სმარტ-კონტრაქტების ტოპ პლატფორმების მიმოხილვა

ფოტო - სმარტ-კონტრაქტების ტოპ პლატფორმების მიმოხილვა
Ethereum ქსელს, EMV ვირტუალური მანქანისა და სმარტ-კონტრაქტების პლატფორმის ამოქმედების შემდეგ, ბაზარზე კონკურენტები პრაქტიკულად არ ჰყოლია. თუმცა, მაღალმა საკომისიო გადასახადებმა და ქსელის მუდმივმა გადატვირთულობამ ხელი შეუწყო ალტერნატივების გაჩენას. და აი დადგა დრო, როდესაც „მოსწავლეებმა“ „მასწავლებელს“ აჯობეს.
CryptoRank-ის ინფორმაციით, Ethereum-ის პლატფორმამ სმარტ-კონტრაქტების ბაზრის ლიდერის პოზიცია დაკარგა და პირველობა სხვა ბლოკჩეინებს დაუთმო შედარებით უფრო ლოიალური ფასებით და უფრო სწრაფი ტრანზაქციებით. ამჟამად, მომხმარებლების უნიკალური მისამართების რაოდენობის მიხედვით საუკეთესო პლატფორმად BNB Chain-ი მიიჩნევა.

სტატისტიკის მიხედვით, BNB Chain პლატფორმას დაახლოებით 300 მილიონი მომხმარებელი ჰყავს. 240 მილიონმა მომხმარებელმა აირჩია Polygon ქსელი და ეს ბლოკჩეინი პოპულარობის მიხედვით მეორე ადგილზეა. Ethereum-მა დაკარგა უპირატესობა და 230 მილიონი უნიკალური მომხმარებლით მესამე პოზიციაზე გადაინაცვლა. Tron და Fantom ქსელები ხუთეულის ბოლოში არიან - შესაბამისად 155 და 55 მილიონი მომხმარებლით.

BNB Chain

BNB Smart Chain (BSC) არის BNB Chain ეკოსისტემის ნაწილი. პლატფორმა გვთავაზობს ფუნქციონალს სმარტ-კონტრაქტების შესაქმნელად და თავსებადია Ethereum-ის  ვირტუალურ მანქანასთან (EVM). ის  სხვადასხვა ტიპის დეცენტრალიზებული აპლიკაციების (dApps) შესაქმნელად გამოიყენება.

BSC-ის შექმნის მიზანი იყო ძირითადი ბლოკჩეინის მაღალი გამტარუნარიანობის უცვლელად შენარჩუნება, და ერთდროულად სმარტ-კონტრაქტების დანერგვა BNB Chain ეკოსისტემაში.

BSC-ის თავსებადობა EVM-თან უბიძგებს მის პლატფორმაზე გადასვლისკენ იმ Ethereum სერვისებს და dApps-ს, რომელთათვის მნიშვნელოვანია ტრანზაქციის სიჩქარე, განტვირთული მემპული და ლოიალური მომხმარებლები.

Polygon

Polygon არის Layer2 ბლოკჩეინი, რომელიც Ethereum-ის ეკოსისტემაში მუშაობს. ქსელი Ethereum-ის ყველა უპირატესობას ეფუძნება: საიმედო საბაზისო ბლოკჩეინს, გავრცელებულ პროგრამირების ენას Solidity-ს და მოსახერხებელ ინტერფეისს  სმარტ-კონტრაქტების შესაქმნელად EVM-ის მხარდაჭერით.

Polygon-ის დეველოპერებმა ყურადღება გაამახვილეს Ethereum-ის მთავარი ნაკლოვანებების აღმოფხვრაზე - მასშტაბირების პრობლემებსა და მაღალ საკომისიო გადასახადებზე. Polygon-ს  აქვს რამდენიმე გადაწყვეტილება, მაგრამ სმარტ-კონტრაქტებისთვის საუკეთესო ეს იქნება.

Polygon არის EVM-მხარდაჭერილი საიდჩეინი  PoS კონსენსუსის ალგორითმით. ის იდეალურია იმ სმარტ-კონტრაქტებისა და Web3 პროექტების განსათავსებლად, რომელიც დიდ აუდიტორიაზეა გათვლილი. უსაფრთხოება უზრუნველყოფილია დაცვის სისტემით Plasma და ვალიდატორების ფართო ქსელით.

