Ethereum-ზე მარტის ბოლოს ამოქმედებული კოლექცია Owls NFT შედგება 9999 ბუსგან, რომლებიც მინიმალისტურ სტილში ASCII-ის მეშვეობითაა შექმნილია. ისინი ფორმისა და ფერის მიხედვით განსხვავდება.
Owls NFT-ის ორი ვარიანტი. წყარო: OpenSea-ს ოფიციალური ვებგვერდი.
რა არის ASCII?
ASCII არის ამერიკული სტანდარტული კოდი ინფორმაციის გაცვლისთვის, რომელიც წარმოდგენილია ათწილადი ციფრების, ლათინური ანბანის, პუნქტუაციის ნიშნებისა და სხვა სიმბოლოების სახით. მასზე დაფუძნებული ხელოვნება ბოლო დროს ძალიან პოპულარული გახდა და რამდენიმე ძირითადი სტილს მოიცავს:
- ხაზოვანი: გამოიყენება მარტივი ნახატებისთვის, წერტილებით, ან ხაზებით მხოლოდ საგნის სილუეტს აღნიშნავს;
- მთლიანი: კოდის მეშვეობით იქმნება მთლიანი გამოსახულება, განსაკუთრებით კარგად მუშაობს დიდი და რთული ვარიანტების შემთხვევაში;
- ნაცრისფერი ტონები: ჰგავს მთლიანს, მაგრამ ზოგიერთ ადგილას, ჩრდილის ეფექტის შესაქმნელად, პერსონაჟების ფერს ცვლის. ითვლება ერთ-ერთ ყველაზე რთულ ვარიანტად.
არსებობს ASCII-ის ხელოვნების მრავალი სხვა ვარიანტი, მაგრამ მათი უმეტესობა წინას კომბინაციებს წარმოადგენს. მიუხედავად იმისა, რომ ასეთი ნახატები რთულია, შეგიძლიათ სცადოთ მათი ავტომატურად შექმნა შესაბამის პროგრამაში, ან დამოუკიდებლად, ნებისმიერი ტექსტური რედაქტორის მეშვეობით. ბევრი მხატვარი ექსპერიმენტებს ატარებს და შედეგის გასაუმჯობესებლად, ASCII-ში დამატებით სიმბოლოებს, RGB ფერებს ამატებს.
Owls NFT
პროექტის გუნდმა შეგნებულად აირჩია ASCII, რადგან მის სიმარტივესა და ესთეტიკურ ზემოქმედებას აფასებს. თითოეული NFT 90 000 000 მეტი კომბინაციისგან გენერირდება. კოლექცია OpenSea-ზე, ან საკუთარ მარკეტპლეისზეა ხელმისაწვდომი. სტატიის მომზადების მომენტში, მისი საშუალო ფასი 0.01 ETH-ს (17$) შეადგენს.
Owls NFT-ები OpenSea-ს მარკეტპლეისზე. წყარო: OpenSea-ს ოფიციალური ვებგვერდი
ჯერჯერობით ასეთ NFT-ის ფლობას არაფერი მოაქვს, გარდა კოლექციონერობისა, პროექტის განვითარებაზე გავლენის შესაძლებლობისა და იმ საზოგადოებასთან ურთიერთობისა, რომელიც მხარს უჭერს ტექნოლოგიების გამოყენებას უკეთესი Web3-ის შესაქმნელად. უახლოეს მომავალში გუნდი გეგმავს სხვადასხვა ინიციატივების წამოწყებას, რომლებიც მათი NFT-ების სარგებლიანობის გაზრდაზეა მიმართული. მაგალითად, ის ამუშავებს საკუთარ Web3 ლაუნჩპადს, სადაც ბუების მფლობელებს ხელოვნების ნიმუშების მოჭრაზე ექსკლუზიური წვდომა ექნებათ.
დეველოპერები საკუთარ თავს პოზიციონირებენ, როგორც ენთუზიასტების ღია საზოგადოებას სხვადასხვა ქვეყნიდან (შვეიცარია, ლიეტუვა, დიდი ბრიტანეთი და ინდოეთიც კი), რომელიც დაკავებულა ანონიმური შემოქმედებით ცენზურის გარეშე. ისინი ერთად ცდილობენ, ხელი შეუწყონ Web3-ის პოპულარიზაციას და დაუბრუნონ ადამიანებს ASCII ხელოვნებისადმი სიყვარული.