Astar Network და იოსიტაკა ამანო NFT კოლექციას გამოუშვებენ

ფოტო - Astar Network და იოსიტაკა ამანო NFT კოლექციას გამოუშვებენ
dApp-აპლიკაციების მულტიჩეინ ჰაბი Astar Network და იაპონელი მხატვარ–ილუსტრატორი იოსიტაკა ამანო საერთო NFT-კოლექციას Candy Girl წარადგენენ. იაპონელი მოდელიერებისთვის შთაგონების წყაროდ ქცეული 108 დახვეწილი და კაშკაშა ანგელოზი, Astar–ის ბლოკჩეინზე იქნება შექმნილი.
ლიმიტირებული კოლექცია მოწოდებულია გააერთიანოს არა მხოლოდ დასავლური და აღმოსავლური კულტურები, არამედ ბლოკჩეინი და ხელოვნებაც. პარტნიორები გეგმავენ შექმნან Candy Girl ეკოსისტემის დამოუკიდებელ ელემენტად და განათავსონ ის ცალკე საიტზე  Web 3.

Candy Girl — ეს არის იაპონიაში კარგად ცნობილი, ამანოს ავტორობით შექმნილი  108 გლამურული და ელეგანტური ანგელოზი. კერძოდ, არატრივიალურმა  სახეებმა შთააგონა  ისეთი ღონისძიებების, როგორიცაა Tokyo Girls Collection 2017» და «Discover Tokyo» დიზანერები და მოდელიერები.    გამოსახულებების ტრანსფორმაცია NFT-კოლექციაში საშუალებას მისცემს ილუსტრატორს ითანამშრომლოს ბიზნესმენებთან და გახდეს მაქსიმალურად ცნობადი გლობალური აუდიტორიისთვის.  

«ის, რომ ხალხს შეუძლია ნახოს და შეაფასოს ჩემი ნაშრომი, არის ბონუსი.  ამის გამო კიდევ უფრო  მინდება ხატვა. ასე იყო, როდესაც ბავშვი ვიყავი, და მას მერე არაფერი შეცვლილა», — განაცხადა იოსიტაკო ამანომ, რომელიც ცნობილია თავისი სწრაფვით ექსპერიმენტებისკენ. მის შემოქმედებით  პორტფოლიოში შედის უნიკალური პერსონაჟების შექმნა ვიდეოთამაშებისთვის Final Fantasy და ანიმე–პროექტისთვის  Speedracer, VR-მუზეუმი ვირტუალურად რეკონსტრუირებული ხელოვნების ნიმუშებით.

Astar Network–ის სმარტ–კონტრაქტების პლატფორმისთვის  ამანოს მონაწილეობით საერთო NFT–კოლექციის გამოშვება იქნება  კომპანია Twin Planet–თან თანამშრომლობის  პირველი ეტაპი. ის წარმოადგენს მხატვართა ინტერესებს, რომლებიც ცდილობენ გასცდნენ ჩვეულ ჩარჩოებს და იმუშაონ ციფრული აქტივების შექმნაზე.   
Astar Network–სა და Twin Planet–ს შორის პარტნიორობის ძირითადი მიზანია პროფესიონალი ოსტატების ნამუშევრების პოპულარიზაცია. ყველა მხატვარს, რომელიც პროექტში მონაწილეობას მიიღებს, შეეძლება შექმნას თავისი ნამუშევრები განვითარებისთვის უსაფრთხო და ხელსაყრელ გარემოში. მოსალოდნელია, რომ   NFT მომავალი კოლექციიდან ინვესტორებში ძალიან მოთხოვნადი გახდება. ასეთი არაჩანაცვლებადი ტოკენების მფლობელები მიიღებენ უფლებას ხელოვნების ისეთ ნიმუშებზე, რომლებსაც რეალური ღირებულება გააჩნია.

Sidebar ad banner
Recommended