მომდევნო კვირაში ევროკავშირი ციფრული ვალუტების კლასიფიკაციის გეგმას დასახავს მათი ენერგოეფექტურობის შესაბამისად.
მისი მიზანი იმაში მდგომარეობს, რომ უბიძგოს კრიპტო კომპანიებს უარი თქვან მაინინგის ენერგოტევად მეთოდებზე, რომლებიც, ზოგიერთი შეფასებით,იმდენივე ენერგიას მოითხოვენ, რამდენსაც ზოგი ქვეყანა ერთი წლის განმავლობაში იყენებს.
კომისია საერთაშორისო დონეზე ითანამშრომლებს სტანდარტიზაციის ორგანოებთან და გამოიყენებს მათ ტექნიკურ გამოცდილებას 2025 წლისთვის ბლოკჩეინებისთვის ენერგოეფექტურობის მარკირების, ასევე ენერგოეფექტურობასთან მინიმალური მოთხოვნების შესამუშავებლად.
ეს არის კლიმატის დარგში თავისი ამბიციური მიზნების მისაღწევად ევროკავშირის მიერ მიღებული ერთ–ერთი უკანასკნელი ზომა, კრიპტოაქტივების ბაზრების შეთანხმებასთან ერთად (MiCA), რომელიც ძალაში 2024 წელს უნდა შევიდეს. ის მოითხოვს, რომ კრიპტოვალუტებმა გამოაჩინონ თავისი ნახშირორჟანგის კვალი.
მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირი, ისევე როგორც აშშ, ცდილობს გამოფრქვევების გარემოზე ზემოქმედების შემცირებას, ყველა არაა დარწმუნებული, რომ ენერგეტიკული კლასიფიკაცია სასურველ შედეგამდე მიიყვანს. თუნდაც იმიტომ, რომ მსოფლიო მაინინგის მხოლოდ 10% მოდის ევროკავშირზე.
«ევროკავშირში კრიპტოვალუტების მარკირების სისტემის შექმნა არ გადაწყვეტს პრობლემას იქამდე, ვიდრე კავშირის ფარგლებს გარეთ კრიპტოვალუტის მაინინგი გაგრძელდება, რაც ასევე ევროკავშირის მოთხოვნით არის განპირობებული», — განაცხადა „მწვანეების“ ესპანელმა დეპუტატმა ერნესტ ურტასუნმა, რომელის პარლამენტში სათავეში ჩაუდგა ბრძოლას ევროპიდან ყველაზე ენერგოტევადი ბლოკჩეინების გასაყვანად. «კომისიამ მთელი ყურადღება უნდა დაუთმოს მდგრადობის მინიმალური სტანდარტების შემუშავებას მათი განსაზღვრულ ვადებში დაცვით».
ურტასუნმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ კმაყოფილია Ethereum–ის გადასვლით PoW–დან PoS–ზე და მას შესაძლო გამოსავალი უწოდა.
Ethereum –ის ბოლო განახლებამ აჩვენა, რომ ეტაპობრივი უარის თქმა ეკოლოგიურად მავნე პროტოკოლებზე ნამდვილად განხორციელებადია, ისე რომ არ იწვევს რაიმე დარღვევას ქსელში, — დაამატა მან.
ადრე GNcrypto იტყობინებოდა, რომ Ledger–ის გენერალური დირექტორი შიშობს, ახალი ევროპული კანონმა შესაძლოა კონფიდენციალობა დაარღვიოს.