ესტონეთი “ქანჩებს უჭერს”: რატომ იხურება კრიპტოკომპანიები?

ფოტო - ესტონეთი “ქანჩებს უჭერს”: რატომ იხურება კრიპტოკომპანიები?
წლის განმავლობაში, ესტონეთში კრიპტოკომპანიების დიდი რაოდენობა იძულებული გახდა დახურულიყო საკუთარი ნებით ან მარეგულირებლების ზეწოლის შედეგად. ამის მიზეზი ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთისა და ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ კანონში 2022 წელს შეტანილი ცვლილებები გახდა.
შედეგად, 2023 წლის მაისის დასაწყისში დარჩა მხოლოდ 100 ოფიციალურად რეგისტრირებული კრიპტოკომპანია, ხოლო  389 სტარტაპმა ამ იურისდიქციაში საქმიანობა მთლიანად შეწყვიტა (200-მა დამოუკიდებლად, 189-მ ახალ მოთხოვნებთან შეუსაბამობის გამო). ბევრმა უკვე გააკრიტიკა ესტონეთის ხელისუფლება უკიდურესად მკაცრი მიდგომებისთვის, რამაც შეიძლება ინდუსტრიას ჟანგბადი გადაუკეტოს, მაგრამ მარეგულირებლები ამას აბსოლუტურად არ ეთანხმებიან.  

მათ მიაჩნიათ, რომ პროექტებმა ბოროტად გამოიყენეს კანონების ნაკლოვანებები, ხოლო  ახალმა პირობებმა (სალიცენზიო მოსაკრებლების გაზრდა, მინიმალური კაპიტალის არსებობა, დეტალური ანგარიშგება) მათ ეს თავდასაძრომი დაუხურა. მაგალითის სახით, ფინანსურმა დაზვერვამ დაასახელა ძირითადი პრობლემები, რომლებიც  ადგილობრივი კრიპტოკომპანიების დოკუმენტების შემოწმებისას აღმოაჩინა, განსაკუთრებით მათ შორის, რომლებიც იძულებით დახურეს:

  1. ფინანსური და რისკების ცუდი მართვა (არასწორი დაგეგმვა, სესხების და ხარჯების არაეფექტიანი კონტროლი და ა.შ.).
  2. უხარისხო ბიზნეს-გეგმები: ტექსტის ცუდი თარგმანი, ხშირი პლაგიატი, მუშაობის ლოგიკის დაულაგებელი აღწერა და არარეალისტური გაანგარიშება.
  3. ხელმძღვანელობის მხრიდან კანონების სისტემატური შეუსრულებლობა.
  4. დირექტორთა საბჭოს პრობლემური წევრები: ეს ადამიანები ხშირ  შემთხვევაში იყვნენ უცხო პირები, სათანადო რეპუტაციის გარშე, ან რომლებსაც საერთოდ არ ჰქონდათ პროექტთან კავშირი. ზოგიერთი სტარტაპი უფრო შორს წავიდა და მთლიანად გააყალბა მონაცემები  მმართველობის შესახებ.
  5. ვებგვერდებსა და სოციალურ ქსელებში არაზუსტი საჯარო ინფორმაციის გამოქვეყნება, ასევე ერთი და იგივე იურიდიული ფირმების გამოყენება მარეგულირებელ ორგანოებთან პრობლემების მოსაგვარებლად.
  6. ესტონეთთან გრძელვადიანი კავშირების არარსებობა, რამაც ხელი შეუშალა კომპანიის ნამდვილი მიზნების დადგენას: ქვეყანაში ლეგალური ბიზნესის წარმოება თუ უკანონო საქმიანობისთვის ევროპული ფინანსური სისტემის გამოყენება.
ჩვენ გავაგრძელებთ განაცხადების განხილვას სანებართვო ცვლილებებისთვის, მაგრამ მალე შევძლებთ ნორმალურ მუშაობას დავუბრუნდეთ ზედამხედველობის კუთხით, სადაც მეტწილად გადავალთ ქაღალდზე შეფასებიდან ადგილზე ყოველდღიურ ზედამხედველობაზე. კოლეგებმა სხვა ქვეყნებიდან შეამჩნიეს ჩვენი პოზიტიური მუშაობა და ახლა დაინტერესებულები არიან გაეცნონ ესტონეთის გამოცდილებას ვირტუალური აქტივების სერვისის პროვაიდერების სექტორში რისკების იდენტიფიცირების, შეფასების და მართვის სფეროში
© მატის მიაეკერი, ფინანსური დაზვერვის განყოფილების დირექტორი
მატისმა თანამდებობა 2021 წლის ზაფხულში დაიკავა, მაგრამ ნაკლებად სავარაუდოა, რომ მარეგულირებელი ორგანოების მხრიდან ასეთი მაღალი აქტივობა მასთან ან ადრე მიღებულ კანონ  MiCA-სთან იყოს დაკავშირებული. ის უფრო სახელმწიფოს ზოგად კამპანიას ასახავს, რომელიც მიმართულია ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლისკენ ნებისმიერი ფინანსური ინსტიტუტის მეშვეობით და დამატებითი მიზეზი შეიძლება იყოს ესტონეთის სურვილი, რომ  რუსეთს დაუბლოკოს სანქციებისთვის  გვერდის ავლის შესაძლებლობა.