ECB ციფრული ევროს შემუშავებისთვის Amazon-ს ირჩევს

ფოტო - ECB ციფრული ევროს შემუშავებისთვის Amazon-ს ირჩევს
ევროპის ცენტრალურმა ბანკმა Amazon და კიდევ 4 მსხვილი კომპანია შეარჩია ციფრული ევროს პროტოტიპის შესაქმნელად . რას უნდა ველოდოთ ციფრული გიგანტისგან და მისი გუნდისგან?
როგორც იქნა, ევროპის ცენტრალურმა ბანკმა წარადგინა თავისი პარტნიორები ციფრული ევროს პროტოტიპის შექმნაში, რომლის პროექტიც ჯერ კიდევ გასული წლის ივნისში დაანონსდა.  ფინანსური ტექნოლოგიების სფეროში უძლიერესი გუნდების ხუთეული  იმუშავებს ციფრულის ევროს სამომხმარებლო ნაწილის შექმნაზე.
ამ პროექტის მიზანია შევამოწმოთ, რამდენად კარგად ინტეგრირდება კომპანიების მიერ შემუშავებულ პროტოტიპთან ტექნოლოგია, რომელიც საფუძვლად უდევს ციფრულ ევროს
, - აცხადებენ ფრანკფურტის დაწესებულებაში.
ყოველი,  ცალკე აღებული კომპანია ფოკუსირებას ერთი ამოცანის რეალიზაციაზე მოახდენს:

  • P2P ონლაინ გადახდები - CaixaBank (ესპანეთი)
  • P2P ოფლაინ გადახდები - Worldline (საფრანგეთი)
  • გადახდების მიღების სერვისი - Nexi (იტალია)
  • გადახდების გაგზავნის სერვისი - EPI
  • ელექტრონული კომერცია - Amazon (აშშ)

ევროპის ცენტრალურმა ბანკმა განაცხადა, რომ  54 კანდიდატისგან, რომლებმაც განაცხადი ჯერ კიდევ 2022 წლის აპრილში შემოიტანეს,  ხუთი  ფავორიტი შეირჩა. მათი აზრით, სწორედ ისინი აკმაყოფილებენ  ყველაზე კარგად კონკრეტულ მოთხოვნებს, რომლებიც პროტოტიპის შესაქმნელადაა საჭირო.

ჯერ კიდევ 2021 წლის ივნისში დამტკიცდა ორწლიანი გეგმა, რომელიც ცენტრალური ბანკის საცალო ციფრულ ვალუტას (CBDC) მიეძღვნა.  მალევე, ევროპულმა კომისიამ გააჟღერა, რომ აპირებდა ციფრული ბანკნოტის შემოღებას   2023 წლისთვის. ამ გეგმის ფარგლებში იწარმოებს ტრანზაქციების სიმულაცია და ტესტირება ზემოხსენებული პროტოტიპის გამოყენებით.  ეს ტრანზაქციები დამუშავდება EuroSystem–ის ინფრასტრუქტურაში (ევროზონის ფულად–საკრედიტო ორგანო).

ევროპის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტმა კრისტინ ლაგარდმა თებერვალში განაცხადა, რომ ციფრული ევრო არ შეცვლის ფიატურ ვალუტას, ის უფრო მისი შემავსებელი იქნება.

 ოფიციალური წარმომადგენლების ასეთი განცხადებების გათვალისწინებით, ევროპის ცენტრალურ ბანკს აქვს ყველა შანსი  გახდეს ერთ–ერთი პირველი განვითარებული ეკონომიკის მქონე ქვეყნების  ცენტრალური ბანკებიდან, რომლებიც  თავისი ვალუტის ციფრულ ფორმატს გამოუშვებენ. შეგახსენებთ, რომ ფიატური გადასახადების სრულყოფილი ციფრული ანალოგი მხოლოდ ნიგერიაში და აღმოსავლეთ-კარიბის კავშირის 7 ქვეყანაშია რეალიზებული, ანტიგუას და ბარბუდას ჩათვლით.  

ევროპის ცენტრალური ბანკი უხვსიტყვაობით არ გამოირჩევა ციფრული ევროს  პროექტის განვითარებასთან  დაკავშირებით.მათგან შემუშავების მიმდინარე მდგომარეობის გაგება რთულია, ამიტომ გარე ანალიტიკოსების აზრზე  გვიწევს დაყრდნობა.