გაიღე კრიპტო – დაეხმარე პატარა უკრაინელებს!
უკრაინა ერთ-ერთი მსოფლიო ლიდერია კრიპტოვალუტების გამოყენებისა და ბლოკჩეინის დანერგვის მხრივ. WhiteBIT, Whitepay და “Ronald McDonald House Charities in Ukraine” გაერთიანდნენ ახალგაზრდა თაობის დასახმარებლად.
ახლა ყველას შეუძლია დაეხმაროს მძიმედ დაავადებული ბავშვების ოჯახებს და ომის შედეგად დაზარალებულებს კრიპტოვალუტური შემოწირულობების გაგზავნით. ყოველგვარი საბანკო დაგვიანებების, საშინელი საკომისიოებისა და სხვა ბიუროკრატიული დაბრკოლებების გარეშე. გადახდების უკრაინული კრიპტოპროცესინგული პლატფორმა Whitepay საშუალებას გაძლევთ რამდენიმე წამში აქციოთ კრიპტოვალუტა გრივნად და გაუგზავნოთ მათ, ვისაც ეს ნამდვილად სჭირდება.
უმსხვილესი ევროპული კრიპტობირჟების WhiteBIT-ისა და Whitepay-ის ფონდ Ronald McDonald House in Ukraine-თან თანამშრომლობის მისია მდგომარეობს უკრაინელი ბავშვებისთვის საერთაშორისო შემოწირულობების რაოდენობის გაზრდაში. თქვენი წვლილის შეტანა, 140 კრიპტოვალუტიდან ერთ-ერთის მეშვეობით, აქ შეგიძლიათ.
უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებისთანავე, კრიპტოვალუტური შემოწირულობები სახსრების შეგროვების ერთ-ერთი ყველაზე ეფექტიან საშუალებად იქცა. სწორედ ამიტომ, მრავალი საქველმოქმედო ორგანიზაცია თავის სტრუქტურაში ახდენს კრიპტოვალუტური გადახდების ინტეგრირებას, რაც მათ საშუალებას აძლევს, რაც შეიძლება სწრაფად დაეხმარონ თავიანთ ბენეფიციარებს.
საქველმოქმედო ორგანიზაცია "Foundation Ronald McDonald House in Ukraine"-ის შესახებ
"Foundation Ronald McDonald House in Ukraine" არის საქველმოქმედო არაკომერციული ორგანიზაცია, რომელიც ავითარებს და აუმჯობესებს პროგრამებს, რომლებიც მიზნად ისახავს ბავშვებისა და მათი ოჯახების ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის გაუმჯობესებას. იგი ასევე ავითარებს ოჯახზე ორიენტირებულ მიდგომას სამედიცინო მომსახურების კუთხით. კერძოდ, ფონდი აფინანსებს რონალდ მაკდონალდსის საოჯახო ოთახებს კიევისა და უკრაინის სხვა ქალაქების სახელმწიფო საავადმყოფოებში.
2022 წლის თებერვლიდან ორგანიზაციამ წამოიწყო ომის მსხვერპლთა მხარდაჭერის პროგრამები, მათ შორის, პროექტი „სასურსათო ნაკრებები“ დევნილი ოჯახებისთვის ფრონტის ხაზსა და დეოკუპირებულ ტერიტორიებზე. გასული წლის განმავლობაში ფონდმა ბენეფიციარებს 1 მილიონ გრივნაზე მეტი ოდენობის დახმარება გაუწია.