“Dokaz” ომის დანაშაულის შესახებ მონაცემებს ბლოკჩეინზე ინახავს
Dokaz Alliance-ის პროექტის მიზანია დაეხმაროს მართლმსაჯულებას რუსეთის იმ მოქალაქეების პასუხისგებაში მიცემაში, რომლებიც უკრაინაში ომის დანაშაულებს სჩადიან.
პროგრამამ გააერთიანა არასამთავრობო ორგანიზაციები, იურისტები, მოხალისეები და კომპანიები, რომლებიც ქმნიან დანაშაულების შესახებ მონაცემების ბლოკჩეინზე შენახვის სისტემას.
Dokaz Alliance-ის დამფუძნებელი არის მსოფლიოში პირველი აკადემიური კვლევითი ცენტრი Starling Lab. მისი თანამშრომლები იკვლევენ, თუ როგორ შეუძლია დეცენტრალიზებულ ტექნოლოგიებს ადამიანის უფლებების ტრანსფორმირება.
სპეციალისტთა ჯგუფი, რომლებიც მანამდე სირიაში მუშაობდნენ შესაძლო ომის დანაშაულების დოკუმენტირებაზე, და ასევე ჰოლოკოსტის შედეგად გადარჩენილების ჩვენებს აგროვებდა, კვლავ სწრაფად შეიკრიბა. ახლა ამ ენთუზიასტებმა მთელი ძალისხმევის უკრაინის ომზე კონცენტრირება მოახდინეს.
ჯონათან დოთანმა, Starling Lab-ის დამფუძნებელმა და დირექტორმა და სტენფორდის უნივერსიტეტის ბლოკჩეინის კვლევის ცენტრის მკვლევარმა, თქვა, რომ მისი თანამშრომლები აგროვებენ ყველა ფოტო და ვიდეო ინფორმაციას, რომელიც ეხება ქალაქების დაბომბვასა და მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობას:
ამ ყველაფრის მტკიცებულება… გაშუქებული იყო Telegram-ზე და სხვა ონლაინ წყაროებში. თუმცა, ამ წყაროებიდან ბევრი დიდხანს არ რჩება. ისინი ეფემერულები არიან. მათი წაშლა ხდება სხვადასხვა მიზეზის გამო. სწორედ აქ ჩნდება ბლოკჩეინის ტექნოლოგია, რომელიც ინტერნეტის ახალ ვერსიას უდევს საფუძვლად, და რომელიც ცნობილია როგორც Web3. ის ეფუძნება იდეას, რომ თქვენ შეგიძლიათ შექმნათ უცვლელი ჩანაწერები, გამძლე ჩანაწერები
მრავალსაფეხურიანი პროცესის გამოყენებით, Project Dokaz აგროვებს, ახარისხებს და „ფუთავს“ ომის დანაშაულების მტკიცებულებებს, ინტერნეტში მათი გამოჩენის მიხედვით, შემდეგ რთავს დამოუკიდებელ ადამიანურ ექსპერტიზას, რათა დარწმუნდეს მათ უტყუარობაში.
პროექტში გამოიყენება ვებ–სკრეიპინგის (web scraping) ტექნოლოგია ინფორმაციის, მათ შორის მეტამონაცემების, შესაგროვებლად და შესანახად. ხდება ინფორმაციის წყაროს ავთენტიფიცირება, შემდეგ ხდება დროის და ავტორობის მონიშვნა. დასრულებული ფაილი იგზავნება განაწილებული რეესტრის არქივში.
შემდეგ ხდება მისი დაშიფრვა და დარეგისტრირება Web3–ის რამდენიმე პროტოკოლით.
პროექტის თანამშრომლები 24 საათის განმავლობაში მორიგეობენ. ისინი ახდენენ სოციალურ ქსელების, მესინჯერების, ვებგვერდების, ვიდეო სათვალთვალო კამერების მონიტორინგს, რომლებიც ჯერ არ არის გამორთული. გარდა ამისა, მათ პირდაპირ სმარტფონებიდან და დრონებიდან ეგზავნებათ რუსული აგრესიის შედეგების ვიდეოჩანაწერები.
ჯონათან დოთანი დარწმუნებულია, რომ კრიპტოგრაფიის შესაძლებლობები ხელს შეუწყობს ადამიანის უფლებათა ყველაზე საშინელი დარღვევების სრული აუდიტის ჩატარებას, რომელთა წინაშეც აღმოჩნდა უკრაინა ომის დროს. ბლოკჩეინზე მოხვედრისას, ინფორმაცია შეიძლება ასობით წლის განმავლობაში უცვლელად ინახებოდეს და ვერავინ შეძლებს ომის დანაშაულების უდავო მტკიცებულებების ფალსიფიცირებას. გარდა ამისა, ეს გამოსავალი ხელს შეუწყობს რუსულ პროპაგანდასთან, დეზინფორმაციასა და ფეიქებთან ბრძოლას, რომლებმაც მედია სივრცე მთელ მსოფლიოში წალეკეს.
ომის დამთავრების შემდეგ ყველა მასალა ჰააგაში მოხვდება და რუსი დამნაშავეების დანაშაულის ყველაზე საიმედო მტკიცებულება იქნება.
პროექტის დაფინანსება კრიპტოქველმოქმედების ხარჯზე ხდება.
რესურსებით,კონსულტაციებითა და აღჭურვილობით დახმარება უკვე გაუწიეს:
- Filecoin Foundation;
- Avalanche;
- Crypto Council for Innovation;
- Nodle Network;
- Numbers Protocol;
- Ukraine DAO.
თითოეული მტკიცებულებისთვის მეტამონაცემები დარეგისტრირდა L1 პროტოკოლების გამოყენებით, მათ შორის Avalanche–ის, Hedera–ს, Flow–ს, Polkadot–ის, Bitcoin–ისა და Ethereum–ის. თავად ფაილები კრიპტოგრაფიულად იქნა შენახული Filecoin–ისა და ღრუბლოვანი საცავის Storj–ის გამოყენებით. ფაილების შენახვა და მათზე გამომძიებლებისთვის წვდომა ხდება არაურთიერთცვლადი ტოკენების მეშვეობით.
ასეთი განსხვავებული სისტემების ერთადერთი მიზნით გამოყენება –დამნაშავეთა სამართლიანი დასჯისთვის– ახალ შესაძლებლობებს ხსნის Web3-ისთვის.
ხარკოვში მომხდარ დანაშაულებზე კრიპტოგრაფიული დოსიე უკვე წარედგინა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ნიდერლანდებში.