Mercedes-Benz და ჰარმ ვან დერ დორპელი NFT "Maschine"-ს უშვებენ

ფოტო - Mercedes-Benz და ჰარმ ვან დერ დორპელი NFT "Maschine"-ს უშვებენ
ლეგენდარული კომპანია Mercedes-Benz გეგმავს Web3 სივრცეში დამკვიდრებასა და ახალი აუდიტორიის მოზიდვას. ამბიციური გეგმების განხორციელების პირველი ეტაპი იქნება NFT კოლექცია "Maschine".
Maschine არის Mercedes-Benz NXT-ის, ბერლინელი კონცეპტუალური მხატვრის, ჰარმ ვან დერ დორპელისა და ციფრული ხელოვნებისა და კოლექციონირების ხელშემწყობი პლატფორმა Fingerprints DAO-ს კოლაბორაციის შედეგი. 
NFT კოლექცია “Maschine” წყარო: https://nxt.mercedes-benz.com

NFT კოლექცია “Maschine” წყარო: https://nxt.mercedes-benz.com

პროექტი შედგება 1000 უნიკალური ციფრული ობიექტისგან, რომელთაგან თითოეული რთული და დინამიკური ილუზიების რადიალურ ნიმუშს წარმოადგენს. ფენომენი სახელწოდებით "ურიკის ეფექტი" სხვა ობიექტების ბრუნვის ან აჩქარების დროს ჩნდება. მაყურებელს ის ახსენებს იმ სუბიექტურ შეგრძნებებს, რომლებიც მბრუნავი ბორბლის ყურებისას წარმოიქმნება: თუ მას და მანებს დიდხანს უყურებთ, იქმნება შთაბეჭდილება, რომ ისინი სხვა სიჩქარით, სხვა მიმართულებით ბრუნავს.

NFT "Maschine-ის" შესაქმნელად, ჰარმ ვან დენ დორპელმა პირველად შეიმუშავა ნეირონული ქსელი დამოუკიდებლად. სწავლების შემდეგ მან იმ გენერირებული ნამუშევრების ამოცნობა და არჩევა შეძლო, რომლებიც მხატვრის კრიტერიუმებს შეესაბამებოდა.
კონცეპტუალისტი მხატვარი ჰარმ ვან დერ დორპელი წყარო: https://nxt.mercedes-benz.com

კონცეპტუალისტი მხატვარი ჰარმ ვან დერ დორპელი წყარო: https://nxt.mercedes-benz.com

Mercedes-Benz NXT-ის პირველი ძირითადი კოლექციის შექმნის პროცესში აქტიურად მონაწილეობდნენ Mercedes-Benz-ის დიზაინერები, გორდენ ვაგენერის ხელმძღვანელობით. ჰარმთან ერთად მათ კონცეფციის დამტკიცებასა და შემოქმედებითი მიმართულებების არჩევაზე მუშაობა შეძლეს.
ხელოვნებასა და ერთობლივ შემოქმედებაში მონაწილეობა, რა თქმა უნდა, Mercedes-Benz-ისთვის არახალია. სწორედ ასე მუშაობდნენ Mercedes-Benz-ის დიზაინერები ყოველთვის - თანამშრომლობისა და შემოქმედებითი ურთიერთქმედების გზით, როგორც დიზაინის განყოფილების შიგნით, ასევე გარე მხატვრებთანაც
, - ნათქვამია Mercedes-Benz NXT-ის ვებგვერდზე.
2023 წლის 7 ივნისს "Maschine-ის" უნიკალური საკოლექციო ნივთები მხოლოდ DAO Fingerprints-ის ოფიციალურ ვებგვერდზე იქნება წარმოდგენილი. გაყიდვების დაწყება 12:00-ზე (ET) იგეგმება. აუქციონში მონაწილეობის მიღებას შეძლებენ მხოლოდ მყიდველები დიდი ბრიტანეთიდან, აშშ-დან, ევროკავშირის ქვეყნებიდან, ბრაზილიიდან, სინგაპურსა და იაპონიიდან.

Mercedes-Benz NXT-ის შესახებ

Mercedes-Benz NXT-ის ეკოსისტემა

Mercedes-Benz NXT-ის ეკოსისტემა

Mercedes-Benz NXT არის ბრენდი, რომლითაც კომპანია Mercedes-Benz ამუშავებს, უშვებს და მართავს ოფიციალურ ციფრულ ობიექტებს. საკუთარი NFT-ების შექმნა განვითარების სტრატეგიისა და ახალი აუდიტორიის მოზიდვის ერთ-ერთი კომპონენტია.

Mercedes-Benz NXT-ის ეკოსისტემა აერთიანებს სამ დონეს:

  • ძირითადი კოლექციები. ეს არის ურთიერთდაკავშირებული და თანმიმდევრული პროექტები, რომლებიც ერთიან თხრობას აყალიბებს. მათ შემუშავებასა და მართვაზე მუშაობს კრეატიული სტუდია 0xNXT. ძირითადი კოლექციები ამოქმედებულია უშუალოდ Mercedes-Benz NXT-ის ბრენდის ქვეშ, რომელსაც გამოცდილი კოლექციონერების გუნდი და Web3 საზოგადოების ძირძველი წევრები მართავენ;
  • სატელიტური პროექტები. ეს არის ავტონომიური კოლექციები ან ღონისძიებები, რომლებიც უფრო მცირე მასშტაბით გამოირჩევა და პარტნიორების მონაწილეობითაა შემუშავებული. კოლაბორაციების მიზანია ერთჯერადი უნიკალური პროექტების შექმნა, რომლებსაც შეუძლია გამოავლინოს ავტორების შემოქმედებითი პოტენციალი,  საბაზისო კოლექციებთან იდეების შეთანხმების საჭიროების გარეშე;
  • პერიფერიული პროექტები. მათ მიეკუთვნება NFT-ები, რომლებიც იქმნება და ვრცელდება Mercedes-Benz-ისგან დამოუკიდებლად, მაგრამ რომლებიც, ამასთან, იყენებს კომპანიის სავაჭრო ნიშნებს, ოფიციალური ლიცენზიის ან კეთილსინდისიერი გამოყენების საფუძველზე.

Mercedes-Benz NXT არის გრძელვადიანი პროექტი, რომელშიც სტელს მინთი გათვალისწინებული არაა. მომხმარებლებს წინასწარ აცნობენ ყველა ციფრული ნივთის გამოშვების შესახებ, რომლებიც მხოლოდ საკოლექციო მიზნებისთვისაა განკუთვნილი.