Polygon PoS თავსებადია ყველა EVM სტანდარტთან და დეველოპერებს შეუძლიათ შეუფერხებლად განათავსონ სმარტ-კონტრაქტები Polygon-ის ჯაჭვზე. ქსელის სიჩქარე წამში 7000 ოპერაციას აღწევს, რაც Ethereum-ის მაჩვენებელს ასჯერ აღემატება. ბლოკჩეინი საკმარისად მოქნილია და გთავაზობთ ფართო კასტომიზაციას  თითოეული მომხმარებლის ან პროექტის საჭიროებების დასაკმაყოფილებლად. ტრანზაქციების საშუალო ღირებულება მიზერულია - 0,002 დოლარი.

Tron

Tron ქსელის საბაზისო დონე  დაყოფილია სმარტ-კონტრაქტის, სააღრიცხვო ჩანაწერების  მართვისა და კონსენსუსის მოდულებს შორის. პლატფორმა TRON ახდენს სტეკზე დაფუძნებული ვირტუალური მანქანის რეალიზებას და იყენებს ბრძანებების ოპტიმიზებულ კომპლექტს. სმარტ-კონტრაქტის პროგრამირების ენად Solidity შეირჩა, როგორც ყველაზე გავრცელებული და ნაცნობი სმარტ-კონტრაქტების და dApp დეველოპერების უმეტესობისთვის. ამ მიდგომამ ხელი შეუწყო გარკვეული რაოდენობის პროექტების მიგრაციას Ethereum-დან Tron-ზე.

ვინაიდან TRON-ის  მეშვეობით შესაძლებელია სმარტ-კონტრაქტებისა და ინდივიდუალური საფულეების შექმნა, დეველოპერებს გაუჩნდათ შესაძლებლობა შექმნან ნატიური აქტივი და სპეციალიზებული სმარტ-კონტრაქტები თითოეული dApp პროექტისთვის.

Fantom

Fantom არის სმარტ-კონტრაქტის ინკლუზიური  პლატფორმა PoS კონსენსუსის ალგორითმის გამოყენებით ასინქრონული ბიზანტიური დაზიანებამედეგობით (aBFT). ეს ფორმატი მხარს უჭერს ქსელის მაღალეფექტიანობას,  ზრდის ტრანზაქციების სიჩქარეს და  უსაფრთხოების მაღალ დონეს უზრუნველყოფს, კომისიის დაბალ ხარჯებთან ერთად.

სმარტ-კონტრაქტები იქმნება Fantom Opera-ში, ეს არის ცალკე ღია საწყისი კოდის გარემო dApps-ისთვის და „ჭკვიანი“ კონტრაქტებისთვის.

ქსელი Opera არანაირად არ ჩამოუვარდება Ethereum-ს ფუნქციონალით და ხელსაწყოებით. ის მხარს უჭერს EVM-ს და პროგრამირების ენას Solidity , რომელიც Ethereum-ის ქსელში სმარტ-კონტრაქტებისთვის გამოიყენება.

Fantom Foundation-მა შეიმუშავა ქსელი Opera ბლოკების ფორმირების და ვალიდაციის დაბალი სიჩქარის მქონე პირველი თაობის ბლოკჩეინის შეზღუდვების დასაძლევად. Fantom Opera-ში ტრანზაქციის პირველ დადასტურებას დაახლოებით ერთიდან ორ წამამდე სჭირდება.

დასკვნა

როგორც ვხედავთ, Ethereum-მა  არა იდეოლოგიურად განსხვავებულ Cardano-სთან ან Stellar-თან წააგო, არამედ თავსებადი ბლოკჩეინების მქონე  EVM-თან დამარცხდა. და ასეთი დარტყმა მით უფრო მტკივნეულია. ფაქტობრივად, "მასწავლებელმა" "მოსწავლეებთან" წააგო. თუმცა, კონკურენცია ზუსტად იმისთვის არსებობს, რომ ბაზრის ყველა მონაწილეს  სრულყოფილების მიღწევის მოტივაცია  ჰქონდეს . Ethereum-ი გადავიდა PoW-დან PoS-ზე და მალე დავინახავთ, ​​დაეხმარება თუ არა ეს დაკარგული ლიდერობის აღდგენაში, მათ შორის სმარტ-კონტრაქტების ნიშაში.