განვიხილავთ პერსპექტიულ ტესტნეტებს: Linea, Sui

icon HOT
icon SUI
ფოტო - განვიხილავთ პერსპექტიულ ტესტნეტებს: Linea, Sui
Sui და Linea საკმაოდ პერსპექტიული, აქტიურად განვითარებადი კრიპტოვალუტური პროექტებია, რომლებმაც საჯარო ტესტნეტი აამოქმედეს.
Sui არის პლატფორმა სმარტ კონტრაქტებისა და დეცენტრალიზებული აპლიკაციებისთვის, რომელიც აგებულია პროგრამირების ენაზე Move. პროექტმა, როგორც იქნა, აამოქმედა საჯარო Testnet, ხოლო Mainnet-ის გაშვება, დეველოპერების თქმით, 2023 წლის მე-2 კვარტალში იგეგმება.

Linea წარმოადგენს zkEVM-ს ბრაუზერული საფულის, Metamask-ის შემქმნელი ConsenSys-ისგან. ახლახან ბლოკჩეინმა აამოქმედა სატესტო ქსელი, რომელმაც უკვე დაამუშავა დაახლოებით 2 მილიონი ტრანზაქცია.

ამ სტატიაში ჩვენ გთავაზობთ სახელმძღვანელოებს თითოეული ქსელის გასატესტად და გიზიარებთ ჩვენს მოსაზრებებს ამ ქმედებებისთვის შესაძლო ჯილდოების შესახებ.

რა არის Testnet?

ნებისმიერი ბლოკჩეინის მთავარი ქსელის ამოქმედებამდე, ის უნდა შემოწმდეს. ამისათვის იქმნება ორი დამატებითი ქსელი:

● Devnet (Developer network). ეს არის სივრცე dApps-ისა და სხვადასხვა აპლიკაციის დეველოპერებისთვის, სადაც ხდება ტესტირება და ხარვეზების გამოვლენა სრულფასოვან  რელიზამდე;

● Testnet (Test Network). ბლოკჩეინის, ან აპლიკაციის სატესტო ქსელი. აქ მოქმედებებისა და აქტივობების შესრულება შეუძლიათ არა მხოლოდ დეველოპერებს, არამედ რიგით  მომხმარებლებსაც.

ხშირად, სატესტო ქსელში ურთიერთქმედებისთვის პროექტები მომხმარებლებს თავიანთი ტოკენებით აჯილდოებენ, ამიტომ ტესტნეტებთან მუშაობა კრიპტოვალუტის გამომუშავების პოპულარული გზაა. მით უმეტეს, რომ ეს რეალური სახსრების ხარჯვას არ მოითხოვს.

Sui-ის Testnet

რამდენიმე თვის წინ ჩვენ Sui-ს ბლოკჩეინი ვრცელ სტატიაში განვიხილეთ. მთლიანობაში, პროექტმა ჩაატარა დახურული ტესტნეტის 3 ფაზა, სადაც მონაწილეობა მხოლოდ გარკვეულ ქრონოლოგიურ ჩარჩოებში იყო შესაძლებელი. სულ ახლახან, კომპანიამ Mysten Labs  (Sui-ს დეველოპერები) დააანონსა საჯარო ტესტნეტი, სადაც აქტივობა ნებისმიერ მსურველს შეუძლია.

შესასრულებელი მოქმედებების თანმიმდევრობა:

● ჩამოტვირთეთ საფულე Sui, ან Suit Wallet;

● გადაერთეთ პარამეტრებიდან Testnet-ზე და მოითხოვეთ უფასო ტოკენები ღილაკზე "Airdrop" დაწკაპუნებით;

● გახსენით განყოფილება "dApps“ და დაიწყეთ თქვენს საფულეში სხვადასხვა პლატფორმის ტესტირება.

პოპულარულ აპლიკაციებს შორის, რომლებიც პოტენციურად საჭიროებს ტესტირებას, აღსანიშნავია დეცენტრალიზებული ბირჟები MoveEX, SuiSwap, OmniBTC, DeFi პროტოკოლები Araya, Turbos, NFT პლატფორმები Souffl3, Clutchy, BlueMove და სხვა აპლიკაციები.

Linea-ს Testnet

როგორც უკვე აღვნიშნეთ, Linea არის პროტოკოლი ნულოვანი ცოდნით (zk - zero knowledge).

მოქმედების ალგორითმი:

● ხელით დაამატეთ ქსელი Metamask-ში შემდეგი პარამეტრებით:

– Network Name – LineaRPC;

– URL –https://rpc.goerli.linea.build/;

– Chain ID – 59140; 

– Currency Symbol – ETH; 

– Block Explorer URL –https://explorer.goerli.linea.build/.

● გადაიტანეთ ETH Goerli-ის ან სხვა ქსელიდან Linea-ში HOP კროსჩეინ პროტოკოლის მეშვეობით. სატესტო ETH-ის მიღება "ონკანის" საშუალებითაა შესაძლებელი. 

● იმავე კროსჩეინ ხიდის მეშვეობით დააკონვერტირეთ ETH-ის ნაწილი WETH-ში, შემდეგ კი hETH-ში;

● განათავსეთ მონეტები ლიკვიდობის პულში განყოფილებაში "Pool".
DeFi პროტოკოლი HOP, სადაც მოქმედებები Linea-ს ტესტნეტში ხდება

DeFi პროტოკოლი HOP, სადაც მოქმედებები Linea-ს ტესტნეტში ხდება

დასკვნა

ტესტნეტების მთავარი უპირატესობა ის არის, რომ მათთან მუშაობისთვის საკუთარი ფულის დახარჯვა საჭირო არ არის. ამასთან, მსგავს აქტივობებში ძალიან ბევრი მონაწილეა, ამიტომ რეკომენდებულია დიდი რაოდენობის ანგარიშების დაკავშირება.

გიზიარებთ რამდენიმე რჩევას, რომლებიც ნებისმიერი Testnet-იდან მაქსიმალური სარგებლის მიღებაში დაგეხმარებათ:

● გამოიყენეთ proxy და Anti-Detect ბრაუზერები (Dolphin, Mozila), რათა დამალოთ ციფრული კვალი და პროექტის მიერ "მულტიაკაუნტინგის" გამო არ დაიბლოკოთ;

● შექმენით ერთჯერადი საფულეები და არ გაიაროთ Testnet-ი ძირითადი საცავებიდან;

● გაიმეორეთ ქმედებები რამდენიმე დღეში ერთხელ, რათა მისამართის აქტივობა შენარჩუნდეს.