით გაუმარტივდება. საუბარია ბაზრებზე, სადაც ტოკენები ნაღდი ფულის შემცვლელის ფუნქციას ასრულებს, და რაიმე სხვა აქტივს არ წარმოადგენს. და ეს მხოლოდ იმიტომ, რომ CFTC ნაღდი ფულის ბაზრებს არ არეგულირებს.
ბენამს ასევე მიაჩნია, რომ არსებობს კრიპტოვალუტასთან დაკავშირებული გადაუჭრელი იურიდიული მომენტი. თუ დეცენტრალიზებულ ბირჟებზე ტოკენით, როგორც ნაღდი ფულის შემცვლელით, ვაჭრობა ხდება, შეუძლია თუ არა მას ფასიანი ქაღალდიდან საქონლად გადაიქცეს? მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ციფრული ფინანსური აქტივების მახასიათებლების უმეტესობა ტრადიციული ფინანსური აქტივებისთვის საერთოა, არსებობს უნიკალური თვისებებიც, რასაც მათი რეგულირების და, საერთოდ, ამის აუცილებლობის თაობაზე გააზრებული სტრატეგია ესაჭიროება.