განახლებული Tesla Bot ილონ მასკისგან

ფოტო - განახლებული Tesla Bot ილონ მასკისგან
Tesla Bot-ის პროექტის მძლავრი განახლება კომპანიის CEO-მ ილონ მასკმა აქციონერთა ბოლო შეხვედრაზე წარადგინა. ვიდეორგოლში ჩანს, თუ როგორ იყენებენ ავტონომიური რობოტები ახალ უნარებს ამოცანების შესასრულებლად. ეს არის თანაბარზომიერი სიარული, საგნების ამოცნობა და აღება.
პრეზენტაციაში ნაჩვენებია Tesla Bot-ის მნიშვნელოვანი გაუმჯობესებები. ძირითადი გაუმჯობესება მოიცავს ძრავის მაბრუნებელი მომენტის გაძლიერებულ კონტროლს, ხელოვნური ინტელექტის მეშვეობით ადამიანის მოძრაობების შესწავლას და საგნებით ზუსტ მანიპულირებას. აღსანიშნავია, რომ ბოტები სწორ ხაზზე  დახმარების გარეშე მოძრაობდნენ. 

ერთ-ერთ კადრში Tesla Bot-ს ადვილად გადააქვს ობიექტები ერთი კონტეინერიდან მეორეში - ეს ადასტურებს ადამიანის ფუნქციების შესრულების უნარს. ვიდეო საშუალებას გაძლევთ გაიგოთ, თუ როგორ შეიძლება ადამიანის უნარის გამოყენება AI ბოტის სწავლებისთვის.

ჰუმანოიდების პირველი პრეზენტაცია შედგა AI Tesla Day-ზე 2022 წლის ოქტომბერში. მაშინ რობოტს სიარულის შეზღუდული უნარი ჰქონდა და მისი შიდა კომპონენტები ჩანდა. მათ ასევე  უფრო მოწინავე ვერსიაც აჩვენეს, მაგრამ მაინც საჭირო იყო მასზე დამატებითი მუშაობა სტაბილური ფუნქციონირებისთვის.  

ინტერნეტში ახალ ვიდეოზე რეაქცია განსხვავებული იყო: ზოგი აქებდა ტესლას მიღწევებს, ზოგი კი ხუმრობდა, რომ შეხვედრისას რობოტთან ჩხუბს დაიწყებდა.

GC
GN Crypto
ავტორი