Sui: ახალი ბლოკჩეინის პირველი პრობლემები

icon SUI
icon FOR
ფოტო - Sui: ახალი ბლოკჩეინის პირველი პრობლემები
მომხმარებლებმა შეამჩნიეს მთელი რიგი პრობლემები და ხარვეზები Sui-ის კრიპტოვალუტურ ქსელში, რომლის Mainnet 2023 წლის მაისის დასაწყისში ამოქმედდა.
CoinGecko-ს თანახმად, ახლა ტოკენი SUI კრიპტოპროექტების რეიტინგში 75-ე ადგილს იკავებს. კრიპტოვალუტის საბაზრო კაპიტალიზაცია $679 მილიონს შეადგენს. კარგი სტარტისა და ბირჟებზე ვაჭრობის დაწყების მიუხედავად, წარმოიშვა პირველი პრობლემები. 

მაღალი საკომისიო

Whitepaper-ის თანახმად, Sui-ის ერთ-ერთი მიზანია, მოახდინოს  "გაზის ომების“ (Gas არის საკომისიოს საზომი ერთეული ზოგიერთ ქსელში, როგორიცაა Ethereum, Avalanche, Sui) ნიველირება და გახადოს ბლოკჩეინი იაფი და სწრაფი. ამისათვის ბლოკჩეინში ინტეგრირებულია ტრანზაქციების რამდენიმე ჯაჭვის პარალელური დამუშავების შესაძლებლობები.

რეალობა კი ცოტათი უარესი აღმოჩნდა. კრიპტოვალუტის ლისტინგიდან მალევე, ქსელის საკომისიოები ავარდა და თითო ტრანზაქციაზე 8-10 SUI-ს მიაღწია (რაც თითქმის $10-12 უდრის). ასეთ ფასებს რთულია უწოდო კომფორტული ქსელში ნებისმიერი ქმედების განსახორციელებლად. განსაკუთრებით ძვირია ტოკენის გაცვლისა და სმარტ კონტრაქტების დეპლოის  ტრანზაქციები.
Sui Network-ში ტრანზაქციაზე მაქსიმალური საკომისიოს რეიტინგი (https://suiscan.xyz/)

Sui Network-ში ტრანზაქციაზე მაქსიმალური საკომისიოს რეიტინგი (https://suiscan.xyz/)

ეკოსისტემის არარსებობა

Sui არის ძალიან ახალგაზრდა კრიპტოვალუტური ქსელი. დეცენტრალიზებული აპლიკაციების, საკრედიტო პროტოკოლებისა და სხვა dApps-ის უმეტესობა ჯერ კიდევ სატესტო ქსელშია. ეს პლატფორმები არ ფუნქციონირებენ Mainnet-ში, არ გააჩნიათ საკუთარი ტოკენები და არ თამაშობენ არანაირ როლს DeFi სივრცეში.

ანალიტიკურმა რესურსმა DefiLlama დაითვალა მხოლოდ 4 აპლიკაცია, რომელიც Sui-ს ქსელში აქტიურად მუშაობს. ამ პლატფორმებზე (კერძოდ, Cetus, Turbos, KriyaDEX და AnimeSwap) დაბლოკილი ლიკვიდობის მთლიანი ოდენობა შეადგენს $35 მილიონს. თანაც, უმეტესი ნაწილი ეკუთვნის ერთ პროექტს (Cetus, $31 მილიონი TVL-ით).
Sui-ის ბლოკჩეინის TVL (defillama.com)

Sui-ის ბლოკჩეინის TVL (defillama.com)

Sui-ს DeFi ეკოსისტემა, სავარაუდოდ, თანდათან გაიზრდება და განვითარდება, მაგრამ ახლა აქ თითქმის ვერაფერს გააკეთებ.

გულგრილობა საკუთარი საზოგადოების მიმართ

SUI-ს კრიპტოვალუტების ლისტინგსა და ტოკენსეილს მრავალი პრობლემა მოჰყვა. ტოკენების ნაწილი გუნდმა ნამდვილად გამოყო ადრეული მომხმარებლებისთვის - Testnet მონაწილეებისთვის, ამბასადორებისა და ინფლუენსერებისთვის. მაგრამ, ამ ადამიანებს შორისაც კი, SUI-ს ტოკენსელში მონაწილეობა შეეძლოთ მხოლოდ მათ, ვინც პროექტის Discord არხში 01/01/2023-მდე შევიდა.

მაგრამ ყველაზე გასაკვირი ის იყო, რომ პროექტმა ერთდროულად მონეტების 2 ტიპის წინასწარი გაყიდვა ჩაატარა - Whitelist და Public Sale. Whitelist-ში მონაწილეობის მიღება შეეძლოთ საზოგადოების მხოლოდ იმ წევრებს, რომლებიც პროექტის Discord-ის საზოგადოების წევრები იყვნენ, ან ასრულებდნენ გარკვეულ აქტივობებს (კვანძის დაყენება, ტრანზაქციები Testnet-ში) და მათი ალოკაცია $50-ს შეადგენდა. ხოლო Public Sale შედგა ლატარიის მეშვეობით KuCoin-ის ბირჟაზე. ნებისმიერ მომხმარებელს, რომელსაც ბირჟის ანგარიშზე $50 ჰქონდა, შეეძლო $1000 ღირებულების მონეტების შეძენა, თუმცა ამ რაუნდის საწყისი ფასი 3-ჯერ უფრო მაღალი იყო (0,1$ - Whitelist-ის $0,03-ის წინააღმდეგ).

ამგვარად, მათ, ვინც ლისტინგის დაწყებამდე პროექტზე არაფერი იცოდა, ბევრად მეტის გამომუშავება შეძლეს, ვიდრე მათ, ვინც Sui-ზე აქტივობებს ტოკენის გამოშვებამდე დიდი ხნით ადრე ასრულებდა. 

დიდი ანლოქები და გაცვლითი კურსის დაცემის საფრთხე

ზოგიერთმა კრიპტოვალუტურმა ანალიტიკოსმა მომავალში ტოკენ SUI-ს განბლოკვის დიდ მოცულობებს მიაქცია ყურადღება. 2023 წლის სექტემბრამდე მონეტებს, უპირატესად, Public Sale-ის მონაწილეები მიიღებენ (შეძენილი ტოკენების 7% ყოველთვიურად).
ტოკენ Sui-ის განბლოკვის ქრონოლოგია (https://sui.io/)

ტოკენ Sui-ის განბლოკვის ქრონოლოგია (https://sui.io/)

შემოდგომის დასაწყისთან ერთად, მდგომარეობა მკვეთრად უარესდება. 2023 წლის 1 სექტემბრიდან 31 დეკემბრის პერიოდში მონეტების ემისია 8%-დან 22%-მდე გაიზრდება. ეს არის 1,2 მილიარდი ტოკენის (1,55 მილიარდი დოლარი) განბლოკვა კვარტალზე ნაკლებ პერიოდში. თუ იმ დროს TVL კვლავ დაბალი იქნება, ეკოსისტემა კი განუვითარებელი დარჩება, მაშინ ტოკენები  ფორმალურად უსარგებლო იქნება. ამ შემთხვევაში, მონეტების უმეტესობა გაიყიდება, რაც შეიძლება უარყოფითად აისახოს  აქტივის ფასზე მოკლე დროში.