Shapella-ს განახლების მოლოდინში, Ethereum Foundation-მა გააორმაგა მოწყვლადობის აღმოჩენისთვის განკუთვნილი მაქსიმალური ჯილდო 500 ათას დოლარამდე. ახალი ბაუნტი-ფონდის შესახებ გამოცხადდა Ethereum Foundation-ის დეველოპერთა შეხვედრაზე, რომელიც დღეს გაიმართა.
დიდი ხნის ნანატრი განახლება გამოვა 12 აპრილს 10:27-ზე (UTC). მისი მთავარი თავისებურებაა ვალიდატორისთვის ძირითად ქსელში სტეიკინგიდან სახსრების გამოტანის შესაძლებლობა.