უორენის წინადადება და სასამართლოს გადაწყვეტილება bZx DAO-ზე

ფოტო - უორენის წინადადება და სასამართლოს გადაწყვეტილება bZx DAO-ზე
ბევრს გამორჩა ორი მოვლენა, რომელიც მარტის მიწურულს მოხდა: სენატორმა ელიზაბეტ უორენმა კრიპტოვალუტური პლატფორმების ყველაზე მკაცრი რეგულირების ინიციატივით გამოვიდა, სასამართლომ კი bZx DAO-ს საქმეზე გადაწყვეტილება მიიღო. და თუ პირველი სასოწარკვეთის ჟესტის კატეგორიას მიეკუთვნება, მეორემ შეიძლება ძლიერი გავლენა მოახდინოს DeFi პლატფორმების პასუხისმგებლობაზე.
ელიზაბეტ უორენი არის სენატორი მასაჩუსეტსის შტატიდან, რომელიც ყოველ შესაძლებლობას იყენებს იმისთვის, რომ კრიპტოინდუსტრიას დაესხას თავს. ის ღიად აცხადებს, რომ ამერიკელებს ამ სფეროში თაღლითობისგან იცავს. მაგრამ წესები, რომლებიც მან ახლა წარმოადგინა, სავარაუდოდ, ამერიკული ბაზრის ყველა მონაწილეს უფრო დააზარალებს. მთავარ მოთხოვნებს შორის არის ციფრული ვალუტის მიქსერების აკრძალვა და ფულის გათეთრების საწინააღმდეგო პოლიტიკის გატარება არაკასტოდიალურ საფულეებზე. DeFi პლატფორმებმა კი სახელმწიფოს ყველა ინფორმაცია ორდერის გარეშე უნდა გადასცენ. ასეთი წესების პირობებში ბევრი კომპანია ამერიკელი კლიენტების მომსახურებას შეწყვეტს.

მისი კანონპროექტი განსაკუთრებით აბსურდულად გამოიყურება ბანკების კრახის ფონზე, მაგრამ, ელიზაბეტს ეს არ აჩერებს და ის  ადანაშაულებს მთავრობას იმაში, რომ ის უფრო კრიპტოკომპანიებს იცავს, ვიდრე რიგით ადამიანების:
გასაკვირი არ არის, რომ ამერიკელი ხალხი სკეპტიკურად უყურებს სისტემას, რომელიც სტუდენტური კრედიტების მილიონობით მსესხებელს გაურკვევლობაში ამყოფებს, მაგრამ მომენტალურად იღებს ზომებს, რათა მილიარდერმა კრიპტოკომპანიებმა დეპოზიტების ცენტიც კი არ დაკარგონ
სამწუხაროდ, კრიპტოვალუტების ნორმალური რეგულირების შეთავაზების, ან SBF-ის მსგავსი აშკარა თაღლითების წინააღმდეგ  გამოძიების პოლიტიკური მხარდაჭერის ნაცვლად, ზოგიერთი სენატორი იყენებს მანიპულაციურ რიტორიკას, თითქოს მთავარი პრობლემა ციფრული ვალუტაა. მაგრამ, სტატისტიკური მონაცემებით, ფულის გათეთრება კრიპტოვალუტაში, სულ მცირე, 80-ჯერ იშვიათად ხდება, ვიდრე ტრადიციულ ვალუტებში. ისღა გვრჩება, ვიქონიოთ იმედი, რომ ასეთი პოზიციის გარკვეული მხარდაჭერის მიუხედავად, უმრავლესობა ამ იდეების განხორციელებას არ დაუშვებს.

მეორე სიახლე უბრალოდ სასოწარკვეთილი მცდელობა კი არა, არამედ მართლაც მნიშვნელოვანი მოვლენაა მთელი DeFi-სთვის. დეველოპერზე ფიშინგურ შეტევასთან დაკავშირებულ, bZx DAO-ს წინააღმდეგ შეტანილი ჯგუფური სარჩელის განხილვისას, სასამართლომ დაადგინა, რომ პროტოკოლის განახლების წვდომაზე გასაღების ერთი გუნდის ხელში დატოვება პლატფორმას კასტოდიალურს ხდის. ამ გადაწყვეტილებას უკვე გამოეხმაურნენ იურისტები.
ამ მოსაზრებით, ფაქტობრივად, ხდება იმის მტკიცება, რომ სმარტ კონტრაქტის სრული განახლებადობა იმ პირობებში, როდესაც განახლების გასაღები ერთი დეველოპერის კონტროლის ქვეშაა, წარმოადგენს კასტოდიალურ შეთანხმებას. მე ველი, რომ იგივე შედეგი დადგება, როგორც დეველოპერების მულტიხელმოწერის შემთხვევაში
, – © კრიპტოვალუტური კომპანია Delphi Labs-ის უფროსი იურისტკონსულტი გაბრიელ შაპირო.
Hedera-ს უფროსი იურისტკონსულტის მოადგილემ, გრეგორი შნაიდერმა კი განაცხადა, რომ ეს გადაწყვეტილება ზედმიწევნით შესწავლას საჭიროებს იმის გასაგებად, თუ რა სამართლებრივი პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს DAO-ს:
მოპასუხეები, რომლებიც ტოკენებს ფლობენ, საკმაოდ დასაბუთებულად აცხადებენ, რომ მათ ეს ვალდებულება დაარღვიეს არასაკმარისი უსაფრთხოების გამო - კერძოდ, იმის გამო, რომ ერთი დეველოპერისთვის გაგზავნილმა ფიშინგურმა წერილმა ჰაკერებს საშუალება მისცა, მიეღოთ წვდომა bZx პროტოკოლის დეპოზიტების მთელ მოცულობაზე Polygon-ისა და Binance-ის ბლოკჩეინებზე
საბოლოო ჯამში, ეს გადაწყვეტილება  DAO-ს დეველოპერებისთვის ახალი პასუხისმგებლობის დაკისრებას ნიშნავს, ხოლო  მომდევნო წლები იქნება DeFi პლატფორმებთან მიმართებაში ბუნდოვანების აღმოფხვრის დრო, და არა მხოლოდ აშშ-ის ბაზარზე. გუნდებმა უნდა დაიწყონ უსაფრთხოების ზომების გაძლიერება და მზადება განახლებული სამართლებრივი გარემოსთვის.